ვაქცინები გრაფენის ჰიდროქსიდს არ შეიცავენ, ხოლო გერმანელი ქიმიკოსი პოლიციას არ დაუკავებია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

116
VIEWS

26 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა Koba Jakobia გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც გრაფენის ჰიდროქსიდს შეეხება. ვიდეოში გერმანელი ქიმიკოსი ანდრეას ნოაკი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გრაფენის ჰიდროქსიდს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მოქმედებს, როგორც “სამართებლის ბასრპირა” და სისხლძარღვებს შიგნიდან ჭრის.

ვიდეოს შესავალში აღნიშნულია, რომ ანდრეას ნოვაკი გრაფენის ჰიდროქსიდზე ვიდეოს გამოქვეყნებიდან 3 დღეში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. ვიდეოს ბოლოს ჩანს, რომ ნოაკის სახლში პოლიცია შედის, ის იატაკზე წვება, პოლიციელი კი კამერას ფარავს.

Screenshot 1 5 ვაქცინები გრაფენის ჰიდროქსიდს არ შეიცავენ, ხოლო გერმანელი ქიმიკოსი პოლიციას არ დაუკავებია

მტკიცება, თითქოს კორორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გრაფენის ჰიდროქსიდს შეიცავს და მას სამართებლის მსგავსად სისხლძარღვების გაჭრა შეუძლია, შეთქმულების თეორიაა და მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ემყარება. ვაქცინების შემადგენლობა საჯაროა და მათში გრაფენი არანაირი ფორმით არ შედის. 

რაც შეეხება ვიდეოს ბოლო ნაწილს, მართალია, პოლიციამ ნოაკის საცხოვრებელ კორპუსში ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა გამოძიება ნოაკს არ ეხებოდა და ის პოლიციას არ დაუკავებია.

ვიდეოში გერმანელი ქიმიკოსი ანდრეას ნოაკი საუბრობს. ნოაკის მტკიცება, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებში გრაფენის ჰიდროქსიდია და ისინი “სამართებლის ბასრპირის” მსგავსად სისხლძარღვებსა და ორგანოებს შიგნიდან ჭრის, ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ემყარება და შეთქმულების თეორიაა. რეალურად, ყველა ავტორიზებული ვაქცინის შემადგენლობა გასაჯაროებულია და მათში გრაფენი არანაირი სახით არ შედის.

რა არის და რისთვის გამოიყენება გრაფენის ჰიდროქსიდი?

სამეცნიერო ნაშრომების ბაზებში გრაფენის ჰიდროქსიდის შესახებ არაერთი ნაშრომი იძებნება, ისინი გრაფენის ჰიდროქსიდის გამოყენებას ისეთი მიმართულებებით იკვლევენ, როგორებიცაა სუპერკონდენსატორები, ჰიბრიდული სენსორები, კატალიზი, წყლის გაწმენდისა და ცეცხლგამძლე მასალები.

ერთ-ერთი პირველი 2014 წელს გამოქვეყნებული კვლევაა, რომელმაც გრაფენის ჰიდროქსიდის სამგანზომილებიანი და შრიანი სტრუქტურა და მისი სუპერკონდენსატორებში გამოყენება შეისწავლა.

Screenshot 2 3 ვაქცინები გრაფენის ჰიდროქსიდს არ შეიცავენ, ხოლო გერმანელი ქიმიკოსი პოლიციას არ დაუკავებია

ნაშრომში აღნიშნული, გრაფენის ოქსიდის ნატრიუმის ჰიდროქსიდის (NaOH) ხსნარში ხანგრძლივი ჩაძირვის შემდეგ, ეპოქსიდური ჯგუფების უმეტესობა ნადგურდება და ჰიდროქსილის ჯგუფები წარმოიქმნება, რის შედეგადაც გრაფენის ოქსიდი გრაფენის ჰიდროქსიდად გარდაიქმნება.

აქამდე დეზინფორმაციული და კონსპირაციული მტკიცებები გრაფენის ოქსიდის შესახებ ვრცელდებოდა, რომელიც ასევე სატრანსპორტო და ტექნოლოგიების სფეროებში გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ გრაფენის სხვადასხვა ფორმის პოტენციალს თანამედროვე ტექნოლოგიების, ენერგო და სხვა სამეცნიერო სფეროებში ხედავენ და ამ მიმართულებებით არაერთი კვლევა ტარდება.

გრაფენის ოქსიდთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებსა და შეთქმულების თეორიებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:

რა კავშირი აქვს გრაფენის ოქსიდს ვაქცინასთან, მელანია ტრამპის კაბასთან და ტატუ-არტისტთან?

შეიცავს თუ არა პირბადეები გრაფენის ოქსიდს? 

რა კავშირი აქვს გრაფენის ოქსიდს ლედი გაგას სუნამოსთან, კარდაშიანის კოსტიუმთან და გრეტა თუნბერგთან?

ვაქცინების შემადგენლობა საჯაროა და მათში არც გრაფენის ჰიდროქსიდი და არც გრაფენის სხვა ნაერთი არ შედის. ფაიზერის, მოდერნას, ჯონსონ&ჯონსონის, ასტრაზენეკას, სინოვაკისა და სინოფარმის შემადგენლობები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულებზე, რომელთაგან გრაფენის ოქსიდი არც ერთის შემცველობაში არ შედის. 

ვაქცინების შემადგენლობასთან დაკავშირებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

როგორია კოვიდ ვაქცინების შემადგენლობა და რა კავშირი აქვს დალესს ჯანმოსთან და ВЕЧНЫЙ ЗОВ-თან?

ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებში ტოქსიკური ინგრედიენტები არ გვხვდება

რა არის პოლისორბატ 80 და სახიფათოა თუ არა მისი ვაქცინებში გამოყენება?

შეთქმულების თეორია, თითქოს გრაფენი ვაქცინების შემადგენლობაშია და შემდეგ სამართებლის მსგავსად მოქმედება შეუძლია, ამერიკელი რეპერის, ტრევის სკოტის ასტროვორლდის მუსიკალური ფესტივალის დროს ადამიანების გარდაცვალებასაც დაუკავშირეს. 

Screenshot 3 3 ვაქცინები გრაფენის ჰიდროქსიდს არ შეიცავენ, ხოლო გერმანელი ქიმიკოსი პოლიციას არ დაუკავებია

კონსპირაციული თეორიის მიხედვით, კონცერტზე არსებულმა ხმაურმა ვაქცინირებულთა სისხლში არსებული გრაფენის ოქსიდი და ე.წ სამართებლები გაააქტიურა, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია, ამ თემაზე სტატია Lead Stories-მა მოამზადა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვაქცინების შემადგენლობაში გრაფენის ოქსიდი არ შედის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასტროვორლდზე 10 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია, ხოლო ერთის ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაცია გახდა.

დააპატიმრეს თუ არა ანდრეას ნოაკი?

გერმანელი ქიმიკოსი ანდრეას ნოაკი კორონავირუსის პანდემიამდე საკუთარ იუთუბ-არხზე ვიდეოებს ალტერნატიული მედიცინის მიმართულებით აქვეყნებდა. პანდემიის დაწყების შემდეგ კი მისი ვიდეოები კორონავირუსთან დაკავშირებულ შეთქმულების თეორიებს შეეხო.

Screenshot 4 3 ვაქცინები გრაფენის ჰიდროქსიდს არ შეიცავენ, ხოლო გერმანელი ქიმიკოსი პოლიციას არ დაუკავებია

ნოაკის ცნობადობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2020 წლის ნოემბერში ლაივის დროს მის ბინაში პოლიცია შევიდა. ვიდეოს ბოლოს სწორედ ეს კლიპია ნაჩვენები. მასში ვხედავთ, რომ ნოაკის სახლში პოლიცია შედის, ის იატაკზე წვება, პოლიცია სახელს ეკითხება, შემდეგ კი პოლიციელი კამერას ფარავს და აღარ ჩანს, ბოლოს რა ხდება. 

ამ ვიდეოს გავრცელებას მოჰყვა მტკიცებები, თითქოს პოლიციამ ანდრეას ნოაკი მთავრობის კრიტიკის გამო პირდაპირი ეთერის დროს დააკავა. ბავარიის პოლიციამ დაადასტურა, რომ იმ კორპუსში, რომელშიც ნოაკი ცხოვრობდა, ჩხრეკა ნამდვილად ჩატარდა, თუმცა გამოძიებას ნოაკის საქმიანობასა და შეხედულებებთან კავშირი არ ჰქონია, მათ ჩხრეკის ორდერი მთლიან კორპუსზე ჰქონდათ. პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ოპერაციის დროს ნოაკი არ დაუკავებიათ.

Screenshot 5 2 ვაქცინები გრაფენის ჰიდროქსიდს არ შეიცავენ, ხოლო გერმანელი ქიმიკოსი პოლიციას არ დაუკავებია

ანდრეას ნოაკი 2021 წლის 26 ნოემბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას სპეკულაციებიც მოჰყვა, თითქოს ნოაკი მთავრობამ ვაქცინების შესახებ სიმართლის გამჟღავნების გამო მოკლა, თუმცა მისმა მეუღლემ დაადასტურა, რომ ნოაკს გულის შეტევა ჰქონდა. მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც ავსტრიულმა პოლიციამ ადგილობრივ გაზეთს განუცხადა, ნოაკი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

გრაფენის ჰიდროქსიდის გარდა, ანდრეას ნოაკმა ვიდეოში სხვა დეზინფორმაციებიც გაავრცელა. ნოაკი ვიდეოში ამბობს, რომ 2020-21 წლებში სპორტსმენები გონებას მოულოდნელად კარგავდნენ, მათი ნაწილი კი ვაქცინაციით გარდაიცვალა.

ვიდეოში ნაჩვენები სპორტსმენებიდან რამდენიმეს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ზოგიერთი ვიდეო ძველი იყო, ზოგიერთ სპორტსმენს გულის პრობლემები აქამდეც აწუხებდა, მათი უმეტესობის ვაქცინაციის სტატუსი კი ღია წყაროებით არ იძებნება, რაც მტკიცებულებების გარეშე ტოვებს მტკიცებას, თითქოს მათი გონების დაკარგვა ვაქცინაციას უკავშირდება. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

სპორტსმენებში გულის გაჩერების შემთხვევებს ვაქცინაციას მანიპულაციურად უკავშირებენ

3 დეზინფორმაცია სპორტმენებში ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების შესახებ

ვიდეოში ასევე საუბარია VAERS-ის ბაზაზე და აღნიშნულია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცნაციის დაწყების შემდეგ სისტემაში გარდაცვალების შემთხვევების მონაცემებმა მკვეთრად იმატა. VAERS-ის მონაცემების ვაქცინაციის პროცესის საწინააღმდეგოდ გამოყენება, მანიპულაციურია, რადგან სისტემაში ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, აღნიშნული ინფორმაციის კი სამედიცინო ადმინისტრაცია შეისწავლის. 

VAERS-ში მონაცემების რაოდენობის გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებმა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიიღეს, ამის გამო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მოეთხოვებათ დააფიქსირონ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, რამდენად მიაჩნიათ, რომ ისინი ვაქცინისგანაა გამოწვეული. სხვა ვაქცინების შემთხვევაში კი, მათ მხოლოდ კონკრეტული გვერდითი მოვლენების აღრიცხვა ევალებათ, მაგალითად ანაფილაქსიური შოკის შემთხვევების.

VAERS-ის სისტემასთან დაკავშირებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

რა არის VAERS-ის სისტემა და რა ვიცით ამერიკაში ვაქცინაციის პროცესზე?

დეზინფორმაცია, თითქოს ვაქცინის მიღებიდან 3 დღეში 45 000 ადამიანი გარდაიცვალა

რა არის და რამდენად სანდო წყაროა VAERS-ი?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist