2022 თუ 2013 – როდის არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც რომში ევროკავშირის დროშას ხსნიან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

461
VIEWS

ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდება ვიდეო, რომელზეც წერენ, რომ იტალიელებმა რომში პროტესტის დროს ევროკავშირის ოფისის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და იტალიის აღმართეს. ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანთა ჯგუფი საპროტესტო შეძახილების ფონზე შენობისკენ მიემართება და ერთ-ერთი მონაწილე ევროკავშირის დროშას ხსნის. 24-27 სექტემბერს ვიდეო კრემლისტური მედიასაშუალება “ალტ-ინფოს” ახალი ამბების გვერდმა ალტნიუსმა, გვერდმა Lemon/ليمۆ, ასევე სხვა ქართულ (1,2) და რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა (1,2,3) გაავრცელეს. რუსულენოვანი მომხმარებლების ნაწილი წერდა, რომ შემთხვევა პოსტის გამოქვეყნების დღეს 26 სექტემბერს მოხდა.

italielebma drosha chamokhsnens 2022 თუ 2013 - როდის არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც რომში ევროკავშირის დროშას ხსნიან?

italielebma drosha chamokhsnens1 2022 თუ 2013 - როდის არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც რომში ევროკავშირის დროშას ხსნიან?

ვიდეო შეცდომაში შემყვანი აღწერით ვრცელდება. რეალურად, ვიდეო არა ამჟამად, არამედ 2013 წლის დეკემბერში, ნეო-ფაშისტური გაერთიანების 100-მდე წევრის პროტესტის დროს არის გადაღებული, ხოლო ადამიანი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, პოლიციამ ადგილზევე დააკავა. 

გავრცელებული პოსტები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიდეო რომში ახლახანს გაიდაღეს. რეალურად, ვიდეო 2013 წლის დეკემბერშია გადაღებული, როცა იტალიური ნეო-ფაშისტური გაერთიანების CasaPound-ის წევრები რომში მდებარე ევროკავშირის ოფისს დაესხნენ თავს და მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა სიმონ დე სტეფანომ კიბის გამოყენებით შენობის აივანზე აღმართული დროშის ჩამოხსნა მოახერხა. 

italielebma drosha chamokhsnens2 2022 თუ 2013 - როდის არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც რომში ევროკავშირის დროშას ხსნიან?

ადგილზე პოლიცია მალევე მივიდა და დამნაშავეები დააკავა. ადგილობრივი გამოცემების მიხედვით, პროტესტში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

იტალიაში მიმდინარე არჩევნების პარალელურად აღნიშნული ვიდეო ყალბი აღწერით უცხოეთშიც გავრცელდა. ვიდეო ონლაინ გამოცემა Misbar-მაც გადაამოწმა.

რომში ევროკავშირის წარმომადგენლობა ოთხი ნოემბრის ქუჩაზე მდებარეობს.

italielebma drosha chamokhsnens3 2022 თუ 2013 - როდის არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც რომში ევროკავშირის დროშას ხსნიან?

წარმომადგენლობის ოფიციალურ ტვიტერისა და ფეისბუქის გვერდებზე უახლოეს პერიოდში შენობაზე მომხდარი რაიმე ტიპის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. რაც შეეხება დროშას, ევროკავშირის დროშა შენობაზე 9 სექტემბერს დედოფალი ელიზაბეტ  II-ს გარდაცვალების შემდეგ გლოვის ნიშნად დაუშვეს.

italielebma drosha chamokhsnens4 2022 თუ 2013 - როდის არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც რომში ევროკავშირის დროშას ხსნიან?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist