მანიპულაციები, თითქოს დასავლეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე სთავაზობს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

covv
583
VIEWS

ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის საგაერო პოლიტიკის ცენტრის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებულ კვლევასნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ის და ევროპის ინტერესებში“ კრემლისტური მედია, პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ორკესტრირებულად მანიპულაციური ნარატივების გავრცელებით გამოეხმაურნენ. მკვიდრდებოდა მოსაზრება, თითქოს კვლევა გამოხატავს დასავლეთის მიზანს, ნატოში ინტეგრაციის სანაცვლოდ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დაათმობინოს.

მანიპულაციები გავრცელდა მედიასაშუალებების საქინფორმი, საქართველო და მსოფლიო მიერ, ასევე TV ობიექტივის ეთერში. Sputnik-Georgia -მ კი მასალა შეცდომაში შემყვანი სათაურით  “ნატოში გაწევრიანება ტერიტორიების ფასად? საქართველოში Heritage-ის ანგარიში შეაფასეს” გამოაქვეყნა.  9 თებერვალს, სოციალურ ქსელში ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ის საელჩომ საქართველოს ხელისუფლებას ნატოში გაწევრიანება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ოფიციალურად შესთავაზა. ბაღათურიას ფეისბუქ სტატუსი საინფორმაციო სააგენტოებმა The Georgian Times  და Geomediapress.ge -ც. გაავრცელეს.

Heritage Foundation-ის კვლევაში არსად არაა აღნიშნული, რომ საქართველო ნატოში ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა გაწევრიანდეს. კვლევის ავტორის ლუკ კოფის განმარტებით, მისი რეკომენდაცია გულისხმობს ნატოს წესდების მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე, მანამდე სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, Heritage Foundation დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციაა და არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას.

რეალური ფაქტები

ფაქტი #1. Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნატოში  გაწევრიანება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს.

კვლევის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებს შეეხება, აღნიშნულია, რომ საქართველო შესაძლებელია მიწვეულ იქნეს ნატოში 1949 წლის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მ-6 მუხლის შესწორებით, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე. იქვე ხაზგასმულია, რომ ეს იქნება დროებითი ზომა იქამდე, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დიპლომატიური და მშვიდობიანი საშუალებებით. კვლევის ავტორის, ლუკ კოფის განმარტებით,  ამგვარი მიდგომა შეესაბამება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის მხრივ საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

ამასთან, კვლევაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობას ესმება ხაზი და აღნიშნულია, რომ არცერთ გარე აქტორს, ამ შემთხვევაში რუსეთს, არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საქართველოს  დაუწესოს ვეტო ისეთ ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე ან მჭიდრო ურთიერთობებზე, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო.

8 თებერვალს, ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკ კოფიმ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არცერთ შემთხვევაში არ დგება ეჭვის ქვეშ. მისი წინადადება გულისხმობს მთელი საქართველოს მიღებას ნატოში, რასაც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. ნატოში ცხინვალიც შევა და აფხაზეთიც. მეხუთე მუხლის გარანტიები მხოლოდ იმ ტერიტორიებს შეეხება, რომლებიც რუსეთის მიერ არაა ოკუპირებული, რაც არ ნიშნავს იმას რომ ვინმე ივიწყებს ამ ტერიტორიებს.

ფაქტი#2. Heritage Foundation-დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციაა. მისი პუბლიკაცია არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნის, მათ შორის ამერიკის ხელისუფლების  ოფიციალურ პოზიციას.

Heritage Foundation ამერიკული დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას. აღნიშნულის შესახებ თავად კვლევის ავტორმა, ლუკ კოფიმ 7 თებერვალს თბილისში გამართულ საჯარო დისკუსიაზეც განაცხადა.

პუბლიკაცია  „ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ის და ევროპულ ინტერესებში“ საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, რუსეთის უწყვეტ აგრესიასა და ბორდერიზაციას მიმოიხილავს.  ავტორი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ეროვნული ინტერესია  საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, დახმარება სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების მხრივ და ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობა.

პროპაგანდის მეთოდები
ციტატის, წყაროს  და კონტექსტის შეცვლაფაქტების, განცხადებების და წყაროების არასწორად ინტერპრეტირება აუდიტორიაში ეჭვების დათესვის და მცდარი წარმოდგენების შექმნის მიზნით.
შეცდომაში შემყვანი სათაური სტატიაში მოყვანილი ფაქტები და განცხადებები ზუსტია, თუმცა სათაურს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

კრემლისტური წყაროების მიერ, Heritage Foundation-ის კვლევის მანიპულაციური ინტერპრეტაცია და შემდგომ მისი აშშ-ის ან ნატოს პოზიციად წარმოჩენა მიზნად ისახავდა საზოგადოებაში უსაფუძვლო ეჭვების გაღვივებას და რუსული პროპაგანდის გზავნილის გავრცელებას, თითქოს დასავლეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას აიძულებს.

რუსული მედია

9 თებერვალს, სპუტნიკ-საქართველომ გამოაქვეყნა მასალა Heritage Foundation-ის ანგარიშთან დაკავშირებით გამართული დისკუსიის შესახებ შეცდომაში შემყვანი სათაურით “ნატოში გაწევრიანება ტერიტორიების ფასად? საქართველოში Heritage-ის ანგარიში შეაფასეს”.

"

5 თებერვალს Eurasua Daily-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით “გზა ნატოსკენ: აშშ-ის და საქართველოს გზები გაიყო”, სტატიის ავტორი ირაკლი ჩხეიძე Heritage Foundation-ის კვლევის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს და აღნიშნავს, რომ თუ ნატოში გაწევრიანების იდეისთვის საქართველოს ოფიციალურად, თუნდაც დროებით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დათმობა მოუწევს, აუცილებელია იმის გახსენება, რომ დროებითი მალე შეიძლება უვადოდ გადაიქცეს, რისთვისაც აშშ-ს უნდა ვუმადლოდეთ.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist