ვიდეო, რომელშიც ქალი თვითმფრინავში არავაქცინირებულის გვერდით დაჯდომაზე უარს ამბობს, დადგმულია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

20
VIEWS

9 ნოემბერს ფეისბუქ-პროფილმა გაბრიელ მიქელაძემ გამოაქვეყნა რუსულად გახმოვანებული ვიდეო ინგლისური სუბტიტრებით. ვიდეოში ჩანს ქალი, რომელიც თვითმფრინავში ბორტგამცილებელს ეჩხუბება და ამბობს, რომ მის გვერდით მჯდომ მამაკაცს ვაქცინაციის დამადასტურებელი ბარათის ჩვენება მოსთხოვა, მაგრამ მან არ აჩვენა, რის გამოც მგზავრის გვერდით დაჯდომა არ სურს. ქალი მის გვერდით მჯდომი მამაკაცისთვის ადგილის შეცვლას მოითხოვს, მიზეზად კი მამაკაცი არავაქცინირებულობას ასახელებს.

ამის შემდეგ შემოდის პილოტი, რომელიც ქალს ეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ვაქცინირებულია თუ არავაქცინირებული, რადგან ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. პილოტი აცხადებს,  რომ არავაქცინირებულის დისკრიმინაციას არ დაუშვებს და ქალს თვითმფრინავის დატოვებას სთხოვს, მგზავრები კი ტაშს უკრავენ.

"
ვიდეოში ნაჩვენები სიტუაცია დადგმულია, ვიდეო წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვითაა გადაღებული, მასში ნაჩვენები მგზავრი, ბორტგამცილებელი და პილოტი კი მსახიობები არიან.

ვიდეო, რომელიც თავდაპირველად ტიკ-ტოკის პლატფორმაზე გამოჩნდა და მილიონობით ნახვა დააგროვა, შემდეგ კი ანტივაქსერულმა ჯგუფებმა სხვა პლატფორმებზეც გაავრცელეს, დადგმულია და მასში მსახიობები მონაწილეობენ.

გაბრიელ მიქელაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ტიკ-ტოკის რუსულენოვანი მომხმარებლის kireev_voice-ს სახელი აწერია, აღსანიშნავია, რომ მას ვიდეო რუსულ ენაზე აქვს გახმოვანებული, ვიდეოს ორიგინალი კი ინგლისურ ენაზეა. kireev_voice-ს ვიდეოს პირველწყაროდ, ტიკ-ტოკის მომხმარებელი Anjelo Tavera ჰყავს მითითებული. ორივე მათგანის ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს და მას კომენტარების ველში უმეტესობა რეალურად აღიქვამს.

"

აღნიშნული ვიდეო IMDB-ზე “კოვიდ-ფრენის” (Covid Flight) სახელით იძებნება, რეჟისორი ჯეიმი ჰალ-გრინვუდია, მგზავრის როლის შემსრულებელი დაიანა ვინთერია, პილოტის როლს კი შონ პოგმორი ასრულებს. მათი IMDB-ის პროფილების მიხედვით, “კოვიდ-ფრენის” გარდა, მათ სხვა არაერთ ფილმშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.

""

""

"

ვიდეოს პროდიუსერი რიჩარდ უილიამსი იგივე Prince Ea-ია, 1 ნოემბერს მან ვიდეო თავის ფეისბუქ-გვერდზეც გამოაქვეყნა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ ვიდეო დადგმულია.
"
როგორც Newsweek-მა გაარკვია, თვითმფრინავი, რომელშიც ვიდეო გადაიღეს, ბრიტანულ სასწავლო ავიაკომპანია J.A.R.E.-ს ეკუთვნის, რომელიც სხვა სერვისებთან ერთად გადაღებებისთვის ბოინგ B737-საც აქირავებს. 27 ოქტომბერს კომპანიის ვებ-გვერდზე “კოვიდ-ფრენის” რეჟისორის დადებითი შეფასებაცაა გამოქვეყნებული.

""

როგორც Rolling Stone წერს, ვიდეოს რეჟისორმა ჯეიმი ჰალ-გრინვუდმა ინსტაგრამზე გადაღებიდან ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებშიც თვითმფრინავის ინტერიერი და ის მსახიობი ჩანდა, რომელიც ვიდეოში ბორტგამცილებლის როლს ასრულებს, ამ დროისთვის ეს პოსტი აღარ იძებნება.

"

აღნიშნული ვიდეო არაერთმა გამოცემამ გადაამოწმა, მათ შორისაა Lead StoriesNewsweek და Rolling Stone. Rolling Stone-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ არც ისე იშვიათია, როცა პროდიუსერული კომპანია სხვადასხვა პლატფორმისთვის, მათ შორის ტიკ-ტოკისთვის წინასწარი სცენარის მიხედვით ცხოვრებისეულ ვიდეოებს იღებს, რომლებშიც მსახიობები მონაწილეობენ. ასეთი ვიდეოები ხშირად ვირუსულად ვრცელდება, თუმცა მაყურებელმა არ იცის, რომ ისინი დადგმულია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist