ვიდეომანიპულაცია, თითქოს ვაქცინაციამ ეგზემის გაუარესება გამოიწვია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

84
VIEWS

2022 წლის 24 ივლისს, Facebook მომხმარებელმა Gvan Ca-მ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა ქალი ეგზემაზე საუბრობს. პოსტს აღწერაში დართული აქვს მონოლოგის ქართული თარგმანი, რომელიც იწყება სიტყვებით “კოვიდ ინექციის მსხვერპლი”. პოსტის აღწერის მიხედვით, ვაქცინაციამდე მას ეგზემა ჰქონდა მხოლოდ მკლავზე, მაგრამ ვაქცინაციის თითოეული დოზის შემდეგ დაავადების ფორმა გაუმწვავდა.  27 ივლისს იგივე ვიდეო გამოაქვეყნა Facebook მომხმარებელმა შორე შანიძემ, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ ეგზემის გამწვავებული ფორმა ვაქცინაციამ გამოიწვია.

shore ვიდეომანიპულაცია, თითქოს ვაქცინაციამ ეგზემის გაუარესება გამოიწვიაshore 1 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ვაქცინაციამ ეგზემის გაუარესება გამოიწვია

გავრცელებული მტკიცება, თითქოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეგზემის გამწვავებას იწვევს, მტკიცებულების გარეშეა. არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაციასა და კანის დაავადების გამწვავებას შორის მიზეზ-შედეგობრიობას დაასაბუთებს, ხოლო თავად ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ შესაძლოა მისი შემთხვევა არა ვაქცინის, არამედ არაერთი ფაქტორის თანხვედრის შედეგი იყო.

შეუძლიათ თუ არა ეგზემის მქონე პაციენტებს ვაქცინაცია?

ეგზემა კორონავირუსის ვაქცინის უკუჩვენებას არ წარმოადგენს და უმეტეს შემთხვევაში ექიმები ვაქცინაციის რეკომენდაციას ეგზემის მქონე პაციენტების შემთხვევაშიც გასცემენ. აღნიშნულ თემაზე ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის ფეინბერგის მედიცინის სკოლის დერმატოლოგიის განყოფილების თავმჯდომარემ ემი პალერმა ეგზემის ეროვნულ ასოციაციასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში კომენტარი გააკეთა. კითხვაზე “ცვლის თუ არა ეგზემა ფაიზერის ან მოდერნას Covid-19 ვაქცინების რისკებს ან გვერდით მოვლენებს”, პალერმა განაცხადა, რომ ერთადერთი პოტენციური პრობლემა შეიძლება იყოს ალერგია ვაქცინის შემადგენელ კომპონენტზე. იმავე კითხვაზე, პასუხი გასცა პედიატრიული ეოზინოფილური დაავადების ცენტრის დირექტორმა, ექიმმა სპერგელმა, რომელმაც განაცხადა, რომ  დამატებითი დოზების ადმინისტრირების ფონზე შესაძლოა, რომ დაფიქსირდეს იშვიათი ჩვენებები, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ატოპიური დერმატიტი (ეგზემა) არ წარმოადგენს ვაქცინის უფრო მწვავე გვერდითი რეაქციის რისკ ფაქტორს. 

დღესდღეობით, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაციასა და კანის დაავადების გამწვავებას შორის მიზეზ-შედეგობრიობას დაასაბუთებს. 

მითების დეტექტორი კომენტარისთვის დაუკავშირდა ბიძინა კულუმბეგოვს, რომელმაც განაცხადა, რომ ვაქცინას არ შეუძლია რომელიმე კანის დაავადების გამწვავება ან გამოწვევა და ასეთი ინფორმაცია არ იძებნება სამეცნიერო ლიტერატურაში.

ვიდეოს პირველწყარო

2022 წლის 23 ივლისს, ტიკტოკ მომხმარებელმა Cynnchaa-მ, სახელად სინტია, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ კორელაცია არ არის მიზეზშედეგობრიობა და შესაძლოა ვაქცინას არ გამოუწვევია ეგზემის გამწვავება, თუმცა, მისი თქმით, ეს უცნაური დამთხვევა იყო, რადგან  თითოეული ვაქცინის შემდეგ ეგზემა გაუარესდა. ვიდეოს ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ კანის მდგომარეობა არაერთი ფაქტორის თანხვედრის შედეგი იყო. ეგზემის სამკურნალოდ, ექიმის რჩევით, იღებდა სხვადასხვა ძლიერ წამლებს, რომლებსაც ონკოლოგიურ პაციენტებს უნიშნავენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist