საქართველო და მსოფლიოს მითები ბავშვთა კოდექსსა და იუვენალურ მართლმსაჯულებაზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

shareeee
387
VIEWS

2018 წლის 28 ივნისს ვებ-პორტალმა ,,საქართველო და მსოფლიო’’ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით ,,დრო, როცა ევროლიბერალი ზონდერები ქართველთა ოჯახებს შვილების წასართმევად ჩამოუვლიან, არც ისე შორს არის’’. სტატიაში საუბარია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტის  “ბავშვის კოდექსი” შესახებ. ავტორის თქმით, დოკუმენტი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივია და მიმართულია ქართული ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, რათა იუვენალური იუსტიციის მეშვეობით მშობლებს შვილის აღზრდის ექსკლუზიური უფლება წაართვან.

ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: “ევროლიბერალი მენტორების მიერ საბოლოოდ დაბულინგებულმა საქართველოს მარიონეტულმა პარლამენტმა 20 ივნისს ელვის სისწრაფით დაიწყომორიგი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი დოკუმენტის მიღება…. საკანონმდებლო პროექტი სახელწოდებით “ბავშვის კოდექსი”დასავლეთის ყურმოჭრილი მონებისა და ლაქიების მიზანი საქართველოშიც იგივეა – ტრადიციულ ქართულ ოჯახებს იუვენალური სოცმუშაკები უნდა მიუსიონ და მშობელს შვილის აღზრდის, პიროვნებად ჩამოყალიბების ექსკლუზიური უფლება წაართვან. ახლა წარმოიდგინეთ, რა სახეს მიიღებს საქართველოში ესყველაფერი, როცა “ბავშვის უფლებების დარღვევებზე” რეაგირება ნინო ლომჯარიას პრეროგატივა იქნება. ცხადია, იგი ევროპას ტოლს არ დაუდებს და ელემენტარულ “დარღვევაზეც” კი თითოეულ ოჯახს, თითოეულ მშობელს შიშისზარს დასცემს. არადა, ამ “დარღვევად” მშობლის ნებისმიერი ქმედება შეიძლება შეფასდეს. ვთქვათ, თუ მამა შვილს ღამის კლუბში წასვლას დაუშლის ან ბავშვი უარს იტყვის სექსუალური აღზრდის გაკვეთილებზე და ა.შ. მოკლედ, ის დრო, როცა ევროლიბერალი ზონდერები ქართველთა ოჯახებს შვილის წასართმევად დაუვლიან, არც ისე შორს არის. ერთი შეხედვით თითქოს უწყინარი “ბავშვის კოდექსი” კი ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია”.
საქართველო და მსოფლიო
28 ივნისი, 2018

საქართველოს პარლამენტის აპარატის განმარტებით, “ბავშვთა კოდექსის” მიზანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, მათი ოჯახების ხელშეწყობა და გაძლიერებაა. რაც შეეხება იუვენალურ მართლმსაჯულებას ის არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასჯის ნაცვლად უპირატესობას მათ რესოციალიზაციასა და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვას ანიჭებს. ამგვარმა მიდგომამ მნიშვნელოვნად შეამცირა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა ინგლისში, აშშ-ში, კანადასა და გერმანიაში.

ფაქტი #1: “ბავშვთა კოდექსის” მიზანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, ასევე მათი ოჯახების ხელშეწყობა და გაძლიერება.

“ბავშვთა კოდექსის” პროექტი საჯარო არ არის. კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. კომიტეტის განმარტებით, პროექტი ინტენსიური დამუშავების პროცესშია, რაშიც ჩართულები არიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და დაინტერესებული მხარეები და მისი მიზანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, ასევე მათი ოჯახების ხელშეწყობა და გაძლიერებაა.

პარლამენტის აპარატის  წერილობით განმარტებაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფები მიზანმიმართულად ახდენენ კოდექსის იდეის დისკრედიტაციას და ამ მიზნით სხვადასხვა ფორმით ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას.

"

ფაქტი #2: იუვენალური მართლმსაჯულების მიზანია არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასჯა ჩანაცვლდეს სარეაბილიტაციო პროგრამებით და ინდივიდუალური მიდგომით. თავის მხრივ, იუვენალური მართლმსაჯულება არ გულისხმობს მშობლებისთვის ბავშვთა აღზრდის უფლების ჩამორთმევას.

იუვენალური მართლმსაჯულების ამოქმედება გულისხმობს:

  • დასჯის განათლებით ჩანაცვლებას;
  • კონფლიქტის გადაჭრას დიალოგის მეშვეობით დანაშაულის ჩამდენს, მსხვეპლს, ოჯახსა და საზოგადოებას შორის.
  • თავისუფლების შეზღუდვას  (დაპატიმრება) – როგორც უკანასკნელ ზომას.

იუვენალური მართლმსაჯულების მიზანი არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირებაა და არა ვინმეს უფლებებში უსამართლოდ შეჭრა. საქართველო და მსოფლიოს მასალაში გაკრიტიკებულია იუვენალური მართლმსაჯულების პრაქტიკა ევროპის ქვეყნებში, კერძოდ გერმანიაში, ჰოლანდიაში, ინგლისში, შვედეთში და ნათქვამია, რომ ამგვარმა მიდგომამ მშობლებს შვილის აღზრდის ექსკლუზიური უფლება ჩამოართვა, რაც უსაფუძვლოა.იუვენალური იუსტიციამ წარმატებით შეამცირა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა ინგლისში. კერძოდ,  2009 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში იგი 140 000-ით შემცირდა  (იხ.ინფოგრაფიკა).

"
წყარო:  Justitiële Verkenningen, მარტი 2017

აღნიშნული მიგდომა წარმატებულია ასევე აშშ-ში, კანადასა და გერმანიაში. გერმანიის შემთხვევაში 2007 წლიდან 2015 წლამდე დამნაშავეთა რაოდენობა განახევრდა. კრიმინოლოგისტების აზრით, ეს სწორედ იუვენალური სისტემის ეფექტურობამ განაპირობა.მათ ციხეში ორი შენობის გაუქმებაც მოუწიათ, იმის გამო რომ დაცარიელდა. ამის შესახებ  Herford-ის არასრულწლოვანთა ციხის დირექტორი ფრიდრიხ ვალდმანი France24-ის სიუჟეტში საუბრობს.
"
წყარო: Statistics Canada

"
წყარო: Justitiële Verkenningen, მარტი 2017

რუსული პლატფორმები პერიოდულად ავრცელებენ  მითებს, თითქოს იუვენალური კანონმდებლობა დასავლეთის მიერ ოჯახის განადგურების მიზნით თავსმოხვეული სისტემაა.

ფაქტი #3: საქართველოს კანონში “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” აღნიშნულია, რომ არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისგან განცალკევება უკიდურესი ზომაა, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც ყველა სხვა ნაკლებად მკაცრი ზომა უკვე გამოყენებულ იქნა და არ ჰქონდა შედეგი. გადაწყვეტილება გამომდინარეობს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან.

კანონის მე-14 მუხლში აღნიშნულია რომ:

არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისგან,სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ,ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი /მცხოვრები სხვა პირებისგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა,რომელიც  მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება,როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო ,ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთში ყოველწლიურად 600 000-მდე ქალი ოჯახში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მსხვერპლია. მათ შორის, 40,000 დაღუპული ქალი, რომელთა შემთხვევაშიც მოძალადეები მათივე ქმრები ან პარტნიორები  იყვნენ.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist