Medusa.io-ს მასალის მიხედვით
რუსეთის მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი ანასტასია ვასილიევა ნოვგოროდის რეგიონის ქალაქ ოკულოვსკაში, სადაც ის Covid-19თან მებრძოლი მედ პერსონალისთვის სამედიცინო აღჭურვილობის დარიგებას ცდილობდა, ორჯერ დააკავეს და სცემეს.
ვასილიევა და მისი კოლეგები პირველად პოლიციის განყოფილებაში 2 აპრილს წაიყვანეს. დაკავების მიუხედავად, მათ ადგილობრივ საავადმყოფოებში 500 ცალი სასუნთქი აპარატის, სათვალის, ხელთათმანის და დაცვის სხვა საშუალებების დარიგება მოასწრეს. პოლიციამ ვასილიევა და მისი თანამშრომლები თვითიზოლაციის წესების დარღვევაში დაადანაშაულა და თითქმის მთელი დღე პოლიციის განყოფილებაში გაატარებინა.
⚡⚡⚡Полицейские напали на Анастасию Васильеву, силой пытались затащить в ОВД. Анастасия потеряла сознание, возможно её удушил один из сотрудников в штатском. Это настоящий фашизм. pic.twitter.com/jUPsCCkfHE
— Альянс врачей (@alyansvrachey) April 2, 2020
მეორე დაკავება უკვე ფიზიკურ თავდასხმას წარმოადგენდა: ვასილიევას დარტყმა მუცლის არეში მიაყენეს. უფლებადამცველებს ეჭვი ჰქონდათ, რომ მან დაკავებისას ტვინის შერყევა მიიღო. ამის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს არ უშვებდნენ. ვასილიევა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი ღამით დააკავეს.
ექიმების ალიანსმა ფინანსების მობილიზება რუსეთის საავადმყოფოებოსთვის მარტის ბოლოს დაიწყო. ვასილიევა ღიად აკრიტიკებდა რუსეთში სამედიცინო მოწყობილობების დეფიციტის ფაქტს და აცხადებდა, რომ სისტემა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ სრულიად მოუმზადებელი იყო.