არესტოვიჩზე ბელარუსული СБ ТВ-ის დამონტაჟებულ ვიდეოს სახელისუფლებო და პრორუსული მედია ავრცელებს

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

759
VIEWS

24 თებერვალს ფეისბუქ გვერდზე, “აი უცნობი • i ucnobi” გამოქვეყნდა ვიდეო “უცნობი მსოფლიო ამბები”, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის და რუსი ადვოკატისა და ადამიანის უფლებების აქტივისტის, მარკ ფეიგინის დისკუსიის ვიდეომონაკვეთი აჩვენეს. ვიდეო კადრებს თან ერთვის არესტოვიჩის ქართულ ენაზე გახმოვანებული კომენტარი: 

არესტოვიჩი: “უკრაინას არ აქვს და ვერ ექნება იმის რესურსი, რომ დაამარცხოს რუსული არმია. ნატოს გაწვრთნილი ჯარი და მათი შეიარაღებაც რომ ჰქონდეს, რომელიც არ გვაქვს და უახლოეს მომავალში ვერც გვექნება. სამწუხაროდ ომიდან გამოსავალი შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორსაც უკრაინელები ელიან. ნახევარი წლის წინ კი სხვანაირად გვეგონა. იქნება თუ არა შემდეგი წელი? რა თქმა უნდა, არ იქნება. დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ვარიანტი, მაგრამ მე უფრო მეტის იმედი მაქვს – ჩვენ დავკარგავთ ლუგანსკს და დონეცკს, მაგრამ ამერიკელების გათვლა ისაა, რომ ჩვენი წილი უფრო მეტი იქნება, ვიდრე რუსეთის.”

25 თებერვალს აღნიშნული ციტატა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ТV იმედმა (1,2,3), რუსთავი 2-მა, POSTV-მ, მარშალპრესმა, For.ge, info9-მ, ასევე კრემლისტურმა მედიებმა (ალტ-ინფომ, ობიექტივმა, SplitNews) და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებმა (პროგრესნიუსი) და ფეისბუქ გვერდებმა (1,2,3) გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ imedinews-ის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში იგივე ვიდეოა გამოყენებული, რაც აი უცნობი • i ucnobi-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა 25 თებერვალს 17:00-იან ქრონიკაში გასულ სიუჟეტში არესტოვიჩის სხვა ვიდეოა გამოყენებული, რომელზეც რუსული ტიტრია გადადებული; ვიდეო ქართულად არის გახმოვანებული, ხოლო ციტატა იმის იდენტურია, რაც ზემოაღნიშნულ სხვა სტატიებსა და ფეისბუქ გვერდებზე გავრცელდა.

arestovichi არესტოვიჩზე ბელარუსული СБ ТВ-ის დამონტაჟებულ ვიდეოს სახელისუფლებო და პრორუსული მედია ავრცელებს

არესტოვიჩის სახელით ქართულ მედიაში გავრცელებული ციტატა ბელარუსული СБ ТВ-ის ვერსიას ეყრდნობა, რომელმაც მისი ფრაზები ისე ამოჭრა და დაამონტაჟა, რომ არესტოვიჩის ნათქვამს აზრი  შეუცვალა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველს არ უთქვამს, რომ დასავლეთი უკრაინის გაყოფისთვის ემზადება. ის საუბრობდა დასავლეთის მზაობაზე, შექმნილიყო ისეთი მდგომარეობა, როცა უკრაინის სამხედრო პოზიციები გაძლიერდებოდა, ხოლო რუსეთის – დასუსტდებოდა, რაც უკრაინას მომავალში მოლაპარაკებებში ძალის პოზიციიდან ჩართვის საშუალებას მისცემდა. სიტყვა დაყოფა (раздел)  დასავლეთთან მიმართებით მხოლოდ ბელარუსული არხის მიერ გავრცელებულ ტიტრებში ფიგურირებს, თავად არესტოვიჩი კი დისკუსიის დროს სიტყვა размен-ს (გაცვლა) იყენებს. არესტოვიჩის განცხადება კი, რომელიც ბელარუსულმა არხმა დაამონტაჟა, არა ფეიგინთან ინტერვიუს დროს, არამედ სხვა დისკუსიიას გაკეთდა.

  • როგორ დაამონტაჟა ბელარუსულმა СБ ТВ-იმ ოლექსი არესტოვიჩის სიტყვები?

რეალურად გავრცელებულ ციტატაში წამოჭრილ საკითხებზე არესტოვიჩმა 3 თებერვალს იური რომანენკოსთან, ილია კუსასთან და ნიკოლაი ფელდმანთან ხანგრძლივ დისკუსიაში ისაუბრა.

arestovichi1 არესტოვიჩზე ბელარუსული СБ ТВ-ის დამონტაჟებულ ვიდეოს სახელისუფლებო და პრორუსული მედია ავრცელებს

სწორედ ამ დისკუსიიდან ამოჭრილი ვიდეო იყო გამოყენებული იმედის 17:00-იან ქრონიკაში, თუმცა კონკრეტულად იმედის ეთერში გასული ვიდეო, ბელარუსულმა პროპაგანდისტულმა არხმა СБ ТВ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაავრცელა. ამას ადასტურებს ვიდეოს ვერტიკალური ფორმატი და იდენტური რუსულენოვანი ტიტრი. იგივე ინფორმაცია მედიასაშუალების ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

arestovichi2 არესტოვიჩზე ბელარუსული СБ ТВ-ის დამონტაჟებულ ვიდეოს სახელისუფლებო და პრორუსული მედია ავრცელებსarestovichi3 არესტოვიჩზე ბელარუსული СБ ТВ-ის დამონტაჟებულ ვიდეოს სახელისუფლებო და პრორუსული მედია ავრცელებსarestovichi4 არესტოვიჩზე ბელარუსული СБ ТВ-ის დამონტაჟებულ ვიდეოს სახელისუფლებო და პრორუსული მედია ავრცელებსarestovichi5 არესტოვიჩზე ბელარუსული СБ ТВ-ის დამონტაჟებულ ვიდეოს სახელისუფლებო და პრორუსული მედია ავრცელებს

ბელარუსული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეო მანიპულაციური რედაქტირების შედეგია – 3 თებერვლის ვრცელი დისკუსიის დროს არესტოვიჩის საუბრიდან მოკლე ფრაზებია ამოჭრილი და არათანმიმდევრულად დამონტაჟებული, რაც დისკუსიის არასწორ კონტექსტს ქმნის. არესტოვიჩის საუბრის შინაარსის შეცვლას ისიც ადასტურებს, რომ თანმხლები ტიტრი და აუდიო ჩანაწერი ზოგ შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა. ქართული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ციტატა შინაარსობრივად სწორედ ბელარუსული მედიის მიერ მანიპულირებული ვიდეოს შინაარს გადმოსცემს.

ბელარუსული არხის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსულენოვანი ტიტრი ბელარუსული არხის მიერ გავრცელებული ვიდეოს და ტიტრის თარგმანი ქართული მედიასაშუალებების გავრცელებული ციტატა
Арестович: Всё равно звучит что? Переговоры.

Собеседник Арестовича: Конечно.

Арестович: Потому что все понимают что нет у Украины

ресурсов [резка]

Арестович: Тысяч четыреста идеально подготовленного вышколенного, вооружённого с ног до головы натовским оружием войска, чтобы всерьез это перемолоть, освободить всю территорию — оно у нас есть? Нет. В ближайший год будет? Не будет. Поэтому, выход из этой войны он может быть совсем не таким как нам всем казалось еще полгода назад. [резка]

Титр во время этого сегмента: Нет и не будет у Украины ресурсов выбить армию России.

Арестович: Самое неприятное что судя по этим докладам рентам и оговоркам высшего военно-политического руководства Запада и они что-то такое думают заразу [резка]

Титр во время этого сегмента: Выход из войны может быть не таким, как ждут украинцы 

Арестович: Американцы и Запад прекрасно понимают к чему идёт, они готовят, по моей оценке, они готовят вот этот размер мы теряем – немножко Донецка и Луганска. Ну потому что 200.000 останавливает мы устанем. Конечно придётся отодвинуться, мы же это понимаем [резка]

Титр во время этого сегмента: Американцы и Запад готовят размен (раздел) Украины.

Арестович: Вся надежда нашей страны, американской стороны идёт на то что наша доля, наш размен будет больше чем российский [резка]

Титр во время этого сегмента: Вариант Северной и Южной Корей. Но надеюсь на большую часть.

Арестович: Ну вот условно говоря сценарии двух Корей Что делать с западом нужно делать в Южную Корею. Правильно  [резка]

არესტოვიჩი: მაინც რა ისმის? მოლაპარაკებები.

არესტოვიჩის თანამოსაუბრე: რა თქმა უნდა

არესტოვიჩი: იმიტომ რომ ყველას ესმის, რომ უკრაინას არ აქვს რესურსები. [ჭრა]

არესტოვიჩი: 400 000 იდეალურად მომზადებული, თავიდან ფეხებამდე ნატო-ს იარაღით შეიარაღებული ჯარი, რათა ეს სერიოზულად გარდავტეხოთ და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები – ეს გვაქვს? არა. უახლოეს წელიწადში გვექნება? არ გვექნება. ამიტომ ამ ომის გამოსავალი, შეიძლება საერთოდ არ იყოს ისეთი, როგორც ნახევარი წლის წინ გვეჩვენებოდა. [ჭრა]

ტიტრი ამ სეგმენტის დროს: უკრაინას არ აქვს და არც ექნება რესურსები რუსეთის არმიის გასაძევებლად.

არესტოვიჩი: ყველაზე არასასიამოვნოა, რომ რენდის ანგარიშის თანახმად და დასავლეთის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შენიშვნების თანახმად, ისინიც რაღაც ასეთს ფიქრობენ. [ჭრა]

ტიტრი ამ სეგმენტის დროს: გამოსავალი ამ ომიდან შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორსაც უკრაინელები ელიან.

არესტოვიჩი: ამერიკელებს და დასავლეთს მშვენივრად ესმის, საითკენ მიდის ეს, ისინი, ჩემი შეფასებით, ამზადებენ ასეთ გაცვლას – ჩვენ ცოტას ვკარგავთ დონეცკში და ლუგანსკში, იმიტომ რომ 200 000 გაჩერებით დავიღლებით, რა თქმა უნდა, მოგვიწვევს უკან გაწევა, ეს გვესმის [ჭრა]

ტიტრი ამ სეგმენტის დროს: ამერიკელები და დასავლეთი ამზადებენ უკრაინის გაცვლას (გაყოფას)

არესტოვიჩი: ჩვენი მხარის, ამერიკული მხარის მთელი იმედი იმაზეა, რომ გაცვლის ჩვენი წილი რუსულზე მეტი იქნება [ჭრა]

ტიტრი ამ სეგმენტის დროს: ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ვარიანტი. თუმცა უფრო დიდი ნაწილის იმედი მაქვს

არესტოვიჩი: პირობითად რომ ვთქვათ, ორი კორეის სცენარი, რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა? უნდა გააკეთოს სამხრეთ კორეა, ხომ მართალია?

უკრაინას არ აქვს და ვერ ექნება იმის რესურსი, რომ დაამარცხოს რუსული არმია.

ნატოს გაწვრთნილი ჯარი და მათი შეიარაღებაც რომ ჰქონდეს, რომელიც არ გვაქვს და უახლოეს მომავალში ვერც გვექნება. სამწუხაროდ ომიდან გამოსავალი შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორსაც უკრაინელები ელიან. ნახევარი წლის წინ კი სხვანაირად გვეგონა. იქნება თუ არა შემდეგი წელი? რა თქმა უნდა არ იქნება. დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ვარიანტი, მაგრამ მე უფრო მეტის იმედი მაქვს – ჩვენ დავკარგავთ ლუგანსკს და დონეცკს, მაგრამ ამერიკელების გათვლა ისაა, რომ ჩვენი წილი უფრო მეტი იქნება ვიდრე რუსეთის.

როგორც იკვეთება, ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ციტატა ბელარუსული მანიპულაციურ ვიდეოში არესტოვიჩის ფრაზების და გადადებული ტიტრის ერთგვარი ნაზავია. უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი დეტალი: როდესაც არესტოვიჩი ამერიკელების და დასავლეთის გეგმას ახსენებს, ის ამბობს სიტყვას размен (გაცვლა), რომელიც ტიტრში ბელარუსულმა მედიამ სიტყვაზე раздел (გაყოფა) შეცვალა და ქართულმა მედიამ კი შესაბამისად გაყოფად გადმოთარგმნა. სიტყვა раздел-ის გამოყენება კი მთლიანად ცვლის კონტექსტს. (xscholarship.com)

  • რა თქვა სინამდვილეში არესტოვიჩმა? 

იური რომანენკოსთან, ილია კუსასთან და ნიკოლაი ფელდმანთან დისკუსიისას ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც არესტოვიჩი განიხილავს, არის პოლიტიკური მიზნების სამხედრო მიზნებად გარდასახვა, რუსეთის პოზიცია მოლაპარაკებებზე და ლეგენდა, რომელსაც რუსეთის მმართველობა თავისი მოსახლეობისთვის ქმნის. დისკუსიის ეს სეგმენტი 01:24:14-იდან იწყება. არესტოვიჩი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის პოზიციიდან განიხილავს. ის ხსნის, რომ რუსეთი ჩიხში შევიდა, რამაც ომში მისი მიზნები შეცვალა და უფრო რეალისტური გახადა. არესტოვიჩი თვლის, რომ რუსეთის სამხედრო ლიდერებმა და კონკრეტულად რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა მოახერხა პუტინისთვის აეხსნა, რომ უკრაინის მთლიანად დაპყრობა შეუძლებელია. შესაბამისად, იმ სამხედრო რესურსებით, რაც ახლა რუსეთს აქვს, გერასიმოვმა პუტინს მოვლენების განვითარების შემდეგი სცენარი შესთავაზა: რუსეთი იკავებს ლუჰანსკს და ე.წ. ლნრ-ი არის მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშ, ხოლო ე.წ დნრ-ი ნაწილობრივ. არესტოვიჩი განმარტავს, რომ რუსეთი შესძლებს მოვლენების ასეთი განვითარება წარმატებად წარმოაჩინოს და ხალხი დააჯეროს, რომ მიზნები მიღწეულია, ასევე ეს მოლაპარაკებების დროს რუსეთს ძალის პოზიციიდან საუბრის საშუალებას მისცემს. შესაბამისად, რუსეთის პოზიციიდან საუბრისას არესტოვიჩი ხაზს უსვამს, რომ მთავარია, პირველი – ამ მიზნის შესრულება და მეორე, არ დაუშვან, რომ უკრაინამ სამხრეთის მიმართულებით ფრონტი გაარღვიოს, მელიტოპოლი დაიბრუნოს და ყირიმიდან რუსები განდევნოს – ეს რუსეთისთვის დიდი დარტყმა იქნება. დონბასში წარმატება და სამხრეთის მიმართულების დაცვა – ეს არის რუსეთისთვის მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო პოზიცია და არესტოვიჩის თქმით, გერასიმოვი პუტინს ამას ჰპირდება: საუკეთესო პოზიციას მოლაპარაკებებზე. არესტოვიჩი ასევე აღნიშნავს, რომ მოვლენების საპირისპირო განვითარება რუსეთის პოზიციებს ასუსტებს, რადგან რუსეთში ომისთვის მეტი რესურსი არ არის, ომი არ დასრულდება, პასიურ ფაზაში გადავა. არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ დასავლეთს ომის პასიურ ფაზაში გადასვლის საშიშროება ესმის და შესაბამისად ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას ჩადგეს მოლაპარაკებებისთვის ძლიერ პოზიციაში. არესტოვიჩის მიერ აღწერილ სცენარში კი, ასეთ პოზიციაში ჩადგომის საშუალებას მელიტოპოლი-ყირიმის მიმართულებით უკრაინის სამხედრო წარმატება შექმნის. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს არესტოვიჩი, რომ დასავლეთი ემზადება ისეთი სცენარისთვის, სადაც უკრაინას მნიშვნელოვანი წარმატება ექნება, თუნდაც დონბასის მიმართულებით უკან დახევის ხარჯზე. როცა არესტოვიჩი გაცვლაზე საუბრობს, უკრაინის ტერიტორიის რუსეთისთვის დათმობა არ იგულისხმება, ის უკრაინის სამხედრო პრიორიტეტების გადალაგებაზე საუბრობს .

ოლექსი არესტოვიჩი: “ამერიკელებს და დასავლეთს მშვენივრად ესმით საითკენ მიდის ეს [ომის პასიურ ფაზაში გადასვლისკენ], ჩემი შეფასებით, ისინი ამზადებენ, იმ გაცვლას – ჩვენ ვკარგავთ ცოტა დონეცკსა და ლუჰანსკს, იმიტომ, რომ 200 000-ის გაჩერებით დავიღლებით. ხომ გვესმის, რომ რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ცოტა გაწევა. აქ საკითხავია, რა დონემდე? იმედი ვიქონიოთ, რომ მინიმუმით გავიწევით, ეს ჩვენი ჯარების სისხლია, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და ა.შ. მაგრამ ჩვენც, წესით, გავარღვევთ სამხრეთის ფრონტს. ამისკენ მიდის ყველაფერი, ან სადღაც სხვა ადგილას, რა იცი რა იქნება, და ვიღებთ მსხვილ წარმატებას. და გაცვლა-გამოცვლა, ამერიკული მხარის მთავარი იმედია, რომ ჩვენი წილი, ჩვენი გაცვლის შედეგი იქნება უფრო მეტი, ვიდრე რუსეთის – ანუ მოლაპარაკებებში ჩვენ შევდივართ ძალის პოზიციიდან. და თუ ჩვენ ყურადღებით მოვუსმენთ ყველა მათ [დასავლეთის] შენიშვნებს, ისინი ყველანი ამბობენ: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საუკეთესო პოზიციები მოლაპარაკებებისთვის. განსაკუთრებით ბოლო დღეებში. ეს პოზიციები ძალით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სტოლტენბერგი, ყველა წარმომადგენელი, ისინი ამბობენ: საუკეთესო, საუკეთესო პოზიციები, მაგრამ ისმის მაინც რა? მაგრამ მაინც რა ისმის? მოლაპარაკებები”.

არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ უკრაინას ხანგრძლივად ომის გაგრძელებისთვის და რუსების უკრაინის ტერიტორიიდან მთლიანად სამხედრო გზებით გაყრისთვის რესურსი არ აქვს, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია ცუდად მომზადებული, მაგრამ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის მობილიზაცია, დასავლეთს კი უკრაინისთვის საჭირო რესურსების შესაქმნელად შეიძლება წლების დასჭირდეს. ამიტომაც აღნიშნავს არესტოვიჩი, რომ ომის შედეგი შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორსაც ამ ეტაპზე უკრაინის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ელის – სამხედრო ძალით მთელი ტერიტორიის გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ მანამდე არესტოვიჩმა ისიც აღნიშნა, რომ არც რუსეთს აქვს ომის აქტიურ ფაზაში წლობით გაგრძელების რესურსი.

აღსანიშნავია, რომ მოვლენათა ასეთი შესაძლო განვითარების განხილვისას არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ ის საკითხს რუსეთის მოლოდინებად განიხილავს, აღწერს, როგორ ფიქრობს რუსული მხარე.

ოლექსი არესტოვიჩი: “მე ამას განვიხილავ, როგორც რუსეთის მოლოდინებს. ხომ შეიძლება რუსეთის მოლოდინების განხილვა. მათი გეგმები, მათი მზაკვრული გეგმები. ეს არ არის არესტოვიჩის მოლოდინები, არესტოვიჩი აღწერს როგორ ფიქრობს რუსული მხარე.”

  • კორეის სცენარი

რაც შეეხება კორეის სცენარს და უკრაინის კორეის მსგავსად გაყოფას, ეს საკითხი დისკუსიის დროს რამდენჯერმე წამოიჭრა მოსაუბრეებს შორის. აღსანიშნავია, რომ არესტოვიჩისთვის “38-ე პარალელზე” უკრაინის გაყოფა – მოვლენების განვითარების ყველაზე პესიმისტური სცენარია. ამ სცენარში უკრაინა ვერ აღწევს წარმატებას მელიტოპოლის და ყირიმის მიმართულებით, დონბასი, ზაპოროჟიას ოლქი რჩება ოკუპირებული და კონფლიქტი გადადის პასიურ ფაზაში, ფრონტის ხაზი უბრუნდება ისეთ მდგომარეობას, როგორიც იყო 2016-2020 წლებში, რუსეთთან ბრძოლა მიმდინარეობს ეკონომიკურ, დიპლომატიურ, ინფორმაციულ დონეზე. გარკვეული სახელმწიფოები კი იწყებენ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. კორეის სცენარში, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე პესიმისტური ვარიანტებში გადის, არესტოვიჩი პოზიტივს სამხრეთ კორეის არსებობის პრეცედენტში ხედავს. ამასთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ პირობითად, თუ კორეის სცენარი დადგება, დასავლეთ უკრაინისგან, რომელიც ქვეყნის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება,  სამხრეთ კორეა უნდა შეიქმნას. 

ყველაზე პესიმისტური სცენარის განხილვისას, არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ ის მაინც ოპტიმისტია და ამ შემთხვევაშიც კი, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების რეალური შანსები, ან ნატო-სთან მიახლოებული უსაფრთხოების გარანტიების მიღების შანსი აქვს. მისი თქმით, დასავლეთში ყველაზე პესიმისტებიც კი, აღიარებენ, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია და ეს გარანტიები ისეთი იქნება, რომ ამ ომის შემდეგ უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმა გამოირიცხება. 

აღსანიშნავია, რომ დისკუსია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა და ერთ-ერთმა მაყურებელმა დასვა კითხვა, დისკუსიის მონაწილეები დამარცხებისთვის თუ ამზადებდნენ ხალხს. რაზეც იური რომანენკომ აღნიშნა, რომ კორეის სცენარი დამარცხებას არ უდრის და აღნიშნა, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ სამხრეთ კორეა მოწინავე სახელმწიფოდ იქცა, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება არავის სურს. ხოლო არესტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის ამზადებს და არა მარცხისთვის.

ოლექსი არესტოვიჩი: “ლოკალური განხილვის დროსაც კი, ნახევარი წლის ფარგლებში, დასავლეთი პირდაპირ, უპირობოდ, უკვე ყველა ღია გზით, ამზადებს უკრაინას მძლავრი კონტრდარტყმისთვის, რომელმაც უნდა მოახდინოს რუსეთის ამჟამინდელი დიდი შეტევის შედეგად მიღწეული შესაძლო წარმატების ნიველირება და მოლაპარაკებებზე უკრაინა ძლიერ პოზიციაში ჩააყენოს, რუსეთი კი – სუსტში. მეტი რა უნდა იყოს აღნიშნულ მდგომარეობაში? რა მარცხზეა საუბარი?”

არესტოვიჩის თქმით, ბოლო წლებში ის დარწმუნდა, რომ დიდ პოლიტიკაში პოლიტიკოსები ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და მათ დიდწილად უნდა დავუჯეროთ – დასავლეთის ლიდერები კი ამბობენ, რომ  უკრაინა არ უნდა დამარცხდეს და იყოს ძლიერ პოზიციებში მოლაპარაკებებისას – ეს არის ის მაქსიმუმი, რისი უზრუნველყოფაც შეუძლიათ.

  • ოლექსი არესტოვიჩს გავრცელებული განცხადება ფეიგინთან ინტერვიუს დროს არ გაუკეთებია

აღსანიშნავია, რომ 23 თებერვალს ფეიგანთან ინტერვიუს დროს, რომლის მონაკვეთიც “აი უცნობი • i ucnobi-ის” გადაცემაშია ნაჩვენები, არესტოვიჩი არც გავრცელებულ ციტატას ამბობს და არც იმ საკითხებს ეხება, რომლებიც ამ ციტატაშია წამოჭრილი. ის, რომ “აი უცნობის • i ucnobi-ის” მიერ გავრცელებული ვიდეო, სწორედ 23 თებერვლის ინტერვიუდან არის ამოჭრილი, ვიდეოფრაგმენტის დროს გასული მორბენალი სტრიქონით დასტურდება: “Жена джихадиста” Шамима Бегум проиграла апелляцию по делу о лишении ее британского гражданства.”

arestovichi6 არესტოვიჩზე ბელარუსული СБ ТВ-ის დამონტაჟებულ ვიდეოს სახელისუფლებო და პრორუსული მედია ავრცელებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist