თქვა თუ არა უკრაინელმა ჟურნალისტმა, რომ დონბასში არასაჭირო ადამიანები უნდა მოკლან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

376
VIEWS

9 სექტემბერს რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარიშზე, ასევე რუსულენოვან ვებ-გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გამოცემის “უკრაინელი კვირის” ჟურნალისტი – ბოგდან ბუტკევიჩი უკრაინული მედიის – hromadske tv -ის ეთერში ამბობს, რომ დონბასში ბევრი არასაჭირო ადამიანია, დაახლობეით 1,5 მილიონი და ისინი უნდა მოკლან. ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ ბუტკევიჩმა ეს განცხადება 2014 წელს გააკეთა.

dombasi თქვა თუ არა უკრაინელმა ჟურნალისტმა, რომ დონბასში არასაჭირო ადამიანები უნდა მოკლან?

მტკიცება, თითქოს უკრაინელი ჟურნალისტი ბოგდან ბუტკევიჩი, დონბასში მცხოვრები 1,5 მილიონი ადამიანის სიკვდილს ითხოვს, დეზინფორმაციაა. გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და ფრაგმენტები ისეა დაჭრილი, რომ ბუტკევიჩის სიტყვებს აზრს უცვლის. რეალურად, იმ მომენტში როდესაც ჟურნალისტი მკვლელობას ახსენებს, საუბრობს პარტიულ ბიორაკრატებსა და კრიმინალურ კლანებზე, რომლებიც მისი თქმით, სიკვდილს იმსახურებენ. 

გავრცელებული ვიდეო უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Stopfake-მა 2014 წელს გადაამოწმა. ინტერვიუ 2014 წლის 29 აპრილსაა ჩაწერილი და სრული გადაცემა 31.52  წუთს გრძელდება. 19 წუთიდან იწყება ის ნაწილი, საიდანაც შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში სხვადასხვა ფრაგმენტებია მოჭრილი და ისე შეერეთებული, რომ აზრი იცვლება. სრულ ვერსიაში, როდესაც ჟურნალისტი 1,5 მილიონ ადამიანზე საუბრობს, ამბობს, რომ მათი დასაქმება ვერ ხერხდება დონბასში, ხოლო მომენტში, როდესაც მკვლელობას ახსენებს, პარტიულ ბიუროკრატებსა და კრიმანალურ კლანზე საუბრობს. 

ავთენტიკური ვერსია დამონტაჟებული
„დონბასი არ არის უბრალოდ დეპრესიული რეგიონი. იქ კომპლექსური პრობლემები გვაქვს. და მთავარი ის არის, რომ იქ არასაჭირო ადამიანების წარმოუდგენელი რაოდენობაა, განსაკუთრებით ეკონომიკაში. მათი დასაქმება ვერ მოხერხდება.ეს იმიტომ ხდება, რომ იქ აშენებული ეკონომიკური სტრუქტურა არაეფექტურია. როდესაც Metinvest-ის მაღალჩინოსნებს არაოფიციალურად ესაუბრებით, ბევრ საინტერესოს გეტყვიან.

ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. მხოლოდ დონეცკის რეგიონში,დაახლოებით 4 მილიონი ადამიანია და მათგან მინიმუმ 1,5 მილიონი არასაჭირო ადამიანია.ისინი იქ ვერასდროს დასაქმდებიან. (…) დონბასი ჩვენი რესურსია. და ჩვენი პრობლემაა, რომ მისი ათვისება არ შეგვიძლია. ჩვენ ამ რესურსს  ვაძლევთ მონსტრებს პარტიული უმაღლესი ბიუროკრატიიდან, რომლებიც ადგილობრივ კრიმინალურ კლანებს შეუერთდნენ. (…) იქ ხალხის რაღაც კატეგორიაა, რომელიც სიკვდილს იმსახურებს. სამწუხაროდ მათთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. 

დონბასი არ არის უბრალოდ დეპრესიული რეგიონი. იქ კომპლექსური პრობლემები გვაქვს. და მთავარი ის არის, რომ იქ არასაჭირო ადამიანების წარმოუდგენელი რაოდენობაა. ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. მხოლოდ დონეცკის რეგიონში,დაახლოებით 4 მილიონი ადამიანია და მათგან მინიმუმ 1,5 მილიონი არასაჭირო ადამიანია.ჩვენ არ გვჭირდება, დონბასის გაგება. გვჭირდება უკრაინის ეროვნული ინტერესების გაგება და დონბასის როგორც რესურსის გამოყენება. 

დონბასის გაგების თვალსაზრისით, ერთადერთი რეკომენდაცია რისი გათვალისწინებაც სწრაფად შეიძლება, რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს, არის ადამიანების რაღაც კატეგორია, ვინც უნდა მოიკლას. 

რუსული მედიები დამონტაჟებულ ვერსიას 2014 წლის ივლისშიც ავრცელებდნენ (1, 2, 3, 4).  ამ ვიდეოს 2014 წელს ფეისბუკზე თავად ჟურნალისტიც გამოეხმაურა. მან ინტერვიუს სრული ვერსია გამოაქვეყნა და განმარტა, რომ როდესაც მკვლელობას ახსენებს, “ტერორისტების” მკვლელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი აპრილში რომ მოეკლათ, ქვეყანაში ის სიტუაცია არ იქნებოდა, რაც ახლა აქვთ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist