ეყოლება თუ არა ნიუ-იორკს ქართველი ვიცე-მერი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

253
VIEWS

4 ნოემებრს ონლაინ გამოცემებმა Itar.geInfopostalioni.geAkhalitaoba.ge და Wnews გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის ახალი ვიცე-მერი ქართველი დიანა ბაგრატიონი გახდა.

"

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის ვიცე-მერი დიანა ბაგრატიონი გახდა, ყალბია. რეალურად, ინფორმაცია თავად ბაგარტიონმა უარყო, ხოლო გავრცელებული ფოტოები ნიუ-იორკის ახლადარჩეული მერის ერიკ ადამისისადმი მიძღვნილ მისალოც ტექსტთან ერთად დიანა ბაგრატიონმა გამოაქვეყნა. 

დიანა ბაგრატიონი რამდენიმე ათეული წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ქალაქის ვიცე-მერად მისი დანიშნვის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ მომხმარებელმა Maiko Kusiani Machabeli-მაც გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ თავად დიანა ბაგრატიონი დაუკავშირდა და ინფორმაციის შესწორება სთხოვა.

"
დიანა ბაგრატიონის გავრცელებული ფოტოები თავად მან საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე 3 ნოემბერს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ნიუ-იორკის მერის არჩევნებში ერიკ ადამსმა გაიმარჯვა, ბაგრატიონი ახალ მერს ამ წარმატებას ულოცავდა.

"
დიანა ბაგრატიონი უკვე მრავალი წელია აშშ-ში ცხოვრობს და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, ის ნიუ-იორკში დაფუძნებულ “დიანა ბაგრატიონის ფონდს” ხელმძღვანელობს, რომელიც სივმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

არქივი- https://perma.cc/3FSK-EQX3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist