პოლიტიკა

Ipsos-ის სახელით გაყალბებული კვლევა ვრცელდება

2 ოქტომბერი, 2021

2 ოქტომბერს 18:42 წუთზე ფეისბუქ გვერდმა Provocateurs გამოქვეყნა  ფოტო, რომელზეც კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-ის ლოგოა გამოსახული. ფოტოს მიხედვით “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა 47% უჭერს მხარს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27%, ხოლო პარტიას “საქართველოსთვის” 6%. ფოტოზე დატანილია დრო - 19:30 საათი. 

"
Ipsos-ის ის სახელით გავრცელებული კვლევა ყალბია, ორგანიზაციას ასეთი კვლევა არ გამოუქვეყნებია. გარდა ამისა, კანონმდებლობით არჩევნების დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქება კენჭისყრის პროცედურების დასრულებამდე იკრძალება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქება იკრძალება. 

2 ოქტომბერს Provocateurs-ის მიერ Ipsos-ის ამ გაყალბებულ კვლევამდე რამდენიმე საათით ადრე ფეისქბუ გვერდებმა “ძალა სიმართლეშია” და NewsWall.ge ორგანიზაცია Edison Research-ის იდენტური გაყალბებული კვლევა გამოაქვეყნეს. საინტერესოა, რომ ორივე პოსტის დიზაინი ერთმანეთს ჰგავს, მხოლოდ ფერები და ორგანიზაციის ლოგო განსხვავდება. 

""
აღსანიშნავია, რომ Ipsos-ისა და Edison Research-ის გაყალბებულ კვლევებს იდენტურ ჯგუფებში ერთი და იგივე ფეისბუქ ანგარიშები აზიარებენ:

"

"

Provocateurs-ის შესახებ

ფეისბუქ გვერდი Provocateurs 2021 წლის 3 ივლისს შეიქმნა და მისი პოსტები ძირითადად ოპოზიციის დისკრედიტაციისკენაა მიმართული. 

"

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.