Timer პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ გამოკითხვაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2
VIEWS

31 ივლისს ონლაინ გამოცემა Timer.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “ოცნება 46%, ნაციონალები 17%, გახარია 6%.” ტექსტის მიხედვით, საქართველოში აშშ-ს საელჩოს დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს, “ნაციონალურ მოძრაობას” – 17%, გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” კი – 6%, მეოთხე ადგილზე “ლელოა,” ხოლო დანარჩენ პარტიებს უმნიშვნელო მხარდაჭერა აქვთ.

;
მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს, “ნაციონალურ მოძრაობას” 17%, ხოლო გიორგი გახარიას 6%, ყალბია. რეალურად, აშშ-ს საელჩოს დაკვეთით კვლევა არ ჩატარებულა, ხოლო USAID მხარდაჭერით IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა არა 46% არამედ 26% უჭერს მხარს.

“მითების დეტექტორი” საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაუკავშირდა, საელჩოს წარმომადგენელმა საელჩოს დაკვეთით რაიმე კვლევის ჩატარება უარყო.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები 2 აგვისტოს გამოქვეყნდა. IRI-ს მიხედვით, კვლევის ჩატარება  ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით გახდა შესაძლებელი. მონაცემები 2021 წლის 15-30 ივნისს პირდაპირი ინტერვიუების გზით გამოკითხული 1500 რესპონდენტის პასუხებს მოიცავს.

გამოკითხვისას ერთ-ერთი შეკითხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას ეხებოდა, შეკითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ გამოკითხულები ხმას, თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნები მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა პირველი არჩევანის მიხედვით, სამი ყველაზე რეიტინგული პარტიის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 26%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 14%
  • საქართველოსთვის – 9%

გახარიას პარტიას არა “ლელო,” არამედ “ლეიბორისტული პარტია” მოსდევს, რომელსაც გამოკითხულთა  3% დაუჭერდა მხარს.

;
IRI-ს კვლევაში ცალკეცაა დალაგებული იმ 1 333 გამოკითხულის მონაცემი, რომლებმაც თქვეს, რომ არჩევნებზე წასვლას და ხმის მიცემას აპირებდნენ. მათი პასუხებიდან გამომდინარე პირველი ოთხი პარტიის რეიტინგი ასე ასე გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 28%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 15%
  • საქართველოსთვის, გიორგი გახარია – 9%
  • ლეიბორისტული პარტია – 3%

;
აღსანიშნავია, რომ timer.ge-ის მასალაში არ არის მითითებული არც კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია, არც კვლევის ჩატარების დრო, არც კითხვების ზუსტი ფორმულირება და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქების დროს მედიამ უნდა დაიცვას.

არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: IRI, აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist