მანიპულაციას, თითქოს კრამერი NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დათმობას ითხოვს, სახელისუფლებო ექსპერტი და მედიები ავრცელებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

210
VIEWS

22 ნოემბერს სახელისუფლებო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორის – დევიდ კრამერის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა. ნიკოლეიშვილმა კელი დეგნანი იმ კომენტარის გამო გააკრიტიკა, სადაც აშშ-ს ელჩმა თქვა, რომ კრამერი საქართველოს კარგად იცნობს, მისი ბედი აწუხებს და მასზე ზრუნავს. ამ კონტექსტში ფეისბუქის კომენტარში ნიკოლაიშვილმა იკითხა, თუ რამდენად შეიძლება სიყვარულის გამოხატულებად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ კრამერი საქართველოს NATO-ს წევრობას აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმას სანაცვლოდ სთავაზობს.

nikoleishvili მანიპულაციას, თითქოს კრამერი NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დათმობას ითხოვს, სახელისუფლებო ექსპერტი და მედიები ავრცელებენ

ნიკოლეიშვილის პოსტი სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის შემდეგმა მედიებმა კოორდინირებულად გამოაქვეყნეს: POSTV, imedinews.ge, lideri.ge, xnews.ge, for.ge, kvira.ge, reportiori.ge, info 9, nsp.ge, newspress.ge.  აღსანიშნავია, რომ ნიკოლეიშვილის პოსტი აღნიშნულმა მედიებმა იდენტური სათაურებით გამოაქვეყნეს, სადაც ყურადღება NATO-ში შესვლის შემთხვევაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს დათმობაზე მახვილდებოდა:  “ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს: ვის უყვარს საქართველო, დევიდ კრამერს? იმ კრამერს ხომ არა, რომელიც საქართველოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარის თქმას სთავაზობს ნატოს წევრობის საპირწონედ?”.

ლევან ნიკოლეიშვილის მტკიცება, თითქოს კრამერი საქართველოს NATO-ს წევრობას აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დათმობის სანაცვლოდ ჰპირდება, მანიპულაციურია. ნატოს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით მანიპულაციურ შეფასებებს კრემლისტური აქტორები ლუკ კოფის ინიციატივას წლებია უკავშირებენ. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს NATO-ში დაჩქარებული წესით ინტეგრირებას და NATO-ს წესდების მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ გავრცელებას გულისხმობს. კოფის ინიციატივა ანდერს ფოგ რასმუსენმა 2019 წელს EPRC-ის კონფერენციაზე გაახმოვანა და სწორედ ამ ინიციატივაზე დევიდ კრამერის კომენტარს უკავშირდება ლევან ნიკოლეიშვილის მანიპულაციური განცხადება.

2019 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე კომენტარი დევიდ კრამერმა NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას დაკავშირებით გააკეთა. ეს ინიციატივა პირველად Heritage Foundation-ის მიმომხილველის, ლუკ კოფის 2018 წლის ანგარიშში ეწერა. აღნიშნული ინიციატივის თანახმად, საქართველოს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შემთხვევაში, NATO-ს ქარტიის მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მას შემდეგ უნდა გავრცელებულიყო, რაც საქართველო ამ ტერიტორიებზე კონტროლს აღიდგენდა.

2019 წელს რასმუსენმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) კონფერენციაზე ამ ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რა დროსაც აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია დაიწყოს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, მისაღებია თუ არა ალიანსში საქართველოს გაწევრიანება იმ პირობით, რომ მე-5 მუხლმა დაფაროს მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. რასმუსენმა მაგალითად გერმანიის პრეცედენტი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მართალია, გერმანია ორ ნაწილად იყო გაყოფილი, თუმცა 1955 წელს NATO-ში მაინც გაწევრიანდა, 1991 წლამდე NATO-ს წესები მხოლოდ დასავლეთ გერმანიაზე ვრცელდებოდა, გაერთიანების შემდეგ კი ეს წესები აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა.

დევიდ კრამერმა კი რასმუსენის განცხადება გამარტა და აღნიშნა, რომ ის გულისხმობდა, თუ როგორ უნდა გაიხსნას NATO-ს კარი საქართველოსთვის, რუსეთისთვის საქართველოს მისწრაფებებზე ვეტოს დადების ფაქტორის მიცემის გარეშე. კრამერის თქმით, ეს არ ნიშნავს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობას. 

რაც შეეხება NATO-ს ქარტიის მეხუთე მუხლს, ის კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას ეხება, რაც გულისხმობს, რომ თავდასხმა NATO-ს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას.

აღსანიშნავია, რომ კრამერმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი არაერთხელ დაუჭირა. ბოლოს, 2022 წლის სექტემბერში ის სოფელ ოძისში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩავიდა და განაცხადა, რომ დელეგაციის ეს ვიზიტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა და საქართველო მხარდაჭერა სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა ერთ დღეს საქართველო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კვლავ გაერთიანდეს.

მანიპულაციას, თითქოს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმა მოუწევს, კრემლისტური მედიები და აქტორები უკვე წლებია ავრცელებენ: პოლიტიკური პარტიებიდან “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე,  “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური, ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” წევრი გოგი თოფაძე; მედიებიდან კრემლისტური მედია “საქინფორმის” ჟურნალისტი არნო ხიდირბეგიშვილი, Tvalsazrisi.ge და სხვები. 

 ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალებში:

დევიდ კრამერის წინააღმდეგ მმართველი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების განცხადებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კრამერმა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე განცხადება გააკეთა. კრამერის თქმით, სანქციების გარეშე, ქვეყანა აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის და მართალია, ივანიშვილს მთავრობასა და პარტიაში ოფიციალური როლი არ აკისრია, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც რეალურად აკონტროლებს ამ პროცესებს, სწორედ ამიტომ კონკრეტული სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და იმ ადამიანებს უნდა შეეხოთ, რომლებიც მის ბრძანებებს ასრულებენ.


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist