“აგენტურა” ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ევროპარლამენტი
2
VIEWS

25 აპრილს ანონიმურმა ფეისბუკ გვერდმა “აგენტურა” ევროპარლამენტის რეზოლუციაში  ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს მიერ შეტანილი ცვლილებების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ქარდზე, რომელიც პოსტს ერთვის, შემდეგი მოთხოვნებია ჩამოთვლილი: გათავისუფლდეს სააკაშვილი, დასანქცირდეს ივანიშვილი, შეჩერდეს გამჭვირვალობის კანონი, ბაჩო ახალაია დაინიშნოს სახალხო დამცველად, ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს გენერალურ პროკურორად, მეგის ქარდავა დაინიშნოს კინოცენტრის დირექტორად.

იდენტური პოსტი ამავე დღეს გავრცელდა ფეისბუკ ჯგუფში საქართველო 🇬🇪 უპირველეს ყოვლისა🇬🇪.

agentura1 “აგენტურა” ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

25 აპრილს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციის ტექსტის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. არც რეზოლუციის ტექსტში და არც შესწორებებში ბაჩო ახალაიას, ზურაბ ადეიშვილისა და მეგის ქარდავას თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ არაფერია ნახსენები.

2024 წლის 25 აპრილს, ევროპარლამენტმა საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით ხუთი საპარლამენტო ჯგუფის მიერ წარდგენილი რეზოლუცია  425 ხმით მიიღო. ევროპარლამენტის მიღებული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას; ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე, აზარალებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის  მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები იმ დრომდე არ უნდა გაიხსნას, სანამ “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი” ძალაში იქნება. 

25 აპრილს ევროპარლამენტში რეზოლუციასთან ერთად განიხილეს ორი შესწორებაც, რომელიც რეზოლუციის დოკუმენტთან ერთად არის გამოქვეყნებული (1, 2). პირველი შესწორებების ავტორი პოლიტიკური ჯგუფი “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების” წარმომადგენელი ანა ფოტიგაა, მეორე შეწორების ავტორი კი პოლიტიკური ჯგუფი “განაახლეს” წარმომადგენელი  ურმაი პაეტი.

პირველი შესწორება: პოლიტიკური ჯგუფი “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები”

პოლიტიკური ჯგუფი “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების” შესწორება მოიცავს ორ პუნქტს. ამ ნაწილში რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკაში 2023 წლის დეკემბერში დაბრუნდა, და რომელიც “ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ, მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ”; შესწორების ეს ნაწილი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დაუშვას მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.

მეორე შესწორება: პოლიტიკური ჯგუფი “განაახლე”

პოლიტიკური ჯგუფის “განაახლე” შესწორება მოიცავს 3 პუნქტს. ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოში დაგეგმილი კანონის გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, რაც “ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია”. ასევე, შესწორების ეს ნაწილი მოუწოდებს ქართული ოცნების უმრავლესობას, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიცირებული პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება ლგბტქი უფლებებს და თავდასხმაა როგორც ლგბტქი თემაზე, ისე სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე”. გარდა ამისა, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო შეშფოთება იყო გამოხატული,  ევროპარლამენტარების დისკრედიტაციის კამპანიაში ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ანონიმური გვერდები, სამთავრობო ექსპერტებთან ერთად იყვნენ ჩართული. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები გააკრიტიკეს პროსახელისუფლებო ექსპერტებმა 2023 წელსაც, როცა ისინი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურნენ.

“აგენტურას” შესახებ:

ფეისბუქ გვერდი აგენტურა 2023 წლის 17 თებერვალს Georgian archive-ის სახელით შეიქმნა და მას შემდეგ სახელი რამდენჯერმე შეიცვალა.

agentura2 “აგენტურა” ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

გვერდი ქართველი ოპოზიციონერებისა და ჟურნალისტების, ასევე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის მადისკრედიტირებელ პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. პოსტების დიდი ნაწილი ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსისაა.

agentura3 “აგენტურა” ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

2023 წლის სექტემბერში გვერდი ჩართული იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში. 2023 წლის ივლისის ბოლოს გვერდი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაშიც მონაწილეობდა. 24 ივლისს გვერდზე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მარგველაშვილმა სააკაშვილის ქებისთვის 11 500 დოლარი მიიღო.

agentura4 “აგენტურა” ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist