ტვ “პირველის” სახელით ნიკა მელიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

14
VIEWS

30 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა “ძალა სიმართლეშია”  ტელეკომპანია “პირველის” ლოგოს თანხლებით ნიკა მელიას ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე თანდართული ტექსტის მიხედვით, მელია მიხეილ სააკაშვილს რევოლუციისკენ მოწოდებების გამო საყვედურობს და დამდგარ შედეგებში ადანაშაულებს: “არ შეიძლება პარტიის ლიდერი ციხიდან ყოველდღე მოუნოდებდეს ხალხს რევოლუციისკენ, ზუსტად ესაა რის გამოც დადგა ის შედეგები რაც დადგა”.

1
“ძალა სიმართლეშიას” მიერ ტელეკომპანია “პირველის” სახელით გავრცელებული სქრინი ყალბია. TV პირველის ფეისბუკ გვერდსა და ვებ-გვერდზე ან სხვა ღია წყაროებით ნიკა მელიას ფოტო მსგავსი განცხადებით არ იძებნება.

ფოტოზე ტვ პირველის ლოგო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა, თუმცა არც TV პირველის ფეისბუკ გვერდსა და არც სხვა ღია წყაროებში ნიკა მელიას მსგავსი კომენტარი არ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მას მაინც ეყვარება თავისი სამშობლო.

მიხეილ სააკაშვილი: “თითოეულ თქვენს ხმაზე და არჩევნებში მონაწილეობაზეა დამოკიდებული ვიცოცხლებ თუ მოვკვდები. იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ,  მაინც მეყვარებით და უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო!”

ფეისბუქ გვერდმა “ძალა სიმართლეშია” 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურისა და მეორე ტურის პერიოდში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ყალბ ციტატასა და გაყალბებულ კვლევებს აქვეყნებდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist