“ძალა სიმართლეშია” “ქართული ოცნების” ოპონენტების საწინააღმდეგოდ შექმნილი გვერდია, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურისა და მეორე ტურის პერიოდში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ყალბ ციტატასა და გაყალბებულ კვლევებს აქვეყნებდა.
გვერდმა 2021 წლის ოქტომბრის თვეში ხუთი ყალბი ინფორმაცია, მათ შორის “ტვ პირველის” ლოგოს გამოსახულებით გაყალბებული სქრინები გამოაქვეყნა. გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებს ყალბი ანგარიშები სხვადასხვა საჯარო ჯგუფში ავრცელებენ.