რუსეთის სამედიცინო პროფკავშირის ხელმძღვანელი ექიმებისთვის ნიღბების დარიგების გამო დააკავეს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

სფდას
211
VIEWS

Medusa.io-ს მასალის მიხედვით

რუსეთის მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი ანასტასია ვასილიევა ნოვგოროდის რეგიონის ქალაქ ოკულოვსკაში, სადაც ის Covid-19თან მებრძოლი მედ პერსონალისთვის    სამედიცინო აღჭურვილობის დარიგებას ცდილობდა, ორჯერ დააკავეს და სცემეს.

ვასილიევა და მისი კოლეგები პირველად პოლიციის განყოფილებაში 2 აპრილს წაიყვანეს. დაკავების მიუხედავად, მათ ადგილობრივ საავადმყოფოებში 500 ცალი სასუნთქი აპარატის, სათვალის, ხელთათმანის და დაცვის  სხვა საშუალებების დარიგება მოასწრეს. პოლიციამ ვასილიევა და მისი თანამშრომლები თვითიზოლაციის წესების დარღვევაში დაადანაშაულა და თითქმის მთელი დღე პოლიციის განყოფილებაში გაატარებინა.

მეორე დაკავება უკვე ფიზიკურ თავდასხმას წარმოადგენდა: ვასილიევას  დარტყმა მუცლის არეში მიაყენეს. უფლებადამცველებს ეჭვი ჰქონდათ, რომ მან დაკავებისას ტვინის შერყევა მიიღო. ამის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს არ უშვებდნენ. ვასილიევა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი ღამით დააკავეს.

'

ექიმების ალიანსმა  ფინანსების მობილიზება რუსეთის საავადმყოფოებოსთვის მარტის ბოლოს დაიწყო. ვასილიევა ღიად აკრიტიკებდა რუსეთში სამედიცინო მოწყობილობების დეფიციტის ფაქტს და აცხადებდა, რომ სისტემა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ სრულიად მოუმზადებელი იყო.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist