გაიმართა თუ არა ოდესაში აქცია ზელენსკის წინააღმდეგ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

563
VIEWS

3 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნანა უგულავა გაავრცელა უკრაინის ქალაქ ოდესაში გადაღებული საპროტესტო აქციის ვიდეო. ვიდეოს თან ახლავს რუსული წარწერები, რომ შეკრებილი ადამიანები ითხოვენ “უკრაინას ზელენსკის გარეშე”. დამატებით, პოსტის ავტორმა ვიდეოს დაურთო აღწერა – “ოდესა….ხალხი დაიღალა ომით …სჯობს გვიან, ვიდრე ბოლო უკრაინელამდე”.  

zelenski da nana ugulava გაიმართა თუ არა ოდესაში აქცია ზელენსკის წინააღმდეგ?

ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება. რეალურად, ვიდეოში შეკრებილი მოქალაქეები ზელენსკის გადადგომას არ ითხოვდნენ. აქცია ბიუჯეტიდან კიევის რაიონული სასამართლოს რემონტისთვის თანხის გამოყოფის საწინააღმდეგოდ გაიმართა. მონაწილეები ითხოვდნენ, გამოცხადებული ტენდერი გაუქმებულიყო და თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაეცათ.  

რას აპროტესტებენ მოქალაქეები ოდესაში? 

ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ ყალბი აღწერით გავრცელებულ ვიდეოსა და ადგილობრივი მედიის მიერ აქციიდან გავრცელებულ ფოტოებში ჩანს ოდესის მერიის შენობა, რომელთანაც პროტესტის მონაწილეები იკრიბებოდნენ.  

zelenski da nana ugulava1 გაიმართა თუ არა ოდესაში აქცია ზელენსკის წინააღმდეგ?

ოდესაში აქციის მონაწილეები ომის მიმდინარეობისას ბიუჯეტიდან თანხის არაპრიორიტეტულ საკითხებზე დახარჯვას აპროტესტებენ. აქცია მერიასთან 28 აგვისტოს შემდეგ რამდენჯერმე გაიმართა. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქველმოქმედო ფონდ “მონსტრების კორპორაციის” ხელმძღვანელი, კატერინა ნოჟევნიკოვა ამბობს, ისინი გამოდიან არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ იმ მიზნით, რომ მოუწოდონ მთავრობას, შეწყვიტოს “უაზრო ტენდერები”, რადგან ქვეყნის ბედი ყველა მოქალაქეზეა დამოკიდებული.   

25 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს დეპუტატები კიევის რაიონული სასამართლოს რემონტისთვის თანხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. დეპუტატთა ნაწილის პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობამ ბიუჯეტში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შემდეგ ფრაქციებმა “ხალხის მსახური” და “ევროპული სოლიდარობა” ოდესის მერს მოუწოდეს, რემონტი არ დაეფინანსებინა და თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოხმარებოდა, თუმცა, მერიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ ტენდერის გაუქმება მერის უფლებამოსილებაში არ შედის. 

ტენდერის მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ კიევის რაიონული სასამართლოს დამატებით 3 სართული უნდა ააშენოს. საკრებულოს მიერ გავრცელებული განცხადებით, პროექტი ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო და მისი ღირებულება 106 მილიონი გრივნაა, ამ ეტაპზე კი ბიუჯეტიდან 10 მილიონი გრივნა გამოიყო.

მოქალაქეები, რომლებიც ტენდერის გაუქმებას მოითხოვენ, აქციებზე მივიდნენ ბანერებით – “ჯერ შეიარაღებული ძალები, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი”, “ჩემი გადასახადები შეიარაღებულ ძალებს”, “შეიარღებული ძალები უპირველეს ყოვლისა” და ა.შ. ვიდეოში შეკრებილები სკანდირებენ – “სირცხვილია!”    

აღსანიშნავია, რომ ვიდეო Tik-Tok ანგარიშიდან არის აღებული, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგო მასალას ავრცელებს.  

zelenski da nana ugulava2 გაიმართა თუ არა ოდესაში აქცია ზელენსკის წინააღმდეგ?

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-მომხმარებელ ნანა უგულავას წარსულში დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია. მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც “მითების დეტექტორმა” წარსულში გადაამოწმა, ძირითადად, უკრაინასა და ქვეყანაში მიმდინარე ომს ეხებოდა.   

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist