თქვა თუ არა სი ძინპინმა, რომ რუსეთი მსოფლიოს 50 ქვეყანაზე მარტო იმარჯვებს? 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

7k
VIEWS

14 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Tamu Na რუსეთ-უკრაინის ომზე ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ციტატა გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: “შეწყვიტეთ ჩინეთის დადანაშაულება. ჩინეთი არ ეხმარება რუსეთს, მაგრამ თუ გადაწყვეტს დაეხმაროს, ღმერთიც ვეღარ გიშველით. უკრაინას ეხმარება თითქმის მთელი მსოფლიო. თუ ჩვენ დავინახავთ მესამე მსოფლიო ომის საშიშროებას, მაშინ ჩვენც დავეხმარებით რუსეთს. მანამდე კი მოდუნდით და თვალყური ადევნეთ, როგორ მარტოდმარტო იმარჯვებს რუსეთი მსოფლიოს 50 ქვეყანაზე”. 

იგივე ციტატა ვრცელდება რუსულენოვან ფეისბუქ ანგარიშებსა და გვერდებზეც (1,2).

Screenshot 2023 09 18 095414 თქვა თუ არა სი ძინპინმა, რომ რუსეთი მსოფლიოს 50 ქვეყანაზე მარტო იმარჯვებს? 

ციტატა, რომელიც სი ძინპინის სახელით ვრცელდება, გაყალბებულია. არცერთი ოფიციალური წყაროთი და მედიით არ დასტურდება, რომ ჩინეთის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ეს სიტყვები თქვა.    

რა პოზიცია აქვს ჩინეთს? 

ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს რუსეთის მხარდაჭერაში მრავალჯერ დაუდანაშაულებიათ. ძინპინი იყო პირველი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მას შემდეგ შეხვდა, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ჩინეთის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ის უკრაინაში ომის მოლაპარაკების გზით დასრულების მომხრეა და “ცეცხლზე ნავთის დასხმა” არ სურს, თუმცა, დასავლური მედიის გამოძიების მიხედვით, ქვეყანა რუსეთს ვერტმფრენებით, დრონებითა და ლითონებით ამარაგებს

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სი ძინპინს უკრაინაზე “დაბალანსებული” პოზიციის გამო მადლობას უხდის, ჩინეთის ლიდერი კი რუსეთთან ერთად მსოფლიოს “პოზიტიური განვითარების გზაზე” გადაყვანის მზაობაზე საუბრობს, ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია, რომ სი ძინპინმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც “რუსეთი მსოფლიოს 50 ქვეყანაზე მარტო იმარჯვებს”, “ჩინეთი კი რუსეთს მაშინ დაეხმარება, როცა მესამე მსოფლიო ომის საშიშროებას დაინახავს.”    

ჩინეთის ლიდერის სახელით გავრცელებული ყალბი ციტატა უკრაინელმა და ბელარუსმა ფაქტჩეკერებმაც გადაამოწმეს (1,2).  

წყაროს შესახებ  

ფეისბუქ-მომხმარებელ Tamu Na-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. მომხმარებელი, ძირითადად, ანტივაქსერული შინაარსის მასალას აქვეყნებს, ასევე, აზიარებს პოსტებს, რომლებიც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.  

არქივის ბმული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist