უკრაინაში 40 ბავშვის ვაქცინის შედეგად გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

192
VIEWS

7 და 8 თებერვალს სოციალური ქსელში (1, 2, 3, 4) უკრაინაში ვაქცინაციის შედეგად 40 ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაავრცელდა ინფორმაცია. ფეისბუქ პოსტებს თან ერთვის ვიდეოც. ვიდეოში უცნობი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ Pfizer-ის კიევის ოფისის თანამშრომელია, აცხადებს, რომ უკრაინაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის საფარქვეშ ბავშვებს ექსპერიმენტულ ვაქცინას უკეთებდნენ  – თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არც პაციენტების მშობლებს და არც სამედიცინო პერსონალს არ აქვს. ვიდეოში ქალი ასაჯაროებს დოკუმენტებს, სადაც ნაჩვენებია, რომ ტესტირების მეორე ეტაპზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი მათ შორის, ვინც ვაქცინა მიიღო, 4-5% იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ათასზე მეტ ბავშვს გაუკეთეს ინექცია, გარდაცვლილთა რაოდენობა 40-50 მაინც უნდა იყოს.

6-12 თებერვალს იგივე ინფორმაცია შემდეგმა რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს: Россия 24, vesti.ru, news-kiev.ru, dnr-pravda.ru, bloknot.ru, smi.today/ru, newdaynews.ru. Россия 24-ის სიუჟეტში სათაურით “დასავლურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ბავშვები საცდელ კურდღლებად აქცია” ნათქვამია, რომ კიევში ფაიზერის ახალი პრეპარატით ვაქცინაციის მესამე ეტაპი დაიწყო და სამთვიანი ექსპერიმენტის განმავლობაში ნახევარი ასეული ადამიანი გარდაიცვალა, რაც “ფაიზერის” თანამშრომელმაც აღიარა.

ukrainashi gardatsvlili 4o bavshvi უკრაინაში 40 ბავშვის ვაქცინის შედეგად გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

ukrainashi gardatsvlili 4o bavshvi1 უკრაინაში 40 ბავშვის ვაქცინის შედეგად გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც ფაიზერის ვაქცინის გამოცდისას უკრაინაში 40 ბავშვის დაღუპვა დასტურდება. ფაიზერი უარყოფს, რომ ქალი სახელი ანა სახნო მასთან მუშაობს. გარდა ამისა, უკრაინაში Pfizer არ ატარებს ვაქცინის კვლევებს, რასაც შეიძლებოდა ბავშვების გარდაცვალება მოჰყოლოდა.

ინფორმაციის პირველწყაროს, რომელიც უკრაინაში 40 ბავშვის გარდაცვალებას Pfizer-ის ექსპერიმენტულ ვაქცინაციას მიაწერს,  TikTok-ის ვიდეო წარმოადგენს. ვიდეოში ეკიპირებული ქალი, რომელსაც სამედიცინო ნიღაბი უკეთია, აცხადებს, რომ ამ  ექსპერიმენტული ვაქცინაციის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ და პირადად პრეზიდენტმა ზელენსკიმაც კი იცის და ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ Pfizer-თან, აწვდიან კიევის კლინიკების ელექტრონული რეესტრებიდან ყველა საჭირო მონაცემს.

Anna Saskhno-ს TikTok-ის ანგარიში ამ დროისთვის  დახურულია, შესაბამისად, შეუძლებელია იმის გარკვევა, ისევ თუ არის TikTok-ზე ხელმისაწვდომი სოციალურ ქსელში გავრცელებული  ვიდეო. აღსანიშნავია, რომ პიროვნების იდენტიფიცირება არც იმ ფოტოთია შესაძლებელი, რომელიც მას პროფილზე აქვს ატვირთული. ამ სახელის და გვარის მქონე ადამიანის პოვნა, რომელსაც მსგავსი ფოტო ექნებოდა გამოქვეყნებული, არც სხვა სოციალურ ქსელებშია შესაძლებელი, რაც კიდევ აღრმავებს ეჭვს იმის შესახებ, რომ პირი სახელად ანა სახნო “ფაიზერში” არ მუშაობს.

ukrainashi gardatsvlili 4o bavshvi2 უკრაინაში 40 ბავშვის ვაქცინის შედეგად გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

ვიდეოს ნახვა შესაძლებელია Youtube-ზე სადაც 4 თებერვალს ანგარიშმა სახელწოდებით Pastor 89 ატვირთა. თავად ეს ანგარიში Youtube-ზე 2024 წლის 3 თებერვალს დარეგისტრირდა და 19 თებერვლის მონაცემებით მხოლოდ ეს ერთი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული.

ukrainashi gardatsvlili 4o bavshvi3 უკრაინაში 40 ბავშვის ვაქცინის შედეგად გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

უკრაინული ფაქტების გადამოწმების პლათფორმა Stopfake აღნიშნული საკითხის შესახებ  Pfizer-ის ევროპულ ოფისს დაუკავშირდა. Pfizer-ის წარმომადგენელმა Stopfake-ს უთხრა, რომ მათ ასეთი სახელის და გვარის მქონე თანამშრომელი არ ჰყავთ. გარდა ამისა, Pfizer-ის კიევის ფილიალში ამჟამად არანაირი კვლევა არ მიმდინარეობს, რაც clinicaltrials.gov-ზე დასტურდება, სადაც  კლინიკური კვლევების შესახებ მონაცემები  მთელი მსოფლიოდან არის წარმოდგენილი.  ამ ინფორმაციის სისწორე 10 თებერვალს უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრმაც უარყო.

ukrainashi gardatsvlili 4o bavshvi4 უკრაინაში 40 ბავშვის ვაქცინის შედეგად გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

ინფორმაცია Pfizer-ის ვაქცინაციის ვაქცინის ტესტირების შედეგად 40 ბავშვის გარდაცვალების შესახებ ონლაინ გამოცემამ The Chicago Chronicle-მაც გაავრცელა, რასაც შემდეგში რუსული მედიები დაეყრდნენ (1,2,3). ასევე, ეს გამოცემები ხაზს უსვამენ ამ პროცესებში უკრაინის ხელისუფლებისა და ზელენსკის ბრალეულობას  – სწორედ ზელენსკიმ დაუშვა 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია და ფაქტობრივად მათ სიკვდილი მიუსაჯა. ეს ტაქტიკა უკვე კარგად ნაცნობია და ბოლო თვეების განმავლობში, რუსულ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ერთი შეხედვით დასავლური, თუმცა საეჭვო და არასანდო წყაროებიდან, სადაც ბავშვების ტრეფიკინგში, უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობაში, გებელსის ვილის შეძენაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკია დადანაშაულებული.

ukrainashi gardatsvlili 4o bavshvi5 უკრაინაში 40 ბავშვის ვაქცინის შედეგად გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციების გავრცელებას ერთნაირი ანატომია აქვთ: Youtube-ზე ანონიმური პირი, რომელიც ხშირ შემთხვევაში რომელიმე რომელიმე ორგანიზაციის ყოფილ თანამშრომლად აიდენტიფიცირებს თავს, ავრცელებს ვიდეოს და წარმოადგენს  “მტკიცებულებებს”. ამის შემდეგ ამ ჩანაწერს რომელიმე უცხოური, საეჭვო რეპუტაციის მქონე მედია ვრცელ სტატიასთან ერთდ ავრცელებს, შემდეგ კი ეს ინფორმაცია რუსულ მედიაში უცხოური პუბლიკაციების სახელით ხვდება.

რაც შეეხება Pfizer-ის კლინიკურ ცდებს, ფარმაცევტული კომპანიის მიერ ჩატარებული ყველა კვლევა ტარდება ადგილობრივი კანონებისა და რეგულაციების, ასევე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ჰელსინკის დეკლარაციისა და GCP-ის (Guideline for Good Clinical Practice) რეგულაციების ფარგლებში, რათა ყველა მონაწილის უსაფრთხოება დაცული და უზრუნველყოფილი  იყოს.

ამ კუთხით, მნიშვნელოვანია კვლევაში მონაწილე პირის მხრიდან ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობის ქონა. ინფორმირებული თანხმობა უნდა მოიცავდეს მკაფიო ახსნას კვლევის მიზნის, რისკებისა და პოტენციური მოსალოდნელი სარგებელის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კვლევაში მონაწილეობასთან. ასევე, კვლევის მონაწილეს აქვს უფლება უარი თქვას კვლევაში მონაწილეობაზე ნებისმიერ დროს. ბავშვების მონაწილეობა კლინიკურ კვლევაში მოითხოვს მათი მშობლების ან კანონიერი მეურვეების ინფორმირებულ თანხმობას. თანხმობა ეფუძნება კვლევის მიზნის, პროცედურების, რისკებისა და სარგებელის საფუძვლიან განმარტებას. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება ის მტკიცება, რომლის თანახმადაც ვაქცინაციის კვლევის შესახებ ინფორმირებულები მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ. 

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

ფეისბუქ-ანგარიში საქართველო უპირველეს ყოვლისა კორონავირუსის პანდემიისა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ სისტემატიურად ავრცელებს ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. მის მიერ გვავრცელებული არაერთი პოსტი ფაქტების გადამმოწმებელი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მონიშნულია მცდარ ინფორმაციად (1,2,3,4).

Lado Qartvelishvili ფეისბუკ ჯგუფის “ანტილაბ-საქართველო”  ადმინისტრატორია. ჯგუფი “ანტილაბ-საქართველო” ორგანიზაცია Antilab-თან არის დაკავშირებული. ორგანიზაცია “ამერიკულ ბიოლაბორატორიებს” და ბიოლოგიურ იარაღს ეწინააღმდეგება და ამ საკითხზე სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას და დეზინფორმაციას ავრცელებს. ამ ჯგუფში ქართველიშვილის მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.

არქივის ბმულები:

ფეისბუქ პოსტები 1, 2, 3, 4

ვიდეო  არქივი
რუსული მედიები 1, 2, 3, 4, 5, 6, 7


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist