25 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ბარბი ბაფომეტის ფოტო გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ამ სათამაშოს ბარბის შემქმნელები ბავშვებს სთავაზობენ.
26 ივლისს კი რუსულენოვანმა გვერდმა Умный Журнал და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3) ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც გიგანტური ბარბი დუბაიში, ბურჯ ხალიფას ფონზე საკუთარი ყუთიდან გადმოდის, ირგვლივ ქუჩაში კი ადამიანები მოძრაობენ. ერთ-ერთი ანგარიში წერს, რომ ეს 800 მეტრიანი ბარბია.
ბარბის შესახებ გავრცელებული პოსტები ვიზუალურ მანიპულაციებს შეიცავს. წარმართული ღვთაება ბაფომეტის ბარბი კომპანია Mattel-ს არ გამოუშვია, რეალურად, ის 2014 წელს არგენტინელმა ხელოვანებმა გამოფენისთვის მაშინ შექმნეს, როცა 30-ზე მეტი რელიგიურ ფიგურა ბარბისა და კენის თოჯინების ფორმით დაამზადეს. რაც შეეხება გიგანტურ ბარბის დუბაიში, ის კომპიუტერულად გენერირებული – CGI გამოსახულებაა.
ბარბი ბაფომეტი არც ბარბის შემქმნელების პროდუქტია და არც ახლა გამოჩენილა. კომპანია Mattel-ს ბაფომეტის დიზაინის ბარბი არასდროს გამოუშვია. რეალურად, ბარბი ბაფომეტი არგენტინელმა ხელოვანებმა 2014 წელს გამოფენისთვის “ბარბი პლასტმასის რელიგია” დაამზადეს. საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესტისა და კრიტიკის გამო გამოფენა პირველ ჯერზე ვერ შედგა, თუმცა საბოლოოდ ფიგურების გამოფენა ბუენოს-აირესში მდებარე Popa Galeria-ში შედგა. ხელოვანებმა, სახელად Pool and Marianela გამოფენისთვის 33 ბარბი და კენი შექმნეს, ყველა მათგანი რელიგიური ფიგურა იყო. მაგალითად, ამ კოლექციაში მოხვდა იესო ქრისტე, ღვთისმშობელი, იუდა, ბუდა, მოსე და ა.შ. გარდა ამისა, ფიგურებს შორის ლათინური ამერიკის ქვეყნების მფარველი წმინდანებიც იყვნენ.
რაც შეეხება გიგანტური ბარბის ფიგურას დუბაის ქუჩებში, ის ე.წ. CGI გამოსახულებაა, ანუ რეალური არ არის და კომპიუტერული პროგრამაშია აწყობილი. ვიდეო პირველად ინსტაგრამ-გვერდ eyestudioae-ზე გამოქვეყნდა, რომელიც CGI ანიმაციებისა და სხვა ილუსტრაციების შექმნაზე მომუშავე სააგენტოა.
CGI ვიდეოში 1959 წელს გამოსული პირველი ბარბია ნაჩვენები, რომელსაც შავ-თეთრი საცურაო კოსტუმი აცვია. იმავე კოსტუმში ჩაცმული გიგანტური ბარბი ცოტა ხნის წინ, 21 ივლისს გამოსულ ფილმ “ბარბის” პირველ სცენაში გამოჩნდა.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიშს Koba Kusiani მცდარი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. იხილეთ, მითების დეტექტორის სტატიები:
- რა შემთხვევაში ითხოვს პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას?
- როდის და რა თქვა რეალურად თურქეთის კოსმოსური სააგენტოს დირექტორმა ხელოვნური მიწისძვრის გამომწვევ იარაღზე?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.