გვპირდება თუ არა Anonymous-ი რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან თანხის უკრაინული ჯარისთვის გადარიცხვას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

392
VIEWS

28 თებერვალს ფეისბუქ-გვერდმა STV.GE-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელის მიხედვითაც ჰაკერების ჯგუფი Anonymous-ი რუსეთის მოქალაქეებს ჰპირდება, რომ 3 მარტს მათ საბანკო ანგარიშებში შეაღწევს და ფულს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გადარიცხავს. ვიდეოში კომპიუტერულად დამუშავებული ხმა ისმის, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და ეუბნება, რომ ისინი მთავრობის შესაცვლელად არ იბრძვიან, მთავრობა კი მათ ფულს უკრაინის გასანადგურებლად იყენებს, ამის აღკვეთის მიზნით, Anonymous მათი ანგარიშებიდან ფულს უკრაინულ ჯარს გადაურიცხავს.

Screenshot 43 გვპირდება თუ არა Anonymous-ი რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან თანხის უკრაინული ჯარისთვის გადარიცხვას?

აღნიშნული ვიდეო ასევე გამოაქვეყნეს შემდეგმა ფეისბუქ-ანგარიშებმა: Mary Zakordonets, Ігор Глущенко, Marina Subota, Наталия Антонюк, Volodymyr Boger, Janna Glavacka, Admin Khtzewski და ფეისბუქ-გვერდებმა Вторжение России в Украину. Онлайн, Азбука Иммигранта США.

მტკიცება, თითქოს ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშებს შეუტევს და ფულს უკრაინულ ჯარს გადაურიცხავს, დეზინფორმაციაა. ინფორმაციის ნამდვილობა Anonymous-ის ტვიტერის ანგარიშებმა და უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ უარყვეს. 

STV.GE-ის მიერ გავრცელებული ვიდეო ყალბია. რეალურად Anonymous-ს არ გაუვრცელებია ვიდეომიმართვა, რომლის მიხედვითაც ის რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე თავდასხმას აპირებს.

ჰაკერების ჯგუფ Anonymous-ს,  რომელმაც 25 თებერვალს რუსეთს კიბერომი გამოუცხადა და არაერთი რუსულ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განახორციელა, ტვიტერის ოფიციალური ანგარიში არ აქვს. ტვიტერზე არის რამდენიმე ანგარიში, რომელსაც Anonymous-ის სახელით შექმნილ ანგარიშებს შორის ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს და მედიაც ხშირად მათ ციტირებს. სწორედ ორმა ასეთმა ანგარიშმა უარყო იმ ინფორმაციის ნამდვილობა, რომლის თანახმადაც, თითქოს Anonymous რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებიდან ფულის უკრაინული ჯარისთვის გადარიცხვას აპირებს.

Anonymous-ის ტვიტერის ერთ-ერთმა ანგარიშმა @LiteMods დაწერა, რომ ყალბი ანგარიშების მტკიცება, თითქოს ისინი რუსეთის მოქალაქეებს ფულს მოპარავენ, ტყუილია და ისინი თავს მთავრობას ესხმიან და არა ხალხს.

Screenshot 44 გვპირდება თუ არა Anonymous-ი რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან თანხის უკრაინული ჯარისთვის გადარიცხვას?

გარდა ამისა, გამოცემა The Kyiv Independent-ის ტვიტერის ვერიფიცირებული ანგარიშის ტვიტის თანახმად, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს თქმით, ჰაკერების ანონიმური ჯგუფის ვიდეომიმართვა ყალბია. ეს ტვიტი 2011 წელს შექმნილმა Anonymous-ის ანგარიშმაც გააზიარა და აღნიშნა, რომ ისინი ხალხს არ ძარცვავენ.

Screenshot 45 გვპირდება თუ არა Anonymous-ი რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან თანხის უკრაინული ჯარისთვის გადარიცხვას?

აღსანიშნავია, რომ იუთუბზე Anonymous-ის ვერიფიცირებული არხი იძებნება, რომელიც 2015 წელსაა შექმნილი. არხზე რამდენიმე ვიდეოა გამოქვეყნებული, რომლებშიც ყალბი ვიდეოს მსგავსად, კომპიუტერულად დამუშავებული ხმაა გამოყენებული. Anonymous-ის იუთუბ-არხს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მხოლოდ ერთი ვიდეომიმართვა აქვს გამოქვეყნებული, რომლის ადრესატიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. ვიდეოს ავტორი პუტინისგან მოითხოვს, რომ მან უკრაინელი ხალხის უფლებები აღადგინოს და თანამდებობიდან გადადგეს.

Screenshot 46 გვპირდება თუ არა Anonymous-ი რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან თანხის უკრაინული ჯარისთვის გადარიცხვას? Screenshot 47 გვპირდება თუ არა Anonymous-ი რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან თანხის უკრაინული ჯარისთვის გადარიცხვას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist