სად არის გადაღებული ვიდეო, რომელსაც რუსეთ-ფინეთის საზღვართან ბირთვული იარაღის გამოჩენას მიაწერენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

149
VIEWS

6 აპრილიდან ქართულ (1,2) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5,6,7,8) ფეისბუქ ანგარიშები სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველ ვიდეოს ავრცელებდნენ. თანდართული აღწერის მიხედვით, ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ სასაზღვრო ქალაქ ვიბორგში ბირთვული იარაღის მობილური დანადგარები გამოჩნდა.

birthvuli danadgarebi phinethis sazghvarthan სად არის გადაღებული ვიდეო, რომელსაც რუსეთ-ფინეთის საზღვართან ბირთვული იარაღის გამოჩენას მიაწერენ?

ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, მასში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი РС-24 Ярс-ის გადაადგილებას ვხედავთ, თუმცა, ის არა ქალაქ ვიბორგში, არამედ მოსკოვის სიახლოვეს, ქალაქ კოლჩუგინოშია გადაღებული.

ვიდეო, რომელშიც დასახლებულ ადგილას სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას ვხედავთ, ტვიტერზეც გავრცელდა და რამდენიმე ანგარიშმა გეოლოკაციის გამოყენებით მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა მოახერხა. ის არა ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ვიბორგში, არამედ მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვლადიმირსკაიას ოლქის ქალაქ კოლჩუგინოშია გადაღებული. 

მთავარი მსგავსებები, რომლებიც გუგლის საძიებო სისტემის რუკაზეც და გავრცელებულ ვიდეოშიც შეგვიძლია ვიპოვოთ, კორპუსი მწვანე აივნებით და მის გვერდით, გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზიათა ქსელი “მაგნიტის” შენობაა, რომელსაც წითელი ზოლი გასდევს და მაღაზიის დასახელებაც წითლად აწერია.

birthvuli danadgarebi phinethis sazghvarthan1 სად არის გადაღებული ვიდეო, რომელსაც რუსეთ-ფინეთის საზღვართან ბირთვული იარაღის გამოჩენას მიაწერენ?
კოლჩუგინო, ვლადიმირის ოლქი. ფოტო გუგლის საძიებო სისტემის რუკიდან.
birthvuli danadgarebi phinethis sazghvarthan2 სად არის გადაღებული ვიდეო, რომელსაც რუსეთ-ფინეთის საზღვართან ბირთვული იარაღის გამოჩენას მიაწერენ?
კადრი გავრცელებული ვიდეოდან

რაც შეეხება ვიდეოში ასახულ სამხედრო ტექნიკას, აღნიშნულ საკითხზე “მითების დეტექტორი” შეიარაღების სპეციალისტს – გიგა ინაშვილს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, ვიდეოში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი РС-24 Ярс-ი (RS-24 Yars) ჩანს, რომლის დაფარვის ზონა 12 000 კილომეტრამდეა. 

ინაშვილის მიხედვით, სისტემა ახლოს მდებარე ქვეყნებისთვის არაა გათვლილი და ვიდეოში ასახულ კომპლექსებს, შესაძლოა, 9 მაისის აღლუმისთვის ამზადებდნენ.

birthvuli danadgarebi phinethis sazghvarthan3 სად არის გადაღებული ვიდეო, რომელსაც რუსეთ-ფინეთის საზღვართან ბირთვული იარაღის გამოჩენას მიაწერენ?
სარაკეტო კომპლექსი РС-24 Ярс-ი, წყარო.
birthvuli danadgarebi phinethis sazghvarthan4 სად არის გადაღებული ვიდეო, რომელსაც რუსეთ-ფინეთის საზღვართან ბირთვული იარაღის გამოჩენას მიაწერენ?
კადრი გავრცელებული ვიდეოდან

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფინეთის საზღვართან რუსული ბირთვული არსენალის მობილიზების შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. 2022 წლის ივნისში მსგავსი აღწერით გავრცელებული ვიდეო Reuters-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ მასში ასახულ ტექნიკას ბირთვული ქობინების გადატანა არ შეეძლო. ამ შემთხვევაშიც, რუსული ტექნიკის ფინეთის საზღვართან განთავსება ფინეთის ნატოსთან დაახლოებასთან იყო დაკავშირებული. 

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელი იოსებ სირაბიძე ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერია და ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს, მათ შორის მცდარ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს.

birthvuli danadgarebi phinethis sazghvarthan6 სად არის გადაღებული ვიდეო, რომელსაც რუსეთ-ფინეთის საზღვართან ბირთვული იარაღის გამოჩენას მიაწერენ?birthvuli danadgarebi phinethis sazghvarthan5 სად არის გადაღებული ვიდეო, რომელსაც რუსეთ-ფინეთის საზღვართან ბირთვული იარაღის გამოჩენას მიაწერენ?ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას ხშირად ავრცელებენ ანგარიშები Nero Nero და Николай Балясников.

birthvuli danadgarebi phinethis sazghvarthan7 სად არის გადაღებული ვიდეო, რომელსაც რუსეთ-ფინეთის საზღვართან ბირთვული იარაღის გამოჩენას მიაწერენ?

birthvuli danadgarebi phinethis sazghvarthan8 სად არის გადაღებული ვიდეო, რომელსაც რუსეთ-ფინეთის საზღვართან ბირთვული იარაღის გამოჩენას მიაწერენ?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, რუსეთი, ფინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist