ცრუ ინფორმაცია საბერძნეთში ვაქცინაციაზე და QAnon-ს კონსპირაცია სიცოცხლის ელექსირზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

35
VIEWS

29 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა Natalia Davitelashvili გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც ვაქცინაციის უარყოფით მხარეებზე საუბრობს და ვაქცინების არაეფექტიანობის დასტურად საბერძნეთში დაფიქსირებულ გარდაცვალების შემთხვევებს ასახელებს. ის რამდენიმე ძირითად მტკიცებას ავითარებს:

  1. ვაქცინები არაეფექტიანია, რადგან ადამიანები მაინც იხოცებიან.
  2. კორონავირუსი მრავალი წელია აღმოჩენილია და მის შესახებ მსოფლიომ იცის
  3. ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს სიცოცხლის ელექსირის დამზადება სურს, რისთვისაც მიწისქვეშა სარდაფებში ბავშვებს აწამებენ

;
ნატალია დავითელაშვილი ანტივაქსერულ დეზინფორმაციებს ავრცელებს, რეალურად: 

  1. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები ეფექტიანია და ვაქცინაციის შედეგად საბერძნეთში კოვიდ19-ით გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა;
  2. კორონავირუსები ვირუსების ოჯახს წარმოადგენს და მისი ზოგიერთი წარმომადგენლის შესახებ წლებია ცნობილია, თუმცა Covid-19 მხოლოდ 2019 წლის ბოლოს აღმოაჩინეს.
  3. ბავშვების სისხლის გამოყენებით სიცოცხლის ელექსირის დამზადება QAnon-ის შექმნილი კონსპირაციის თეორიაა.
  • საბერძნეთში კოვიდ19-ით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების მაჩვენებელი შემცირებული

ნატალია დავითელაშვილს ვაქცინების არაეფექტიანობაზე საუბრისას არგუმენტად საბერძნეთში ვაქცინირებულთა გარდაცვალების გაზრდილი რაოდენობა მოჰყავს.  თუმცა რეალურად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისიმ 5 ივლისს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კოვიდ19-თან დაკავშირებული გართულებების შედეგად ინტენსიური მოვლის განყოფილებაში მოხვედრილ ან 60-80 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გარდაცვლილ ადამიანთა შორის 99% ვაქცინირებული არ იყო. მიცოტაკისმა ამას სამწუხარო, თუმცა სამარცხვინო უწოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ვაქცინაციის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნადაა შემცირებული, მაგალითად,  1-ლი აგვისტოს მონაცემებით, გარდაცვალების შემთხვევების ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 11-ია მაშინ, როცა იგივე მონაცემი 2020 წლის 4 დეკემბერს თითქმის ათჯერ მეტს 100-ს წარმოადგენს.
;

;

31 ივლისის მონაცემებით, საბერძნეთის მოსახლეობის 54.7%-მა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 1 დოზა მაინც მიიღო, საბერძნეთში ვაქციანცია Pfizer-ის, Moderna-ს, AstraZeneca-სა და Jonson&Jonson-ის წარმოებული ვაქცინებით მიმდინარეობს.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების არაეფექტიანობის შესახებ სხვადასხვა ქვეყანასთან დაკავშირებული ყალბი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა:

მანიპულაციური მტკიცებები იმის შესახებ, რომ კოვიდ-19 მრავალი წელია აღმოჩენილია და მისი არსებობის შესახებ მეცნიერებმა იციან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აქტიურად ვრცელდება. რეალურად, კორონავირუსები ვირუსების ოჯახია, რომელიც მრავალ სხვადასხვა ვირუსს მოიცავს და პერიოდულად ვრცელდება. კორონავირუსები  მეტწილად ცხოველებში ცირკულირებენ და ადამიანის სხეულში მოხვედრის შემთხვევაში სხვადასხვა სიმწვავის რესპირატორულ დაავადებებს იწვევენ.

ცხოველებში დაფიქსირებული კორონავირუსი პირველად 1920-იანი წლებში აშშ-ში, ადამიანებში დაფიქსირებული კორონავირუსები კი 1960-იან წლებში დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში აღწერეს. 2000-იანი წლებიდან ადამიანებში კორონავირუსიების ოჯახის სხვა ვირუსებიც გამოჩნდა, მაგალითად SARS კორონავირუსი (SARS-cov) პირველად 2002 წლის ნოემბერში დააფიქსირეს და მას მწვავე რესპირატორული სინდრომის გამოწვევა შეეძლო, ვირუსი 2004 წლისთვის გაქრა. MERS კორონავირუსი (MERS-cov) 2012 წელს გაჩნდა და ადამიანში მწვავე რესპირატორულ ინფექციას იწვევს. მისი წყარო აქლემებია და შუა აღმოსავლეთში  მისი აფეთქებები პერიოდულად ხდება ხოლმე. ახალი ტიპის კორონავირუსი SARS-CoV-2 კი  კოვიდ-19-ს იწვევს და ის 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში წარმოიშვა.

კოვიდ-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა:

საკუთარ მიმართვაში ნატალია დავითელაშვილი ამბობს, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს სიცოცხლის ელექსირის დამზადება სურს, აქამდე ისინი მიწისქვეშა სარდაფებში ბავშვების დახოცვასა და მათი სისხლის გამოყენებაზე მუშაობდნენ, თუმცა ახლა სარდაფებიდან გამოვიდნენ და ამას ღიად აკეთებენ. დავითელაშვილი სიცოცხლის ელექსირის დამზადების მცდელობებს პანდემიას უკავშირებს. რეალურად, კონსპირაცია იმის შესახებ, რომ მიწისქვეშა სარდაფებში ბავშვებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და მათი სისხლის გამოყენებით გამაახალგაზრდავებელი, სიცოცხლის ელექსირი მზადდება QAnon-ის ცნობილი კონსპირაციაა, რომელსაც ეს ულტრამემარჯვენე გაერთიანება 2020 წლის გაზაფხულიდან ავრცელებს.

QAnon-ის კონსპირაციების შესახებ ვრცლად იხილე “მითების დეტექტორის” მასალები:

ფეისბუქ ჯგუფი “არა აცრას!”

ვიდეოს ატვირთვიდან მალევე ნატალია დავითელაშვილმა ვიდეოზე დააკომენტარა, რომ დიდი გამოხმაურების გამო თავის ჯგუფს სახელი შეუცვალა და მასში გაწევრიანება ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვინც აცრის წინააღმდეგია. ჯგუფის ახალი სახელწოდებაა არა აცრას! 

;
ჯგუფი 2021 წლის 16 თებერვალს შეიქმნა და 30 ივლისის ჩათვლით სახელმწოდება 7-ჯერ შეეცვალა, თავდაპირველად ჯგუფს Natalia’s Page ერქვა, სხვადასხვა დროს კი “საბერძნეთის ემიგრანტების თავისუფალ გვერდად,” “პატრიოტ ემიგრანტებად” და “თავისუფალ გვერდად” იწოდებოდა.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist