ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინაში მართლმადიდებლობის აკრძალვას აპროტესტებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

77
VIEWS

28 ოქტომბერს ფეისბუქ ანგარიშებმა “ნაცნობი უფნობი” და “ნიკოლოზ კობერიძე” გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მართლმადიდებლობის აკრძალვის შემდეგ საკუთარი მრწამსის დასაცავად ასიათასობით უკრაინელი გამოვიდა  და პოჩაევის ლავრისკენ მსვლელობა მოაწყვეს. პოსტებს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ადამიანები ხატებით და ჯვრებით მიემართებიან.

Screenshot 2023 10 31 133949 ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინაში მართლმადიდებლობის აკრძალვას აპროტესტებენ

მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ნაჩვენები მსვლელობა მართლმადიდებლობის აკრძალვის გამო საპროტესტო ხასიათს ატარებს, დეზინფორმაციულია და ვიდემანიპულაციას შეიცავს. უკრაინის პარლამენტს მართლმადიდებლობა არ აუკრძალავს, ხოლო კადრები უკრაინაში ყოველწლიურ მსვლელობას ასახავს, რომლის დროსაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ხმელნიცკის რეგიონიდან პოჩაივ ლავრის მიმართულებით ჯვარს და ხატებს მიაბრძანებენ. 

ფეისბუქზე გავრცელებული კადრები 2023 წლის აგვისტოშია გადაღებული. ვიდეო 19-26 აგვისტოს კამიანეც-პოდილსკიდან, რომელიც ხმელნიცკის რეგიონში მდებარეობს, წმინდა მიძინების პოჩაივის ლავრას მიმართულებით უკრაინელი მართლმადიდებლების მსვლელობას ასახავს. აღნიშნული რელიგიური ცერემონია უკრაინაში დაახლოებით 200 წელია ყოველწლიურად აგვისტოში ტარდება. რელიგიური მსვლელობა 26 აგვისტოს პოჩაივის ლავრაში ჩასვლით დასრულდა, რომელშიც 10 000-მდე მომლოცველმა მიიღო მონაწილეობა. ამ მოვლენის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა (1, 2, 3.).

Screenshot 2023 10 31 134006 ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინაში მართლმადიდებლობის აკრძალვას აპროტესტებენ Screenshot 2023 10 31 134012 ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინაში მართლმადიდებლობის აკრძალვას აპროტესტებენ
კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან კადრი აგვისტოში გავრცელებული ვიდეოდან

უკრაინის რადას მიერ 19 ოქტომბერს პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაცია მედიასა და ოფიციალურ უწყებებში ამ დრომდე  არ გავრცელებულა. 

კანონპროექტი, რომელიც უკრაინის რადამ პირველი მოსმენით დაამტკიცა, შესაძლებელს ხდის არა მართლმადიდებლობის აკრძალვას, არამედ ისეთი რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას, რომელთა მართვის ცენტრი აგრესორ ქვეყანაში მდებარეობს. კანონი, დიდი ალბათობით შეეხება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც უკრაინაში ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ არის. რადაში ასეე აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის სრული სახე არაა ჩამოყალიბებული და მის საბოლოოდ დამტკიცებამდე, მოქალაქეთა აღმსარებლობის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებების გათვალისწინებული იქნება. 

აღნიშნულ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ სტატიაში:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიში ნაცნობი უფნობი იგივე “ფანტინა”, მის სხვა ანგარიშებთან (1,2,3) ერთად, მცდარ ინფორმაციასა და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს მუდმივად აქვეყნებს. “მითების დეტექტორმა” ფეისბუქ მომხმარებლის მიერ სხვადასხვა ანგარიშით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მრავალჯერ გადაამოწმა.

ფეისბუქ ანგარიში “ნიკოლოზ (ნიკა) კობერიძე” შეთქმულების თეორიებსა და დეზინფორმაციებს ხშირად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist