იმუქრებიან თუ არა ცნობილი ადამიანები გაფიცვით მანამ, სანამ ჰოლივუდში ყველა არ აიცრება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

281
VIEWS

1 თებერვლიდან ქართული და რუსულენოვანი ანონიმური ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები გაფიცვით იმუქრებიან მანამ, სანამ ყველა ადამიანი არ აიცრება. პოსტების მიხედვით, ცნობილი ადამიანების ჯგუფი ჰოლივუდს “მთელი თანამედროვე ამერიკული კულტურის საფუძველს” უწოდებს, ხოლო ჯგუფის წარმომადგენელი ამბობს, რომ ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ძალაუფლება მათ ეკუთვნით და აუდიტორიაც მათ ემორჩილება და არა პირიქით. დამატებით, ქართულენოვან პოსტში ვაქცინაციასთან და ანტი-ვაქსერულ მოძრაობასთან დაკავშირებული რამდენიმე ცნობილი ადამიანის ფრაზებია მოყვანილი. ორივე პოსტს დართული აქვს ფოტო, რომელზეც “კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის” ტვიტერ პოსტს ვხვდებით წარწერით “ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰოლივუდის გაფიცვას მანამ, სანამ ყველა არ აიცრება”, ფოტოზე ასევე გამოსახულია მსახიობები ჯენიფერ ენისტონი და შონ პენი. 

galivudi1 იმუქრებიან თუ არა ცნობილი ადამიანები გაფიცვით მანამ, სანამ ჰოლივუდში ყველა არ აიცრება?

მტკიცება, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები გაფიცვას აპირებენ იმ დრომდე, სანამ ყველა ვაქცინას არ გაიკეთებს, დეზინფორმაციულია. ტვიტერის პოსტი, რომლითაც “კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია” გაფიცვას მხარს უჭერს, არ არსებობს. გავრცელებულ ფეისბუქ პოსტებში მოყვანილი ციტატები 2017 წლიდან ვრცელდება და სხვადასხვა დეზინფორმაციული მტკიცების გასამყარებლად გამოიყენება. 

გავრცელებული ცნობები ცნობილი სახეების პროტესტის შესახებ ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა გამოცემა Lead Stories-მა გადაამოწმა. გამოცემის მიხედვით, ამერიკის “კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის” (ასევე ცნობილი, როგორც “აკადემია” – ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად “ოსკარების” დაჯილდოებას მართავს) წარმომადგენელმა მათთან კომენტარში დაადასტურა, რომ ჰოლივუდის გაფიცვის მხარდამჭერი ტვიტი აკადემიას საკუთარი ტვიტერის გვერდზე არასდროს გამოუქვეყნებია. 

ფრაზები, რომლებსაც გაფიცული ჯგუფის წარმომადგენელს მიაწერენ 2017 წლიდან ვრცელდება. FactCheck.org-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ისინი ყალბ ცნობასთან ერთად გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც, ჰოლივუდის ვარსკვლავების ჯგუფი, სახელად “უთხარი უარი ფაშიზმს” პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გადადგომას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვით იმუქრებოდა. ისტორია სათავეს საიტი  Breitbart.com-დან იღებდა. 

გარდა გაფიცული ჯგუფის წარმომადგენლისა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, გავრცელებულ პოსტებში რამდენიმე ცნობილი პირის ფრაზაა მოყვანილი, რომლებიც ვაქცინაციასა და ანტივაქსერულ მოძრაობას უკავშირდება. მათ შორისაა, მსახიობი ჯენიფერ ენისტონის ფრაზა იმის შესახებ, რომ მას ურთიერთობის გაწყვეტა მოუწია ადამიანთა ნაწილთან, რომლებმაც ვაქცინაციაზე უარი განაცხადეს, რადგან არ სურდა კორონავირუსის გავრცელების რისკი თავადაც შეექმნა და სხვები დაეავადებინა. ასევე ამერიკული როკ ჯგუფი “Kiss-ის” წევრის ჯინ სიმონსის ფრაზა, რომელშიც მან ანტი-ვაქსერები “მტრებად” მოიხსენია. ორივე შემთხვევაში, ფრაზები ნამდვილია, თუმცა მათ გაფიცვისკენ მოწოდებასთან არაფერი აკავშირებთ. 

პოსტში, რომელიც ანონიმურმა ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები გაავრცელა, წყაროდ საიტი newspunch.com-ის 2023 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული სტატიაა მითითებული. საიტის განყოფილებაში “გამოყენების პირობები”, აღნიშნულია, რომ Newspunch-ი საიტზე განთავსებული კონტენტის სანდოობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist