ანტივაქსერები 27 წლის ბიჭის ვაქცინით გარდაცვალებაზე ინფორმაციას მტკიცებულებების გარეშე ავრცელებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

31
VIEWS

16 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძე გაავრცელა პოსტი, რომელსაც თან ერთვის კომენტარების სქრინი, სადაც მომხმარებელი მარინა ანჩაბაძე ამტკიცებს, რომ ვაქცინის მიღებიდან 2 საათში მუხრანში 27 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამავე კომენტარის სქრინი 17 ივნისს რამდენიმე ანგარიშმა გააზიარა: ანტივაქსერმა შორე შანიძემ  ჯგუფში “”ვაქცინით” დაზარალებულები!”, წარწერით “კიდევ ერთი მსხვერპლი!”, ასევე ანგარიშმა “სამყარო სამყარო”. გავრცელებული პოსტებიდან შეუძლებელია გარდაცვლილის ვინაობის და შემთხვევის დროის დადგენა. ასევე არაა დაკონკრეტებული რომელ ვაქცინაზეა საუბარი.

;
“მითების დეტექტორმა” მიაკვილია კომენტარს, სადაც სხვა ფეისბუკ მომხმარებელი გარდაცვლილის სახელს აკონკრეტებს და ამბობს, რომ ის 27 წლის ჯემალ მეითოლია მუხრანიდან. კომენტარი 16 ივნისსაა გაკეთებული და აღნიშნულია, რომ ეს პირი წინა დღით ანუ 15 ივნისს გარდაიცვალა.

;
გავრცელებული ინფორმაცია მუხრანში ვაქცინაციით 27 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებ მტკიცებულებების გარეშეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უარყვეს ამ ასაკის და სახელის მქონე პირის 15 ივნისის პერიოდში გარდაცვალების შემთხვევა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულია ასაკისა და სახელის ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა გარდაცვლილთა ბაზაშუ არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მტკიცება, რომელიც გარდაცვალებას ვაქცინაციას უკავშირებს სიმართლეს არ შეესაბამება.

აცრის შედეგად საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ დეზინფორმაცია ადრეც გავრცელებულა. იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist