დაადანაშაულა თუ არა ჯიმ ქერიმ ჰოლივუდი კანიბალიზმში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.8k
VIEWS

23 აგვისტოს მსახიობ ჯიმ ქერისა და ჰოლივუდის შესახებ ფეისბუქ პოსტი გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯიმ ქერიმ ჰოლივუდის ელიტა ამხილა. პოსტის თანახმად, მან 2018 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლივუდში საშობაოდ ბავშვებს ჭამენ.

2018-2020 წლებში ფეისბუქ მომხმარებლები იმავე მტკიცებას რუსულენოვან პოსტებშიც აჟღერებდნენ.

 

daadanashaula thu ara jim qerim holivudi kanibalizmshi2 დაადანაშაულა თუ არა ჯიმ ქერიმ ჰოლივუდი კანიბალიზმში?

ინფორმაცია, თითქოს ჯიმ ქერიმ ჰოლივუდი კანიბალიზმში დაადანაშაულა, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი განცხადება სანდო ღია წყაროებში არ იძებნება და სათავეს კონსპირაციული საიტიდან იღებს.

ჯიმ ქერის სახელით გაყალბებული განცხადება ჰოლივუდის და ბავშვების ჭამის შესახებ 2017-2018 წლებში აქტიურად ვრცელდებოდა და ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია leadstories-მა უკვე გადაამოწმა. ინფორმაციის პირველწყაროდ newspunch.com-ს ასახელებდნენ, თუმცა საიტზე სტატია ამჟამად მხოლოდ ონლაინ არქივშია ხელმისაწვდომი. სტატიის მიხედვით, 2017 წელს ჯიმ ქერიმ ნიუ იორკში დოკუმენტური ფილმის Jim & Andy: The Great Beyond-ის ჩვენების შემდეგ კითხვა-პასუხის სესიის დროს განაცხადა, რომ ჰოლივუდში ლუციფერის მსახურები შობას წლის ყველაზე ბნელ დღესასწაულად აქცევენ და ბავშვებს ჭამენ.

რეალურად, აღნიშნული დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ ჯიმ ქერის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ის არც ღია წყაროებში იძებნება.

daadanashaula thu ara jim qerim holivudi kanibalizmshi1 დაადანაშაულა თუ არა ჯიმ ქერიმ ჰოლივუდი კანიბალიზმში?
სქრინშოტი Newspunch-ის სტატიიდან

Newspunch დეზინფორმაციის და კონსპირაციული თეორიების გამავრცელებელი ვებ-საიტია, სადაც გამიზნულად, ადამიანების შეცდომაში შესაყვანად, გამოგონილი ამბები ქვეყნდება. საიტი News Punch თავდაპირველად YourNewsWire-ის სახელით იყო ცნობილი. Poynter.org-ის მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წელს, საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. საიტზე გამოქვეყნებული სტატიები გასულ წლებში “მითების დეტექტორმაც” არაერთხელ გადაამოწმა, მათ შორის ზოგიერთი სტატია სწორედ ჰოლივუდს ეხებოდა:

ამერიკაში ბავშვების წამებასთან დაკავშირებით კონსპირაციის თეორიას სოციალურ ქსელსა და ბლოგებზე ჯგუფი QAnon-ი ავრცელებდა, რომლის მხარდამჭერები FBI-მ საშინაო ტერორისტულ საფრთხედ გამოაცხადა, რადგან ამ ჯგუფის მიერ წახალისებულმა მოქალაქეებმა რამდენჯერმე არეულობა გამოიწვიეს. “ჩვილი ბავშვების ორგანიზმიდან აღებულ სითხეზე” კონსპირაციის თეორია კი უსაფუძვლოა, ვრცლად იხილეთ:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელ ნინო ბრეგაძეს, რომელიც ჯიმ ქერიზე გავრცელებული პოსტის ავტორია, ყალბი ინფორმაცია წარსულშიც რამდენჯერმე გაუვრცელებია.

daadanashaula thu ara jim qerim holivudi kanibalizmshi4 დაადანაშაულა თუ არა ჯიმ ქერიმ ჰოლივუდი კანიბალიზმში?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist