დემნა გვასალიას დისკრედიტაციის მიზნით ჟურნალ Еlle-ს გაყალბებული გარეკანი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

183
VIEWS

2 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში გვასალიას წინააღმდეგ მიმართული პოსტები გახშირდა. 26 ოქტომბერს ფიესბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ჟურნალ Еlle-ს გარეკანის ფოტო, რომელზეც, პოსტის ავტორის მტკიცებით, ორსული დემნა გვასალიაა გამოსახული.

დემნა გვასალიას დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელში ჟურნალ Еlle-ს გარეკანის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება. ჟურნალის ორიგინალ გარეკანზე რეალურად ჯესიკა სიმპსონია გამოსახული. ჰომოფობიის ნიადაგზე გვასალიას დისკრედიტაციის კამპანია დიზაინერის თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელებასთან არის დაკავშირებული.

ჟურნალ Еlle-ს 2012 წლის აპრილის ნომერის გარეკანზე ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯესიკა სიმპსონია გამოსახული. ხოლო ფოტოს პროგრამულად დამუშავებულ ვერსიაში სიმპსონის ნაცვლად დემნა გვასალიას სახეა ჩასმული.

Elle-ს 2012 წლის აპრილის ნომრის ერთ-ერთი გარეკანი. წყარო: Тhe Cut

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელში ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიმართული პოსტები ვრცელდება. გვასალიას თბილისის ერთ-ერთ საპატიო მოქალაქედ დასახელებას ჰომოფობიურ ნიადაგზე საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ოქტომბერში ფეისბუქ-მომხმარებლები, რომელთა შორის ანტივაქსერები, ანტილიბერალები და სასულიერო პირებიც იყვნენ, გვასალიას მიმართ ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ პოსტებს აქვეყნებდნენ. მაგალითად, ჰომოფობიური და ანტიდასავლური მოძრაობა “ქართული იდეის და მასთან დაკავშირებული (zneoba.ge), ასევე რელიგიური (“დიდ ხარ შენ უფალო”) და “კონსერვატიული მოძრაობის” გვერდები ავრცელებდნენ დეკანოზი ბასილი იაშაღაშვილის განცხადებას, რომელშიც ის გვასალიას “განცხადებულ მამათმავალს” უწოდებს და მისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭების გამო საქართველოს მთავრობის წევრების ქრისტიანებად წოდებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ასევე რამდენიმე ანტივაქსერმა და პრორუსმა ფეისბუქ-ანგარიშმა (1, 2)  დემნა გვასალიას წითლად გადახაზული ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც გაკეთებულია წარწერა – “დემნა NOT MY საპატიო მოქალაქე!”.

გარდა ამისა დემნა გვასალიას საპატიო მოქალაქედ დასახლებიდან მალევე, 4 ოქტომბერს, ფეისბუქზე პარიზის მოდის კვირეულზე ბალენსიაგას ჩვენებასთან დაკავშირებით კონსპირაცია გავრცელდა. სოციალური ქსელის მომხმარებელმა ჩვენება გრაფენის ოქსიდს დაუკავშირა.

ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელზე წარსულში გავრცელებული კიდევ ერთი დეზინფორმაცის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist