მიულოცა თუ არა ენტონი ბლინკენმა სომხეთს მთიანი ყარაბაღის დათმობა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

100
VIEWS

21 სექტემბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ქართველი ქართველი” გამოაქვეყნა ფეისბუქ-სტატუსი, რომლის თანახმადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სომხეთს მთიანი ყარაბაღის დათმობა მიულოცა.

Screenshot 2023 09 25 115901 მიულოცა თუ არა ენტონი ბლინკენმა სომხეთს მთიანი ყარაბაღის დათმობა?

ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სომხეთს ყარაბაღის დათმობა მიულოცა, სიმართლეს არ შეესაბამება. ენტონი ბლინკენის მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ დაწყებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ ბლინკენმა რამდენიმე ოფიციალური განცხადება გააკეთა, არც ერთი მათგანი სომხეთს მთიანი ყარაბაღის დათმობას არ ულოცავს.

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამხედრო ოპერაცია 2023 წლის 19 სექტემბერს დაიწყო. ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

ბლინკენი: “ამერიკის შეერთებული შტატები მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებით ღრმად შეშფოთებულია და მოუწოდებს აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს მოქმედება. ეს ქმედება კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას მთიან ყარაბაღში და ძირს უთხრის მშვიდობის შესაძლებლობას. როგორც აზერბაიჯანს აქამდე ცალსახად განვუმარტეთ, დავის გადასაწყვეტად ძალის გამოყენება მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი და ღირსეული სამშვიდობო პირობების შექმნის ძალისხმევას. მოვუწოდებთ [აზერბაიჯანს] სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წარმომადგენლებს ღირსეული დიალოგის დაწყებისკენ.”

იგივე შინაარსის მოკლე განცხადება X-ზეც (Тwitter-ზე) გამოქვეყნდა. 19 სექტემბერს როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე (1,2), ასევე ენტონი ბლინკენის ოფიციალურ გვერდზე X-ზე (1,2) იდევ ორი ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. განცხადებები სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ბლინკენის სატელეფონო საუბრებს ეხებოდა. ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ფაშინიანთან საუბრისას ბლინკენმა აშშ-ის მხრიდან სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა. 

აზერბაიჯანის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების მეორე დღეს, 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სეპარატისტული ძალები დანებდნენ და რეგიონზე ბაქოს კონტროლის დამყარებას დათანხმდნენ. უშუალოდ ამ ფაქტზე ენტონი ბლინკენს განცხადება არ გაუკეთებია. 21 სექტემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მილოცვა გამოქვეყნდა. მილოცვის ტექსტში კიდევ ერთხელ აღნიშნულია აშშ-ს მხრიდან სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მილოცვაში მთიანი ყარაბაღი ნახსენები არ არის. მომდევნო დღეებში მთიანი ყარაბაღის საკითხი ერთ-ერთი იყო გაეროს გენერალური ასამბლეაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან განხილულ საკითხებს შორის. 23 სექტემბერს ბლინკენსა და ფაშინიანს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აშშ მოუწოდებს აზერბაიჯანს დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაკისრებული ვალდებულებები.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შესახებ ესაუბრა და აშშ-ს მხრიდან სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა. [სახელმწიფო] მდივანმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება მთიან ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს აზერბაიჯანს დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, პატივი სცეს მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთა უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და უზრუნველყოს, მისი [სამხედრო] ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართლის დაცვა.

ენტონი ბლინკენის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის არც ერთ ოფიციალურ განცხადებაში სომხეთისთვის მთიანი ყარაბაღის დათმობის მილოცვა არ ფიგურირებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist