ვინ არის მაიკლ ნელსი და შეუძლია თუ არა ვაქცინას ალცჰაიმერის გამოწვევა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

86
VIEWS

9 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა Maria Maria-მა გერმანელი ექიმის, მაიკლ ნელსის, ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორი აღწერაში მიუთითებს, რომ ნელსის მტკიცებით, ვაქცინა აზიანებს ტვინს, იწვევს დეპრესიას, ალცჰაიმერსა და ქცევის ცვლილებას. ავტორის მიხედვით, ,,ცილის სპიკი” (სპაიკ ცილა) თავს ესხმის ტვინსა და  ავტობიოგრაფიულ მეხსიერებას. ის  აქვეითებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ცნობისმოყვარეობას, საბოლოოდ ადამიანები დეპრესიამდე მიჰყავს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ალცჰაიმერში გადაიზრდება. 

vin aris maikl nelsi ვინ არის მაიკლ ნელსი და შეუძლია თუ არა ვაქცინას ალცჰაიმერის გამოწვევა?

ფეისბუქ მომხმარებლის მიერ გავრცელებული მტკიცება, რომ ვაქცინაცინა და სპაიკ ცილა ტვინს აზიანებს, შლის ავტობიოგრაფიულ მეხსიერებას, იწვევს დეპრესიასა და საბოლოოდ – ალცჰაიმერს, დეზინფორმაციაა. გავრცელებულ ვიდეოში გერმანელი ექიმი, მაიკლ ნელსი, მართლაც საუბრობს ვაქცინისა და სპაიკ ცილის უარყოფით მხარეზე, თუმცა ნელსის მიერ ალცჰაიმერზე გამოთქმულ მოსაზრებებს წლებია სამეცნიერო სფეროში ეწინააღმდეგებიან. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მაიკლ ნელსის მიერ გამოცემა Daily Clout-თან მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტია. 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუს გამოცემის აღმასრულებელი დირექტორი, ნაომი ვულფი, უძღვებოდა. ინტერვიუში მაიკლ ნელსი თავისი ახალი წიგნის (The Indoctrinate Brain) მიხედვით საუბრობს, თუ რა გავლენა აქვს m-RNA ვაქცინასა და სპაიკ ცილას ადამიანის გონებაზე და ამტკიცებს, რომ ,,გრძელ პერსპექტივაში” მას ალცჰაიმერის გამოწვევაც შეუძლია. 

  • ვინ არის მაიკლ ნელსი? 

მაიკლ ნელსი გერმანელი მედიცინის დოქტორია. მას წარსულშიც არაერთხელ გამოუქვეყნებია ნაშრომები ალცჰაიმერზე, ხშირად უსაუბრია ამავე დაავადებაზე. ნელსს რამდენიმე წიგნიც აქვს გამოქვეყნებული, მათ შორისაა ,,ალცჰაიმერის სიცრუე” და ,,ალცჰაიმერის განკურნება შესაძლებელია”. როგორც გავრცელებულ ვიდეოში, ნელსი ამ შრომებშიც ყურადღებას ამახვილებს ალცჰაიმერის გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებსა და განკურნების გზებზე. ექიმის მტკიცებით, ალცჰაიმერის ხელოვნური გამოწვევა, მისი პრევენცია და მედიკამენტების გარეშე განკურნებაც შესაძლებელია. ,,სანამ დაავადებული არ ხართ, თავის დაცვა შესაძლებელია. დაავადების შემდეგაც შეიძლება პროცესის შენელება,” – ამბობს მაიკლ ნელსი და ამატებს ,,ისეთი ცივილიზაციური დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერი, ჩვენი ცხოვრების წესია და არა – გენეტიკური სტრუქტურა. ეს [დაავადება] იწვევს დეფექტებს, რომელთა კომპენსირებაც ჩვენს გენეტიკურ სტრუქტურას აღარ შეუძლია.” 

სამეცნიერო მოსაზრებების გამო, მაიკლ ნელსს ხშირად აკრიტიკებენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2015 წელს იყო. ის ,,მიუნხენის ალცჰაიმერის საზოგადოების” წევრმა, ბიოქიმიკოსმა, ქრისტიან ჰასმა ,,ალცჰაიმერის სიცრუეში” გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკა, დაავადებაზე მის შეხედულებებს კი ,,შეცდომაში შემყვანი” და ,,საზიანო” უწოდა. ,,ალცჰაიმერი ტყუილია? თუ პაციენტთა რაოდენობას გადავხედავთ, მხოლოდ გერმანიაში ასეთი 1.4 მილიონია, ძნელია, მას ტყუილი უწოდო. ჩვენ ვბერდებით და ცნობილია, რომ ასაკი დემენციის განვითარების ყველაზე დიდი რისკფაქტორია”, – წერს ქრისტიან ჰასი. 

ფეისბუქ მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, მაიკლ ნელსი ამბობს, რომ ვაქცინებში შემავალი სპაიკ ცილა ხელს უშლის ნერვული უჯრედების წარმოებას. ვაქცინები, ზოგადად, შეიცავენ ცილებს, მათ შორის, ზოგიერთი სპაიკ ცილასაც შეიცავს. სინამდვილეში, სპაიკ ცილა არ არის ტოქსიკური ნივთიერება და ის ვერ გამოიწვევს ისეთ სერიოზულ შედეგებს, როგორზეც მაიკლ ნელსი, შემდგომ კი ფეისბუქ მომხმარებელი მიუთითებს. m-RNA ვაქცინის საშუალებით ორგანიზმში დასუსტებული მიკრობი არ შედის, არამედ ისინი უჯრედებს აჩვევენ იმუნური რეაქციის გამომწვევი სხეულები გამოიმუშაოს. 

სპაიკ ცილასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა, ,,მითებიც დეტექტორმაც” გადაამოწმა მსგავსი დეზინფორმაციული შინაარსის მტკიცება:  

Covid 19-ის პანდემიისას განსაკუთრებით ხშირად ვრცელდებოდა სპაიკ ცილასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაცია. 2021 წელს Reuters-ის ფაქტების გადამოწმების სააგენტომ, იმუნოლოგიის პროფესორზე  დაყრდნობით დაწერა, რომ ვაქცინებში შემავალი სპაიკ ცილა არ არის ტოქსიკური ნივთიერება. 

  • რა არის ალცჰაიმერი? გამომწვევი მიზეზები და პრევენცია

,,ალცჰაიმერის ასოციაციის” განმარტებით, ეს არის დემენციის ფორმა, ტვინის პროგრესირებადი დაავადება, რომელიც მოქმედებს მეხსიერებაზე, გონებასა და ქცევაზე. მისი სიმპტომები კი საბოლოოდ ისე ძლიერდება, ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას. 

ალცჰაიმერის ყველაზე გავრცელებული რისკფაქტორი ასაკის მატებაა. ალცჰაიმერის მქონე ადამიანთა უმრავლესობა 65 წლის და უფროსი ასაკისაა. გარდა ასაკისა, ალცჰაიმერის გამომწვევი, შესაძლოა, გახდეს ოჯახური ისტორია (თუ მშობელს, დას ან ძმას აქვს ალცჰაიმერი) და გენეტიკა. ,,ალცჰაიმერის ასოციაცია” დამატებით რისკფაქტორებად თავისა და ტვინის დაზიანებას გამოყოფს. 

,,ალცჰაიმერის საზოგადოების” მიხედვით, დაავადების განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს მედიკამენტოზური და არამედიკამენტოზური მკურნალობა, რამაც, შესაძლოა, დაავადების მიმდინარეობა შეანელოს. 

ალცჰაიმერის მქონე ადამიანების 1%-ზე ნაკლებს უვლინდება დაავადების ადრეული დაწყების ტიპი, რაც გენეტიკურ მუტაციას უკავშირდება. ,,მემკვიდრეობითი ალცჰაიმერის ცენტრი” ჯერაც ატარებს კვლევას იმის დასადგენად, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს თავი დაიცვან დაავადებისგან. ,,ალცჰაიმერის საზოგადოება” რეკომენდაციას იძლევა დაავადების მიმდინარეობის შენელებისთვის, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მეტ სოციალურ აქტიურობას გულისხმობს. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში, Maria Maria დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსისი ინფორმაციის გავრცელებით გამოირჩევა. ხშირად ავრცელებს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას. ,,მითების დეტექტორს” აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია Maria Maria-ს მიერ გავრცელებული ცნობები.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist