რა ვიცით უკრაინის მოსახლეობის რაოდენობასა და მიგრაციის სტატისტიკაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

348
VIEWS

2023 წლის 22 მაისს, ქართულენოვანმა Facebook მომხმარებელმა Gaia Tiamat YouTube არხ Judging Freedom-ის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში შეერთებული შტატების არმიის ყოფილ პოლკოვნიკსა და მთავრობის წარმომადგენელ დუგლას მაკგრეგორის რუსულად გახმოვანებული ინტერვიუა ნაჩვენები. ინტერვიუში მაკგრეგორი აცხადებს, რომ „უკრაინის საბრძოლო სული ამჟამად ძალიან დაბალია.” იგი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინაში 20 მილიონზე ნაკლები ადამიანია დარჩენილი. პოლკოვნიკის თანახმად, დაახლოებით 10 მილიონი უკრაინელი დასავლეთში გადასახლდა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.

Screenshot 6 4 რა ვიცით უკრაინის მოსახლეობის რაოდენობასა და მიგრაციის სტატისტიკაზე?

მტკიცება, თითქოს უკრაინაში 20 მილიონზე ნაკლები ადამიანია დარჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინის მოსახლეობა 2023 წელს 36.7 მილიონს შეადგენს. მიგრაციის კვლევისა და ანალიზის ცენტრის 2023 წლის 15 თებერვლის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 21 929 212 ადამიანმა დატოვა უკრაინა, ხოლო 13 060 039 უკან დაბრუნდა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ოფიციალური მონაცემებით კი ევროპაში 8.2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი გადავიდა, რომელთაგანაც დროებითი თავაშესაფრისთვის მხოლოდ 5.1  მილიონი დარეგისტრირდა. 

მიგრაციის კვლევისა და ანალიზის ცენტრის 2023 წლის 15 თებერვლის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 929 212 ადამიანმა დატოვა უკრაინა, ხოლო 13 060 039 უკან დაბრუნდა. 

რაც შეეხება ევროპაში უკრაინელი მიგრანტების რაოდენობას, ომის დაწყებიდან დაახლოებით 8.2 მილიონ უკრაინელ ლტოლვილს მოუწია ევროპის ქვეყნებში გადასვლა, თუმცა, მათგან მხოლოდ 5.1 მილიონი დარეგისტრირდა დროებითი თავშესაფრისთვის. უკრაინელების უმრავლესობა, 1.6 მილიონი ადამიანი, დროებით მეზობელ პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად.

UNHCR-ის ოფიციალური მონაცემებით, 5.1 მილიონი უკრაინელი მიგრანტიდან უკრაინის დამხარების პროგრამაში (Refugee Response Plan) -ში ჩართულ ქვეყნებში თავშესაფარი 2.7 მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა მოითხოვა,  UNHCR-ის განმარტებით, მონაცემი, რომელშიც დროებით თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობაა აღნიშნული, შესაძლოა მოიცავდეს ერთი და იგივე პირის მრავალრიცხოვან რეგისტრაციას ევროკავშირის ორ ან რამდენიმე ქვეყანაში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ რეალური რიცხვი 2,7 მილიონზე ნაკლები იყოს. ევროპის დანარჩენ ქვეყნებში თავშესაფარი 2.4  მილიონმა უკრაინელმა მოითხოვა. 

Screenshot 4 6 რა ვიცით უკრაინის მოსახლეობის რაოდენობასა და მიგრაციის სტატისტიკაზე?
უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში წყარო: unhcr.org
Screenshot 5 5 რა ვიცით უკრაინის მოსახლეობის რაოდენობასა და მიგრაციის სტატისტიკაზე?
უკრაინელი ლტოლვილები ევროპის მასშტაბით წყარო: unhcr.org

ომის პირველ დღეებში ასობით ათასი უკრაინელი პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში ან მოლდოვაში გადავიდა. უკრაინელები ასევე გადავიდნენ რუსეთსა და ბელარუსში. რუსეთში თითქმის 2.8 მილიონი უკრაინელი ლტოლვილია დაფიქსირებული.

მაკგრეგორის მტკიცება, რომ უკრაინაში 20 მილიონზე ნაკლები უკრაინელი დარჩა, ასევე მცდარია. გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, უკრაინის მოსახლეობა 2023 წელს 36.7 მილიონს შეადგენს.

წყაროს შესახებ

დუგლას მაკგრეგორი აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი და საჯარო მოხელეა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, მაკგრეგორი რეგულარულად ჩნდებოდა Fox News-ზე და Russia Today-ზე. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ „ბრძოლა აღმოსავლეთ უკრაინაში თითქმის დასრულებული იყო.“

ფეისბუქ-ანგარიში Gaia Tiamat ანტივაქსერული და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. ამ ანგარიშზე დეზინფორმაციული გზავნილებიც არაერთხელ გამოქვეყნებულა:

Screenshot 7 4 რა ვიცით უკრაინის მოსახლეობის რაოდენობასა და მიგრაციის სტატისტიკაზე?


სონა ჰოვსეპიან
მითების  დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist