რატომ შეუჩერა გაზპრომმა სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

106
VIEWS

26 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა Нини Хундадзе და Nozadze Mishka “გაზპრომის” მიერ სომხეთისთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტის შესახებ “ალტ-ინფოს” პოსტის სქრინშოტი გაავრცელეს აღწერით – “ნენსი პელოსის სომხეთში ჩასვლის შედეგი”.  

27 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Ramaz Gvaladze ამავე პოსტის სქრინი გაავრცელა და თანდართულ აღწერაში ბუნებრივი აირის შეწყვეტის ფაქტი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის ქმედებებს დაუკავშირა.

bunebrivi airi somkhethshi რატომ შეუჩერა გაზპრომმა სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება?

ინფორმაცია “გაზპრომის” მიერ სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. 18 და 19 ოქტომბერს სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება “ჩრდილოეთ კავკასია-ტრანსკავკასიის” მაგისტრალურ გაზსადენზე წინასწარ დაგეგმილი სამუშაოების გამო მოხდა და არა ნენსი პელოსის სომხეთში ჩასვლის, ან ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის ქმედებების გამო. 

18 და 19 ოქტომბერს სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება ნამდვილად შეუწყდა, თუმცა ამის მიზეზი არც სომხეთში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტი გამხდარა და არც ნიკოლ ფაშინიანის ან მისი მთავრობის პოლიტიკა. რეალურად, სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება “ჩრდილოთ კავკასია-ტრანსკავკასიის” მაგისტრალურ გაზსადენზე წინასწარ დაგეგმილი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო შეჩერდა. 

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია როგორც სომხურ მედიაში (1,2,3) ასევე “გაზპრომ სომხეთის” ოფიციალურ საიტზეც გავრცელდა.

bunebrivi airi somkhethshi1 რატომ შეუჩერა გაზპრომმა სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება?
სქრინი: armenia.gazprom.ru

“გაზპრომ სომხეთის” განცხადებით, ორი დღის მანძილზე ქვეყანაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდავად, შიდა რეზერვების ხარჯზე მიმდინარეობდა. ხოლო 19 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 15 საათსა და 30 წუთზე კომპანიამ ბუნებრივი აირის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში განაახლა.

bunebrivi airi somkhethshi2 რატომ შეუჩერა გაზპრომმა სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება?

ალტ-ინფოს სტატიაში, რომლის სქრინიც პოსტებში გამოიყენეს, გაზპრომის განცხადება სრული სახითაა მოცემული და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად მაგისტრალურ გაზსადენზე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოებია დასახელებული. 

რაც შეეხება ნენსი პელოსის ვიზიტს, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში 17-19 სექტემბერს კონგრესის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან ალენ სიმონიანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრა და მათგან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.   

ოფიციალური ვიზიტისას პელოსიმ სომხეთისადმი და ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა გამოხატა.  


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist