4 ნოემებრს ონლაინ გამოცემებმა Itar.ge, Infopostalioni.ge, Akhalitaoba.ge და Wnews გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის ახალი ვიცე-მერი ქართველი დიანა ბაგრატიონი გახდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის ვიცე-მერი დიანა ბაგრატიონი გახდა, ყალბია. რეალურად, ინფორმაცია თავად ბაგარტიონმა უარყო, ხოლო გავრცელებული ფოტოები ნიუ-იორკის ახლადარჩეული მერის ერიკ ადამისისადმი მიძღვნილ მისალოც ტექსტთან ერთად დიანა ბაგრატიონმა გამოაქვეყნა.
დიანა ბაგრატიონი რამდენიმე ათეული წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ქალაქის ვიცე-მერად მისი დანიშნვის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ მომხმარებელმა Maiko Kusiani Machabeli-მაც გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ თავად დიანა ბაგრატიონი დაუკავშირდა და ინფორმაციის შესწორება სთხოვა.
დიანა ბაგრატიონის გავრცელებული ფოტოები თავად მან საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე 3 ნოემბერს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ნიუ-იორკის მერის არჩევნებში ერიკ ადამსმა გაიმარჯვა, ბაგრატიონი ახალ მერს ამ წარმატებას ულოცავდა.
დიანა ბაგრატიონი უკვე მრავალი წელია აშშ-ში ცხოვრობს და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, ის ნიუ-იორკში დაფუძნებულ “დიანა ბაგრატიონის ფონდს” ხელმძღვანელობს, რომელიც სივმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
არქივი- https://perma.cc/3FSK-EQX3
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.