რას ამტკიცებს დავით ქართველიშვილი და რა წერია Newsweek-ში CIA-ს როლზე რუსეთ-უკრაინის ომში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

182
VIEWS

13 ივლისს მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემაში “სტუდია 8” გამოცემა Newsweek-ის ერთ-ერთი სტატიის შესახებ ისაუბრა. ქართველიშვილის მტკიცებით, გამოცემამ საკმაოდ სკანდალური მასალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის ნოემბერში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა რუს კოლეგასთან სერგეი ნარიშკინთან შეხვედრა გამართა, სადაც დეტალურად განიხილეს თუ რომელ რიცხვში უნდა შესულიყო რუსეთი უკრაინაში, რა წითელი ხაზები არ უნდა გადაეკვეთათ მხარეებს და რა საგზაო რუკით უნდა ემოქმედათ, რათა ორივე ქვეყნის – რუსეთისა და აშშ-ის ინტერესები გათვალისწინებული ყოფილიყო. ქართველიშვილის მიხედვით, აღნიშნული სტატია რუსეთთან დაკავშირებულ ნარატივებს თავდაყირა აყენებს, რადგან მასში წერია, რომ ამერიკის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებაა, რათ არ მოხდეს პირდაპირი შეტაკება ნატოსა და რუსეთს შორის. “ხალხის ძალის” წევრი ასევე აღნიშნავს, რომ სტატიის ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის ოფისში დაბრუნდება, ის ამ საიდუმლო შეთანხმების დეტალებს სააშკარაოზე გამოიტანს. გადაცემის ნაწყვეტი ფეისბუქზე “ხალხის ძალის” გვერდმა გაავრცელა

ras amtkitsebs davith qarthvelishvili da ra tseria Newsweek shi CIA s rolze ruseth ukrainis omshi1 რას ამტკიცებს დავით ქართველიშვილი და რა წერია Newsweek-ში CIA-ს როლზე რუსეთ-უკრაინის ომში?

 

ინფორმაცია Newsweek-ის სტატიის შესახებ მანიპულაციურად ვრცელდება, ხოლო ქართველიშვილის ზოგიერთი მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. სტატიის მიხედვით, ბერნსის მოსკოვში ჩასვლის მიზეზი რუსეთის ხელმძღვანელობის დარწმუნება იყო, არ შეჭრილიყო უკრაინაში და მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზანი ვერ შესრულდა, ვიზიტი მაინც ნაყოფიერი იყო, რადგან ორმა მხარემ ერთმანეთის წითელი ხაზების შესახებ მიიღო ინფორმაცია. სტატიაში არაა ნათქვამი, რომ მხარეები შეხვედრისას უკრაინაში შეჭრის შესაძლო თარიღს განიხილავდნენ. ასევე, მცდარია მტკიცება, თითქოს სტატიის ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემთხვევაში საიდუმლო შეთანხმების დეტალებს საჯაროს გახდის. 

სტატია, რომელზეც დავით ქართველიშვილი საუბრობს, 5 ივლისს გამოქვეყნდა და ის რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) როლს ეხება. 

სტატიის მიხედვით, ომის დაწყებამდე CIA რუსეთის მობილიზებას აკვირდებოდა და 2021 წლის ნოემბერში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე სამი თვით ადრე, ჯო ბაიდენმა CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი მოსკოვში გაგზავნა

დავით ქართველიშვილის მიხედვით, ბერნსი ნარიშკინს შეხვდა და მათ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დეტალები, მათ შორის შეჭრის თარიღი და ის წითელი ხაზები განიხილეს, რომლებიც მხარეებს არ უნდა გადაეკვეთათ. ქართველიშვილის ეს მტკიცება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ორი მხარე კონფლიქტს ერთად გეგმავდა, ან, როგორც მინიმუმ, აშშ-მა იცოდა დეტალები, თუ როდის და როგორ მოხდებოდა უკრაინაში შეჭრა. 

Newsweek-ის სტატიაში ბერნსის მოსკოვში ვიზიტის აღწერისას ნარიშკინი საერთოდ არაა ნახსენები და ნათქვამია, რომ ბერნსი ტელეფონით ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, რომელიც ამ დროს სოჭში იმყოფებოდა. ბერნსის ვიზიტის მიზანი, სტატიის მიხედვით, რუსეთის გაფრთხილება იყო იმის შესახებ, თუ რა მოჰყვებოდა ნებისმიერ შეტევას. ასევე, სტატიაში არ გვხვდება ინფორმაცია, რომ ბერნსის ვიზიტისას უკრაინაში შეჭრის შესაძლო თარიღი განიხილეს. 

სტატიაში ყოფილი და მოქმედი დაზვერვის თანამშრომლების მოსაზრებებიცაა მოცემული. ერთ-ერთის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში მაინც შეიჭრა, შეხვედრა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მხარეებმა შეძლეს “გზის გამოცდილი და ჭეშმარიტი წესების მიღება” (“were able to accept tried and true rules of the road”). შეერთებული შტატებისთვის ეს კონფლიქტში პირდაპირი ჩართვისგან თავშეკავებას გულისხმობდა, ხოლო რუსეთისთვის – შეტევის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე გავრცელებასა და საიდუმლო ოპერაციების დაუსახელებელი, მაგრამ კარგად გასაგები პრინციპების მიყოლას

ეს პრინციპები სტატიაში რამდენიმეჯერაა ნახსენები. დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიხედვით, არსებობს ფარული ომი და ფარული წესები,  ვაშინგტონსა და მოსკოვს ამ ფარული წესების შემუშავების ათწლეულების გამოცდილება აქვთ და ეს პროცესი CIA-ს ჩართულობასაც მოიაზრებს, რომელიც ჯაშუშის, მომლაპარაკებლის, ინფორმაციის წყაროსა და სხვა როლებს ითავსებს და რაც ყველაზე მნიშნვნელოვანია, ცდილობს კონფლიქტი არსებულ ჩარჩოებს არ გასცდეს და უკონტროლო არ გახდეს.  სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს საიდუმლო შრე უკრაინის კონფლიქტსაც აქვს და დაზვერვის მაღალჩინოსანიც ბერნსის მოსკოვში ვიზიტი წარმატებულად სწორედ იმიტომ მიიჩნევს, რომ მხარეებისთვის ეს წესები გასაგები გახდა და ისინი ჯერჯერობით მათ იცავენ. 

შესაბამისად, დავით ქართველიშვილის მტკიცება, რომ Newsweek-ის სტატის მიხედვით, უილიამ ბერნსი მოსკოვში უკრაინაში შეჭრის დეტალების განსახილველად ჩავიდა, მანიპულაციურია. 

დამატებით, მცდარია ის მტკიცება, რომ სტატიის ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში საიდუმლო შეთანხმების დეტალებს საჯაროს გახდის. სტატიის ავტორის მიხედვით, ტრამპს პრეზიდენტობისას დაზვერვის უფროსებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და უკრაინის კონფლიქტში მნიშვნელოვანი როლის ფლობამ CIA-ში არსებულ განწყობებზე დადებითად იმოქმედა

ბერნსის მოსკოვში ვიზიტი 2021 წლის ნოემბერშივე გაშუქდა და მაშინაც ცნობილი გამოცემები ვიზიტის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზებას ასახელებდნენ, ხოლო ბერნსის მიზნად – რუსი მაღალჩინოსნების დარწმუნებას არ დაეწყოთ სამხედრო მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist