სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიას ყალბი კომენტარები ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

189
VIEWS

5 და 6 იანვარს ფეისბუკ ანგარიშმა თეა აბაშიძე პარტია “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას ორი კომენტარის სქრინშოტი (1, 2) გაავრცელა. ერთ კომენტარში ნათქვამია, რომ ხვიჩია ომში თანაბრად გულშემატკივრობს უკრაინასა და რუსეთს, რამდენადაც უნდა, რომ სლავებმა ერთმანეთი ბოლომდე გაწყვიტონ. მეორე კომენტარში კი ვკითხულობთ, რომ სტალინის ხატი ყველა ქართველის ოჯახში უნდა ეკიდოს, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხლები ვართ.

sotsialur qselshi iago khvichias qhalbi komentarebi vrtseldeba სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიას ყალბი კომენტარები ვრცელდება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ორივე კომენტარი გაყალბებულია. მსგავსი შინაარსის განცხადება არც ხვიჩიას სოციალურ ქსელის ანგარიშებზე იძებნება და არც რომელიმე მედიასაშუალებასთან განუცხადებია. კომენტარების სიყალბე “მითების დეტექტორთან” “გირჩის” ლიდერმაც დაადასტურა. 

მიუხედავად იმისა, რომ იაგო ხვიჩიას კომენტარებს გვერდის ვერიფიკაციის ნიშანი აქვს, სქრინშოტები გაყალბებულია, რაზეც სხვადასხვა ნიშანი მეტყველებს. მაგალითად, პირველი კომენტარის ფონი მეორესთან შედარებით უფრო მუქია, ასევე მეორე კომენტარზე ფოტოსა და სახელს შორის პირველ კომენტართან შედარებით უფრო დიდი გამოტოვებული ადგილია შესამჩნევი. პოსტის ავტორი, თეა აბაშიძე, რომელიც ფეისბუქ ტროლია, წერს, რომ პირველი კომენტარი იაგო ხვიჩიამ ტაბულას ნიუსზე დაწერა, თუმცა სხვა ფეისბუკ მომხმარებლების თხოვნის მიუხედავად, თავად პოსტი არ აქვს დალინკული.

 

sotsialur qselshi iago khvichias qhalbi komentarebi vrtseldeba14 სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიას ყალბი კომენტარები ვრცელდება

რეალურად, ხვიჩიას მიერ დატოვებული მსგავსი შინაარსის კომენტარი სოციალურ ქსელში არ იძებნება. განცხადებები რუსეთ-უკრაინის ომსა და სტალინის სურათზე არც იაგო ხვიჩიას  ფეისბუკის ანგარიშებზე ( 1, 2) და ტვიტერზე არ იძებნება. “გირჩის” ლიდერმა მსგავსი შინაარსის კომენტარი არც რომელიმე მედიასაშუალებასთან გაუკეთებია. “მითების დეტექტორი”  იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ ორივე სქრინშოტი გაყალბებულია და მსგავსი კომენტარები არ დაუწერია.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “თეა აბაშიძე” დაკავშირებულია ფეისბუკ ანგარიშებთან “მრისხანე ბაბუაწვერა” და “ბიწაძე ნანა”, რომელთაც თედო აბაშიძე მართავს. თედო აბაშიძე სხვადასხვა პოლიტიკოსისა და აქტივისტის ყალბ ციტატას ძირითადად ირონიული შინაარსით აქვეყნებს, თუმცა არ უთითებს, რომ ინფორმაცია სატირულია, ხოლო ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილი პოსტებს რეალურად აღიქვამს.

თეა აბაშიძე ამ ეტაპზე პროფილზე რეიჩელ ჯეიდის ფოტოს იყენებს.

sotsialur qselshi iago khvichias qhalbi komentarebi vrtseldeba2 სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიას ყალბი კომენტარები ვრცელდება

პარტია “გირჩის” ლიდერის იაგო ხვიჩიას სახელით გაყალბებული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გამოავლინა. ვრცლად იხილეთ: 

ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist