ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალებაზე ყალბი ცნობები ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

38
VIEWS

განახლება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან 9 აგვისტოს მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ეწერა, რომ სრულად ვაქცინირებული 70 წლის კაცი, ომარ ფიცხელაური არ გარდაცვილილა. მკითხველის მომართვის საფუძველზე “მითების დეტექტორი” ინფორმაციის დამატებით დასაზუსტებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა, რომელმაც განახლებული ინფორმაციის საფუძველზე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირი კორონავირუსის მძიმე ფორმით გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით სრულად (2 დოზით) ვაქცინირებული სამი პირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ფეისბუქ მომხმარებელ გიორგი ასათიანის 7 აგვისტოს პოსტის მიხედვით, ორჯერადად აცრილი გენადი ცენტერაძე და ზაზა დედოფალიძე კორონავირუსით ინფიცირების შედეგად დაიღუპნენ, ლუკიანე ფეიქრიშვილის მიხედვით კი, ასევე სრულად ვაქცინირებული ომარ ფიცხელაური კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა. ომარ ფიცხელაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაზიარდა ჯგუფში “ვაქცინით დაზარალებულები.”

;
მტკიცება იმის შესახებ, რომ სრულად ვაქცინირებული სამივე პირი კორონავირუსით ინფიცირების შედეგად დაიღუპა, ყალბია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინირებულთა ბაზაში გენადი ცენტერაძისა და ზაზა დედოფალიძის აცრის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ხოლო ვაქცინირებული ომარ ფიცხელაური ცოცხალია.

“მითების დეტექტორი” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობერივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა, ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, ვაქცინირებულთა ბაზაში გენადი ცენტერაძე და ზაზა დედოფალიძე არ ფიქსირდებიან. ხოლო რაც შეეხება ომარ ფიცხელაურს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა ბაზაში ამ სახელის და გვარის მქონე პიროვნება, 70 წლის კაცი ფიქსირდება და ის არ გარდაცვლილა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 15 მარტი – 15 ივლისის პერიოდში საქართველოში ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევა დადასტურებული არ არის.

ყალბი მტკიცებები ვაქცინირებული ადამიანების გარდაცვალების შესახებ “მითების დეტექტორმა” არა ერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist