ვინ არიან “ანგლოსაქსები” და ვის ადანაშაულებს რუსეთის ნაცვლად დეკანოზი სპირიდონი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

837
VIEWS

16 ოქტომბერს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” გადაცემაში “დღის კომენტარი” უკრაინასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური საკითხების განსახილველად დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი სტუმრად იმყოფებოდა. დეკანოზმა კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებსა და მხარეების ინტერესებსა საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მხოლოდ “ანგლოსაქსებს” ანუ ამერიკელებსა და ბრიტანელებს და საქართველოში “მათ მიერ დაფინანსერბულ სალიბერასტე ფრთას” სურთ.

სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: “განსაკუთრებით ორ სახელმწიფოზე მაქვს აქცენტი გაკეთებული ანგლოსაქსებზე – ამერიკელებზე და ბრიტანელებზე (…) ეს ომი არ აწყობს რუსეთს, ეს ომი არ აწყობს უკრაინელ ხალხს, ეს ომი არ აწყობს გერმანიას, საფრაგენთს, აშკარაა მათი პოზიცია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ომი არ მოხდეს, ეს ომი არ აწყობს საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენი რიგი დგება შემდეგ და ეს ომი აწყობს მხოლოდ და მხოლოდ ანგლოსაქსურ ორ სახელმწიფოს – ამერიკასა და ბრიტანეთს და მათ მიერ დაფინანსებულ სალიბერასტე ფრთას საქართველოში.” 

Screenshot 1 12 ვინ არიან “ანგლოსაქსები” და ვის ადანაშაულებს რუსეთის ნაცვლად დეკანოზი სპირიდონი?

დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მტკიცება, რომ უკრაინაში ომის “ანგოსაქსებს” აწყობთ დეზინფორმაციულია: 1. ტერმინი “ანგლო-საქსები” ისტორიულად ბრიტანეთის ტერიტორიაზე დასახლებული გერმანული წარმოშობის ხალხების აღსაწერად გამოიყენება. 2. უკრაინაში კრიზისის გამწვავება არა აშშ-ს ან დიდი ბრიტანეთის, არამედ უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის მობილიზების გამო დაიწყო. 

  • ვინ იყვნენ/არიან ანგლოსაქსები?

ტერმინი “ანგლო-საქსები” ისტორიულად იმ გერმანული წარმოშობის ხალხების აღსაწერად გამოიყენება, რომლებიც ჩვ.წ. V საუკუნიდან 1066 წლამდე პერიოდში დღევანდელი ინგლისისა და უელსის ტერიტორიაზე დასახლდნენ და ამ მიწებზე გაბატონდნენ. პირველი ინგლისელი ისტორიკოსის წმინდა ბედე ღირსის მიხედვით, ანგლო-საქსები გერმანელი ხალხების სამი ძირითადი შტოს – ანგლების, საქსებისა და იუტების შთამომავლები იყვნენ. ისტორიკოსის მიხედვით, ანგლო-საქსები ბრიტანეთის კუნძულზე მეხუთე საუკუნეში ბრიტონების მმართველის ვორტიგერნის მიწვევით გადასახლდნენ, რათა მმართველს პიქტებისა და სკოტების შემოსევების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდნენ. 

დღევანდელი ინგლისის ტერიტორიაზე დასახლებული ანგლო-საქსები სხვადასხვა დიალექტზე საუბრობდნენ, დროთა განმავლობაში დიალექტების განვითარებამ მთლიანობაში დღეისათვის ცნობილი ძველი ინგლისური შექმნა. ძველ ინგლისურად შექმნილი ლიტერატურისადრეული ნიმუშებია “ბეოვულფი” და ანგლოსაქსური ქრონიკები.” ეს უკანასკნელი ინგლისის ადრეულ ისტორიას გადმოცემს. 

Screenshot 2 12 ვინ არიან “ანგლოსაქსები” და ვის ადანაშაულებს რუსეთის ნაცვლად დეკანოზი სპირიდონი?
ანგლოსაქსური ქრონიკების ხელნაწერი ფოტო: British Library

ნორმანთა მიერ ინგლისის ტერიტორიაზე შეჭრის დროისთვის (1066 წელი) ანგლო-საქსი ხალხების სამეფო ინგლისის სახელით გახდა ცნობილი, ხოლო  “ანგლო-საქსი” ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის აღსაწერ საერთო ტერმინად დამკვირდრდა. 

თანამედროვეობაში ტერმინით “ანგლოსაქსური” ძირითადად ინგლისურ ენაზე მოსაუბრე წარსულში დიდი ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი სახელმწიფოების ერთობას გამოხატავენ. მაგალითად, მიჩნეულია, რომ ეკონომიკური მოდელი ანგლოსაქსური კაპიტალიზმი დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ირლანდიასა და ახალ ზელანდიაში მოქმედებდა ან მოქმედებს. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიტ რომნიმ 2008 წელს ბრიტანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-სა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობებისა და საერთო ისტორიული მემკვიდრეობის აღსაწერად ტერმინი “ანგლოსაქსური” გამოიყენა, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან ამერიკული გამოცემა The Atlantic-ის მიხედვით, ინგლისთან დაკავშირებულ მემკვიდრეობას ამერიკელების მხოლოდ 9% აღიარებს. სხვადასხვა მკვლევრის თანახმად, ტერმინი “ანგლო-საქსები” მოძველდა და თანამედროვეობაში მისი გამოყენება შესაძლოა რასისტულიც იყოს.

  • უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის მობილიზება 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, რამაც კრიზისი გააღრმავა

რაც შეეხება სპირიდონ ცქიფურიშვილის მტკიცებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვა რეალურად აშშ-სა და დიდი ბრიტნეთის ინტერესებში შედის, ის დეზინფორმაციულია. რეალურად, უკრაინაში ვითარების დაძაბვა 2021 წლის გაზაფხულზე აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებთან შეტაკებების განახლებით დაიწყო, ხოლო უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის და სამხედრო ტექნიკის მობილიზება გასული წლის ოქტომბრიდან შეინიშნება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლებლობის შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველი განცხადებები 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში გააკეთა, ამ დროს რუსეთ-უკრაინის საზღვართან უკვე ასობით ათასი რუსი ჯარისკაცი იყო მობილიზებული. სწორედ ამ პერიოდში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვლადიმერ პუტინი დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების შემთხვევაში მნიშვნელოვანი შედეგების შესახებ გააფრთხილა. 

მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინის კრიზისს აშშ ამძაფრებს, სოციალურ ქსელში პრორუსული პარტიის “პატრიოტთა ალიანსისი” მხარდამჭერის მხრიდან ადრეც გავრცელდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist