გატეხეს თუ არა რუსმა ჰაკერებმა Anonymous-ის ოფიციალური ვებ-გვერდი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

521
VIEWS

2 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ჰაკერების ჯგუფმა Killnet ჰაკერული ჯგუფის Anonymous-ის სერვერები გათიშა და მომხმარებლები მათ ოფიციალურ საიტზე, anonymoushackers.net ვეღარ შედიან. ვარდოსანიძე წყაროდ ბრიტანული გამოცემა Metros მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობა, სადაც იდენტური შინაარსის ინფორმაციაა მოცემული.

Screenshot 1 2 გატეხეს თუ არა რუსმა ჰაკერებმა Anonymous-ის ოფიციალური ვებ-გვერდი?Screenshot 2 2 გატეხეს თუ არა რუსმა ჰაკერებმა Anonymous-ის ოფიციალური ვებ-გვერდი?

მტკიცება, რომ რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა Anonymous-ის ვებ-გვერდი დაჰაკა, სიმართლეს არ შეესაბამება, რამდენადაც Anonymous-ს ოფიციალური ვებ-გვერდი არ გააჩნია.

ჰაკერული ჯგუფი Anonymous, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 25 თებერვალს, რუსეთს კიბერ-ომი გამოუცხადა, ჰაკერების დეცენტრალიზებული ქსელია, რომელმაც ე.წ. ჰაკტივიზმი 2008 წელს საიენტოლოგიურ ეკლესიაზე კიბერ-თავდასხმით დაიწყო.

ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-ს ოფიციალური ვებ-გვერდი არ აქვს. არსებობს მათი ვერიფიცირებული არხი YouTube-ზე – Anonymous Official და ვერიფიცირებული ანგარიში ფეისბუქზე Anonymous. ასევე არსებობს რამდენიმე ანგარიში Twitter-ზე, რომლებსაც მსგავს ანგარიშებს შორის ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ და მათ ხშირად ციტირებენ მედიები. ეს ანგარიშებია @YourAnonNews და @YourAnonOne. ამ ანგარიშებს რუსული ჰაკერული ჯგუფის მხრიდან თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

Screenshot 3 4 გატეხეს თუ არა რუსმა ჰაკერებმა Anonymous-ის ოფიციალური ვებ-გვერდი?

რაც შეეხება ვებ-გვერდს anonymoushackers.net, რომელიც ბექა ვარდოსანიძის პოსტში არის ნახსენები, ის შეფერხებით ნამდვილად მუშაობს. საიტი 2016 წელს შეიქმნა და მისი დაკავშირება Anonymous-თან რთულია, რამდენადაც მას სხვა ვერიფიცირებული ანგარიშები  არ უკავშირდება. ამ ვებ-გვერდზე მითითებული Twitter-ის და Facebook-ის ანგარიშები Anonymous-ის ვერიფიცირებული და მასთან დაკავშირებული ანგარიშებისაგან განსხვავდება. ვებ-გვერდზე მითითებული YouTube-ის არხი ვერიფიცირებული არ არის, ხოლო Twitter-ის მითითებულ ანგარიშს მხოლოდ 1 451 გამომწერი ჰყავს, როდესაც, მაგალითისათვის @YourAnonNews-ს 7.7 მილიონი გამომწერი ჰყავს.

Screenshot 4 4 გატეხეს თუ არა რუსმა ჰაკერებმა Anonymous-ის ოფიციალური ვებ-გვერდი?Screenshot 5 3 გატეხეს თუ არა რუსმა ჰაკერებმა Anonymous-ის ოფიციალური ვებ-გვერდი?

რაც შეეხება რუსი ჰაკერები ჯგუფ Killnet-ს, მასზე ღია წყაროებში მწირი ინფორმაციაა. არსებობს რამდენიმე ტელეგრამ არხი, რომელთა სახელმწოდებაში Killnet ფიგურირებს: KILLNET BOTNET DDOS, KiLLNeT, KillNet, KillNet Hack.

Screenshot 6 2 გატეხეს თუ არა რუსმა ჰაკერებმა Anonymous-ის ოფიციალური ვებ-გვერდი?

მათგან ყველაზე ძველი KILLNET BOTNET DDOS 2022 წლის 23 იანვარსაა შექმნილი, პირველი პოსტი კი 24 იანვარს აქვს გამოქვეყნებული. არხი გამომწერებს ფასიან ჰაკერულ მომსახურებას სთავაზობდა. Killnet-ის მიმართვის შემცველი ვიდეო, რომელშიც Anonymous-ზე თავდასხმის შესახებ არის საუბარი, ამ არხში პირველ მარტს გამოქვეყნდა და ის კიდევ ერთი ტელეგრამ არხიდან CYBER WAR – Кибер Война არის გადმოგზავნილი, რომელიც, თავის მხრივ, მიმდინარე წლის 27 თებერვალს არის შექმნილი.

Screenshot 7 3 გატეხეს თუ არა რუსმა ჰაკერებმა Anonymous-ის ოფიციალური ვებ-გვერდი?

რაც შეეხება ბექა ვარდოსანიძის პოსტის წყაროს, ბრიტანულ გამოცემა Metro.co.uk-ს, mediabiasfactcheck.com-ს ფაქტებზე დამყარებული გაშუქების კუთხით მისთვის შეფასება “შერეული” აქვს მინიჭებული, რის მიზეზადაც მათ მიერ პერიოდულად მცდარი ინფორმაციის გამოქვეყნება და დაშვებული შეცდომის არ-ჩასწორება, ასევე ბევრი სენსაციური სათაურის და მასალის გამოქვეყნება არის დასახელებული. 

Screenshot 8 2 გატეხეს თუ არა რუსმა ჰაკერებმა Anonymous-ის ოფიციალური ვებ-გვერდი?

რუსი ჰაკერების მიერ Anonymous-ის ოფიციალური ვებ-გვერდის გატეხვის შესახებ დეზინფორმაცია რუსულმა გამოცემებმაც გაავრცელეს, მათ შორის იყვნენ РИА Новости და  ixbt.com, ასევე რუსულენოვანი ფეიბუქ გვერდები Российский союз инженеров და Русская армия – Russian army.

ჯგუფ Anonymous-ის შესახებ სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მასალაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist