ვის მოუწევს წყალაღების მოსაკრებლის გადახდა “წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონის თანახმად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

44
VIEWS

30 ივლისს ფეისბუკ ანგარიშმა Koba Jakobia კანონპროექტის “წყლის რესურსების მართვის შესახებ” პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად,  2026 წლის პირველი სექტემბრიდან  მდინარეთა სააუზო წყალსარგებლობის სპეციალური სანებართვო რეჟიმის (“ფასიანი ბუნებათსარგებლობის” პრინციპი) დანერგვა იგეგმება, რაც ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღების მოსაკრებლის აღდგენას გულისხმობს. პოსტის ავტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ჭის წყალზეც გადასახადი დაწესდეს და მოსახლეობას  “ყოველ წვეთ წყალზე ხვეწნა” მოუწიოს.

Screenshot 2023 08 03 123623 ვის მოუწევს წყალაღების მოსაკრებლის გადახდა “წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონის თანახმად?

„ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპი მოსაკრებელის არსებობას გულისხმობს, თუმცა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება შესაბამისი ლიცენზიების მქონე იურიდიულ პირებს წყლის რესურსებით სპეციალურ სარგებლობის განხორციელების დროს ეკისრებათ. თავის მხრივ, სპეციალური წყალსარგებლობა გულისხმობს ზედაპირული წყლის ობიექტიდან დღე-ღამეში 15 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით წყალაღებას, შესაბამისად მოსკარებელის გადახდის ვალდებულება იმ შემთხვევაში იარსებებს, თუ სუბიექტი დღე-ღამეში 15 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით წყალს მოიხმარს. საერთო წყალსარგებლობა კი ნებართვის გარეშე ხორციელდება და იგი უფასოა.

“წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე მოამზადა. პარლამენტმა კანონპროექტი 2023 წლის ივნისში მიიღო. კანონის მიხედვით, ახალი რეგულაციები ითვალისწინებს წყლით სარგებლობის ნებართვების აღებას იმ სუბიექტებისთვის, რომელთაც საქმიანობის პროცესში წყლის გამოყენება ესაჭიროებათ. “ფასიანი ბუნებათსარგებლობის” პრინციპის ამოქმედება გულისხმობს, რომ წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ჰიდროელექტრო სადგურებსა და სხვა ტიპის ბიზნესებს, რომლებიც წყლის რესურსების მომხმარებლები არიან, შესაბამისი მოსაკრებელის გადახდა მოუწევთ. მოსაკრებლის რაოდენობა კი განისაზღვრება წყლის ობიექტების მდინარის აუზისადმი კუთვნილების და წყლის მოცულობის მიხედვით. კანონის მეათე თავი წყლის რესურსების მართვის ეკონომიკურ მექანიზმებს არეგულირებს, რომლითაც დგინდება, რომ „ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპიდან“ გამომდინარე, სპეციალური წყალსარგებლობისთვის (წყალაღება) პირები შესაბამის მოსაკრებელს გადაიხდიან.

“წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონის მეოთხე თავის მე-12 მუხლი განსაზღვრავს წყალსარგებლობის ობიექტებს და წყალსარგებლობის სახეებს, რომელთა შორისაცაა საერთო წყალსარგებლობა და სპეციალური წყალსარგებლობა. 

საერთო წყალსარგებლობზედაპირული წყლებით ან/და მიწისქვეშა წყლებით სარგებლობას გულისხმობს მათ შორის:

  1. არაკომერციული მიზნით (მათ შორის, პირადი (სასმელი, საყოფაცხოვრებო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მსგავსი) მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად), ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენების გარეშე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება იგეგმება ან/და წყალდაცვით ზოლზე;
  2. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით.

კანონპროექტის მიხედვით, საერთო წყალსარგებლობა ნებართვის გარეშე ხორციელდება და იგი უფასოა. 

რაც შეეხება  სპეციალურ წყალსარგებლობას, მე-16 მუხლის თანახმად,  ეს არის წყალსარგებლობა ისეთი ნაგებობის ან/და მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც არსებით გავლენას ახდენს იმ წყლის ობიექტის მდგომარეობაზე, საიდანაც წყალაღება ხდება. თავის მხრივ, წყლის ობიექტის მდგომარეობაზე არსებით გავლენად ზედაპირული წყლის ობიექტიდან დღე-ღამეში 15 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით  წყლის ამოღება და ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ნებისმიერი ოდენობით ჩაშვება მიიჩნევა. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,  გამონაკლისად მიიჩნევა წყალსარგებლობა ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით.

„ასოცირების შეთანხმების” 306-ე მუხლის მიხედვით, საქართველო ვალდებულია ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან შესაბამისობაში იყოს. “წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ წყლის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის სფეროში „კოლექტიური პასუხისმგებლობის” პრინციპის „ინდივიდუალური პასუხისმგებლობის” პრინციპით  შეცვლას და  მოსახლეობის სათანადო ხარისხის წყლითა და წყლის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას. ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირის (EU), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით და სხვადასხვა საჯარო უწყებასთან, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა.

წყაროს შესახებ

ფეისბუკ მომხმარებელს  Koba Jakobia ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს მის მიერ გამოქვეყნებული მცდარი და კონსპირაციული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist