როგორ იქცა “მტრედი” და “Ufalia Chemi cxovreba” გიორგი გახარიად

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

16
VIEWS

18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ სოციალურ ქსელში  ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი რამდენიმე ფეისბუკ ანგარიში (გახარიას პარტიის მხარდამჭერები, გახარია დაბრუნდეს),  საჯარო ჯგუფები და გვერდები გაჩნდა.  “მითების დეტექტორმა” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერად სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზნით შექმნილი 14 ფეისბუკ გვერდი გამოავლინა, რომლებიც პირობითდ ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

  1. 2021 წლის 18 თებერვლამდე შექმნილი გვერდები, რომლებმაც სახელი გახარიას გადადგომის შემდეგ შეიცვალეს და ყოვილი პრემიერის მხარდამჭერები გახდნენ;
  2. გვერდები, რომლებიც გახარიას გადადგომის შემდეგ, 18 თებერვლიდან შეიქმნა:

1. სახელშეცვლილი გვერდები

ჯგუფის სახელი

შექმნის თარიღი

სახელის ცვლილებების ისტორია

გიორგი გახარია;

2021 წლის 12 იანვარი

გვერდმა სახელი რამდენჯერმე შეიცვალა: თავდაპირველად ერქვა “მტრედი”, შემდეგ “შვიდი” ბოლოს კი “გიორგი გახარია” გახდა

Gakharia & Media;

2011 წლის 9 ოქტომბერი

2011 წლის 9 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად შექმნილმა გვერდმა 23 მარტს სახელი შეიცვალა და Gakharia & Media გახდა

გახარია  – პოლიტიკა
;

2020 წლის 9 აპრილი

2020 წლის აპრილში შექმნილი გვერდი სახელად “Ufalia Chemi cxovreba” ჯერ “საქართველოს დედა ეკლესია”, 24 მარტს კი “გახარია – პოლიტიკა” გახდა

გახარია – მესამე ძალა;

2018 წლის 15 ივნისი

2018 წლის ივნისში შექმნილი გვერდი “მათემატიკა” სახელის რამდენჯერმე ცვლილების შემდეგ “გახარია – მესამე ძალა” გახდა

გახარია მესამე ძალა;

2021 წლის 26 აპრილი

2021 წლის 26 აპილს შექმნილი გვერდი “გოდერძი ჩოხელი” ამავე დღეს “გახარია მესამე ძალა” გახდა. წინა გვერდისგან განსხვავებით აქ დეფისი არ ფიგურირებს

 

მნიუსი;

2010 წლის 21 აგვისტო

2010 წელს შექმნილი გვერდი “Martvilis qogale” 21 აგვისტოს ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი “მნიუსი” გახდა, რაც საინფორმაციო გვერდის შთაბეჭდილებას ტოვებს


აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 21 აგვისტოს შექმნილი ფეისბუკ გვერდი Martvils qogale, რომელმაც სახელი რამდენჯერმე, ბოლოს 2020 წლის 21 აგვისტოს შეიცვალა და მნიუსი გახდა, ბოლო პერიოდში გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტებს ავრცელებს.
;

2. 18 თებერვლის შემდეგ შექმნილი გვერდები

გვერდის სახელი

შექმნის თარიღი

გახარიას მხარდამჭერები
;

2021 წლის 18 თებერვალი

გახარიას პარტიის მხარდამჭერები
;

2021 წლის 2 აპრილი

გიორგი გახარია&ახალი პოლიტიკური ძალა
;

2021 წლის 23 მარტი

გახარია გიორგი
;

2021 წლის 23 მარტი

გიორგი გახარია
;

2021 წლის 15 აპრილი

გახარია ოპოზიციაში
;

2021 წლის 20 თებერვალი

გახარია & მედია
;

2021 წლის 29 მარტი

გახარია news
;

2021 წლის 25 მარტი

 

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist