8 აპრილს ფეისბუკ-მომხმარებტლმა ფანტინა გამოაქვეყნა პოსტი ამერიკელი გენერლის ფოტოსურათით, რომელშიც ამტკიცებს, რომ “ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, რომელიც აზოვს წვრთვნიდა, გაიტაცეს”. ფოტოზე ნატო-ს მოკავშირეთა სახმელეთო სარდლობის მეთაური აშშ-დან – გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეა (Roger L. Cloutier Jr) ასახული. Იმავე შინაარსის პოსტი, როგორც დადასტურებული ინფორმაცია ფეისბუკ-მომხამრებელმა დიტო ბიძინაშვილი გაავრცელა.
მსგავსი ინფორმაცია დადასტურებულად პრორუსულ გვერდზე- antimaydan და რუსულ ფორუმზე yaplakal.com– ვრცელდება. Ინფორმაციას დაუდასტურებლად ასევე რუსული ტელე-არხი Царьград , იუთუბ-არხები- ЭКСТРЕННЫЕ НОВОСТИ,Сводки с фронта,News Main Today და ონლაინ გამოცემა Mignews.com ავრცელებენ.
ინფორმაცია თავდაპირველად 3 აპრილს ტვიტერ ანგარიშმა Formosa Club Russia Office @Miguel18011505 ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ რუსეთის არმიამ მარიუპოლში ალყაში მოქცეულ უკრაინული ბატალიონ აზოვის ბანაკში აშშ-ის აფრიკის სარდლობის შტაბის უფროსი – გენერალ-მაიორი როჯერ ლ. კლუტიე უმცროსი დააკავა. ტვიტიში მითითებულია, რომ ინფორმაცია რუსეთის ჯარის დაუდასტურებელ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.
მტკიცება, გენერალ კლუტიეს დატყვევებაზე და მარიუპოლში მის ყოფნაზე, დეზინფორმაციაა და თავად როჯერ კლუტიემ უარყო.
6 აპრილს გენერალმა როჯერ კლუტიემ თავის ლინკდინ ანგარიშზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ის თურქეთში, იზმირში ევროპის მოკავშირე ძალების შტაბში იმყოფება.
Ამ პოსტის ქვეშ კომენტარში გენერალი კითხვაზე, მის გარშემო ჭორების შესახებ პასუხობს, რომ ეს ჭორები სრულიად ყალბია.
ასევე, 5 აპრილს ნატოს მოკავშირე სახმელეთო ძალების შტაბის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც იზმირში გადაღებული სახმელეთო ოპერაციების სამუშაო ჯგუფის ფოტოებზე გენერალი კლუტიეიც არის აღბეჭდილი.
4 აპრილს დეზინფორმაცია გენერალის დატყვევებასთან დაკავშირებით ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ PolitiFact-მაც გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.