ინტერნეტში ლეონარდო და ვინჩის და მონა ლიზას AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.2k
VIEWS

სექტემბრის დასაწყისში სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტო, რომელშიც მონა ლიზა და ლეონარდო და ვინჩი მხატვრის ცნობილი ტილოს წინ პოზირებენ. პოსტი გაზიარდა შემდეგი ტექსტით: “Редкое фото: Леонардо да Винчи и Лиза дель Джокондо. Художник и модель вместе. Флоренция, 1516 год” (იშვიათი ფოტო: ლეონარდო და ვინჩი და ლიზა დელ ჯოკონდო. მხატვარი და მოდელი ერთად. ფლორენცია, 1516 წელი).

Untitled ინტერნეტში ლეონარდო და ვინჩის და მონა ლიზას AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტით (AI) არის გენერირებული. ამის დადგენა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების ამოცნობის ხერხების გამოყენების გარეშეც შეიძლება, იმ მარტივი ისტორიული რეალობის გამო, რომ ფოტოგრაფია მე-16 საუკუნეში არ არსებობდა.

ინსტაგრამზე აღნიშნული ფოტო 2023 წლის 28 მაისს თითქმის იდენტური რუსულენოვანი ტექსტით გააზიარეს . 29 მაისს პოსტი ასევე გაზიარდა X-ზე (ყოფილი Twitter). პოსტის ავტორი წერდა “ყველაზე ძვირადღირებული ფოტო ისტორიაში: მონა ლიზას ერთადერთი ფოტო გუშინ აუქციონზე გაიყიდა 113 მილიონ დოლარად. მირატელმა მყიდველმა ანონიმურად დარჩენა ისურვა”. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ანგარიში X-ზე ფოტოს 1504 წლით ათარიღებს.

Untitled 1 5 ინტერნეტში ლეონარდო და ვინჩის და მონა ლიზას AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო – მონა ლიზა (ჯოკონდა) ლეონარდო და ვინჩის მიერ (აღორძინების ხანის იტალიელი ხელოვანი და მეცნიერი) 1503-1519 წლებს შორის მონაკვეთშია შესრულებული. ის ფაქტი, რომ მათი სიცოცხლის პერიოდში ფოტოგრაფია არ არსებობდა, მსგავსი ფოტოს არსებობას უბრალოდ შეუძლებელს ხდის. იდეები გამოსახულების პერმანენტულად აღბეჭდვის შესახებ საუკუნეებს ითვლის. მაგრამ ქიმიისა და ოპტიკის განვითარებამ მხოლოდ მე-19 საუკუნეში მიაღწია იმ ეტაპს, რომ მსოფლიოში პირველი ფოტო გადაღებულიყო.

მე-16 საუკუნეში ფოტოგრაფია არ არსებობდა

თანამედროვე ფოტოაპარატის წინამორბედად კამერა ობსკურა ითვლება, რომლის პრინციპიც ძველი ბერძნებისა და ჩინელებისთვისაც ცნობილი იყო, სავარაუდოდ – 2000 წლის წინ. მოგვიანებით, მე-16 საუკუნეში იტალიელმა მწერალმა და მეცნიერმა ჯამბატისტა დელა პორტამ (Giambattista della Porta) კამერა ობსკურას მუშაობის პრინციპი ლინზის გამოყენებით დეტალურად აღწერა.

Screenshot 2023 09 11 114936 ინტერნეტში ლეონარდო და ვინჩის და მონა ლიზას AI გენერირებული ფოტო ვრცელდება
კამერა ობსკურას პრინციპი

 

მსოფლიოში პირველი ფოტო 1826 წელს გადაიღო ფრანგმა მეცნიერმა Joseph Nicéphore Niépce-მ. ფოტოს სახელია “ხედი Le Gras-ის ფანჯრიდან”, რომლის ხარისხიც საგრძნობლად ჩამორჩება გამოსახულებას, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება, როგორც მე-16 საუკუნეში გადაღებული. ჯოსეფმა ფოტო კამერა ობსკურათი გადაიღო, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა.

Screenshot 2023 09 11 114940 ინტერნეტში ლეონარდო და ვინჩის და მონა ლიზას AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

და ვინჩისა და მონა ლიზას AI გენერირებული ფოტო ივნისში ცნობილ ონლაინ პლატფორმა 9GAG-ზეც გამოქვეყნდა , წარწერით “და ვინჩი და მონა ლიზა ჯოკონდა, მაშინ კამერები რომ გამოეგონებინათ”. 

რაც შეეხება ფოტოს პირველწყაროს, სავარაუდოდ ის პირველად Reddit-ზე გამოქვეყნდა, fakehistoryporn-ის არხზე, სადაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები ხშირად ქვეყნდება.

Screenshot 2023 09 11 115004 ინტერნეტში ლეონარდო და ვინჩის და მონა ლიზას AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები სულ უფრო იხვეწება, თუმცა მათი ამოცნობის რამდენიმე ხერხი არსებობს, რაზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა

AI ფოტოს ამოცნობაში დაგვეხმარება:

  • ფოტოს წყაროს მოძიება
  • ვიზუალურ მარკერებზე დაკვირვება 
    • დააკვირდით ლოგოს და წარწერებს
    • დააკვირდით სახეს, ხელებს
    • შეამოწმეთ ფონი
    • ასეთ ფოტოებს ნახატის მსგავსი ვიზუალი აქვთ

ამ ფოტოზე სახეები და ხელები, ერთი შეხედვით  წესრიგშია, თუმცა ისტორიული რეალობა ასეთი ფოტოს ნამდვილობას შეუძლებელს ხდის.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist