“ადამიანის კანისგან დამზადებული ტანსაცმელი” რეალურად ლატექსისაა და ბალენსიაგასთან კავშირი არ აქვს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.6k
VIEWS

11 დეკემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა სულიერი სამყარო ადამიანის კანის მსგავსი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლისა და აქსესუარების ფოტოები გამოაქვეყნა. პოსტში აღნიშნულია, რომ ეს ნივთები ბალენსიაგამ ადამიანის კანისგან დაამზადა.

adamianis kanisgan damzadebuli tansatsmeli realurad lateqsisaa da balensiagasthan kavshiri ar aqvs "ადამიანის კანისგან დამზადებული ტანსაცმელი" რეალურად ლატექსისაა და ბალენსიაგასთან კავშირი არ აქვს

გავრცელებულ ფოტოებს არც ბალენსიაგასთან აქვთ კავშირი და არც ადამიანის კანთან. რეალურად, ადამიანის კანის ვიზუალის მქონე ტანსაცმლისა და აქსესუარების უმეტესობა ხელოვანს სახელად კაილა არინას ეკუთვნის და ისინი სილიკონისა და ლატექსისგანაა დამზადებული. ერთ-ერთი ფოტო კი სატირული მაღაზია Urban Outraged-ის ვებ-გვერდიდანაა აღებული, რომლებიც ამ კამპანიით ტანსაცმლის მაღაზიების მიერ ცხოველების ტყავისა და ბეწვის გამოყენებას აპროტესტებენ.

ადამიანის კანის ვიზუალის ნივთები, რომელთა ფოტოებსაც ბალენსიაგას ლოგო ადევს, მოდის სახლთან კავშირში არ არის. ეს და მსგავსი ფოტოები ხელოვან კაილა არინას ინსტაგრამზე 2015 წლიდან იძებნება და ორიგინალ ფოტოებს ბალენსიაგას ლოგო არ აქვთ.  

კაილა ფილმებისა და ტელევიზიებისთვის მაკიაჟისა და სპეციალური ეფექტების  მიმართულებით მუშაობს და ეს ნამუშევრებიც მას ეკუთვნის.

adamianis kanisgan damzadebuli tansatsmeli realurad lateqsisaa da balensiagasthan kavshiri ar aqvs 1 "ადამიანის კანისგან დამზადებული ტანსაცმელი" რეალურად ლატექსისაა და ბალენსიაგასთან კავშირი არ აქვს

adamianis kanisgan damzadebuli tansatsmeli realurad lateqsisaa da balensiagasthan kavshiri ar aqvs 2 "ადამიანის კანისგან დამზადებული ტანსაცმელი" რეალურად ლატექსისაა და ბალენსიაგასთან კავშირი არ აქვს

adamianis kanisgan damzadebuli tansatsmeli realurad lateqsisaa da balensiagasthan kavshiri ar aqvs 3 "ადამიანის კანისგან დამზადებული ტანსაცმელი" რეალურად ლატექსისაა და ბალენსიაგასთან კავშირი არ აქვს

კაილას ნამუშევრები მის ვებ-გვერდზე – butterflyfxstudios.com-ზე გასაყიდადაა განთავსებული, მათ შორი ის ქურთუკიც, რომელსაც ბალენსიაგას ნამუშევრად წარმოაჩენენ. ქურთუკის ფოტოს ქვემოთ აღნიშნულია, რომ ის ლატექსისგანაა დამზადებული და სილიკონის საღებავებითაა მოხატული. 

კაილა არინას დამზადებული ქურთუკი და სხვა მსგავსი დიზაინის ნივთები გაერთიანებულია “ედ გეინით შთაგონებულ ქმნილებათა” სიაში. ედ გეინი ამერიკაში, ვისკონსინის შტატში მე-20 საუკუნეში მცხოვრები სერიული მკვლელი იყო. გეინი მისი მსხვერპლების კანისგან სხვადასხვა ნივთს ამზადებდა, გარდა ამისა, ის გვამებს სასაფლაოდანაც იპარავდა.

adamianis kanisgan damzadebuli tansatsmeli realurad lateqsisaa da balensiagasthan kavshiri ar aqvs 4 "ადამიანის კანისგან დამზადებული ტანსაცმელი" რეალურად ლატექსისაა და ბალენსიაგასთან კავშირი არ აქვს

adamianis kanisgan damzadebuli tansatsmeli realurad lateqsisaa da balensiagasthan kavshiri ar aqvs 5 "ადამიანის კანისგან დამზადებული ტანსაცმელი" რეალურად ლატექსისაა და ბალენსიაგასთან კავშირი არ აქვს

adamianis kanisgan damzadebuli tansatsmeli realurad lateqsisaa da balensiagasthan kavshiri ar aqvs 6 "ადამიანის კანისგან დამზადებული ტანსაცმელი" რეალურად ლატექსისაა და ბალენსიაგასთან კავშირი არ აქვს

პოსტში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე ადამიანის კანის ვიზუალის მქონე კაბა, ქურთუკი და ფეხსაცმელია გამოსახული. ეს ნივთები ორგანიზაციას სახელად “ხალხი ცხოველებთან ეთიკური მოპყრობისთვის” (PETA) სატირული მაღაზიიდანაა.

adamianis kanisgan damzadebuli tansatsmeli realurad lateqsisaa da balensiagasthan kavshiri ar aqvs 7 "ადამიანის კანისგან დამზადებული ტანსაცმელი" რეალურად ლატექსისაა და ბალენსიაგასთან კავშირი არ აქვს

მაღაზია სახელად “Urban Outraged” “ადამიანის სხეულის ნაწილებისგან” დამზადებულ ნივთებს “ყიდის”, რომლებიც უბრალოდ ადამიანის კანს არის მიმსგავსებული, რეალურად კი ეს კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანი იმ ტანსაცმლის მაღაზიების გაკრიტიკებაა, რომლებიც წარმოებაში ჯერ კიდევ იყენებენ ცხოველების ტყავსა და ბეწვს.

adamianis kanisgan damzadebuli tansatsmeli realurad lateqsisaa da balensiagasthan kavshiri ar aqvs 8 "ადამიანის კანისგან დამზადებული ტანსაცმელი" რეალურად ლატექსისაა და ბალენსიაგასთან კავშირი არ აქვს

ადამიანის კანისგან შეკერილ ტანსაცმელთან დაკავშირებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ჯერ კიდევ 2016 წელს გადაამოწმა. “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის მტკიცებით, ინგლისში ფუნქციონირებდა კომპანია Human Leather, რომელიც ადამიანის ტყავისგან ტანსაცმელს ამზადებდა. ვრცლად იხილეთ:

ბალენსიაგასა და მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელის დემნა გვასალიასთან დაკავშირებით აქამდე გავრცელებული ვიზუალური მანიპულაციებისა და კონსპირაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

აღსანიშნავია, რომ ესპანური მოდის სახლი “ბალენსიაგა” კრიტიკის სამიზნე იმის შემდეგ გახდა, რაც მათი 2022 წლის ნოებრის ფოტოსესიის კადრები გამოქვეყნდა. ფოტოსესიაში ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას და მათ ბალენსიაგას 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან სათამაშო დათვის ფორმის ხელჩანთები ეჭირათ. ფოტოებზე დათვებს თვალები ჩაშავებული აქვთ და ტყავის აქსესუარებით არიან შემოსილი. კადრებში ასევე ჩანდა სასამართლოს გადაწყვეტილებების დოკუმენტები ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით. ბრენდმა აღნიშნულ ფაქტზე ბოდიში მოიხადა, მათ აღნიშნეს, რომ ბავშვებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობას გმობენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist