მანიპულაცია, თითქოს ევროსაბჭომ მთავრობას მოუწოდა, პატრიარქს საჯაროდ აზრის გამოხატვა აკრძალვოდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

39
VIEWS

20 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა ფანტინა ფანტინა და მღვდელმა იაკობ მესტვირიშვილმა გაავრცელეს დეკანოზ ალექსანდრე გალდავას ვიდეო, რომელშიც ჰყვება, რომ 2016 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აკრძალვოდა საჯარო სივრცეში აზრის თავისუფლად გამოხატის უფლება. მისივე ინფორმაციით, რეკომენდაცია ეხებოდა პატრიარქის ქადაგებას, რომ “სირცხვილია ლგბტ, მამათმავლური ცხოვრების წესით ცხოვრება”.  

“მე გაგახსენებთ 2016 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გამოსცა ბრძანება თუ რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც ამბიონიდან ტაძარში იქადაგა, რომ სირცხვილია ეს ლგბტ, მამათმავლური ცხოვრების წესით ცხოვრება, ამ ფრაზის გამო ის გამო ის გამოაცხადეს, როგორც ჰომოფობად, ის გამოაცხადეს, როგორც ლამის ფაშისტად და მოუწოდეს სახელმწიფოს, რომ აეკრძალოს მას საჯარო სივრცეში ასე თავისუფლად თავისი აზრის გამოხატვის უფლება. ეს კიდევ ჯერ, თუ არ ვცდები, 2016 ან 2015 წელი იყო. წარმოიდგინეთ, ევროპარლამენტი, ამხელა ორგანო, იღებს პირდაპირ პატრიარქის წინააღმდეგ… სხვათა შორის, ეს NGO-ების მიერ გავრცელებული და მომზადებული წერილი იყო. ხშირად აკეთებენ ამას და აგზავნიან ევროსაბჭოში, რომ ყველა საქმიანობა ეკლესიის დაგმონ და მათ არ მისცენ საშუალება, რომ თავისი სწავლება განავრცოს თავისი ქვეყნის ფარგლებში”. 

Screenshot 2024 05 23 at 12.06.38 PM მანიპულაცია, თითქოს ევროსაბჭომ მთავრობას მოუწოდა, პატრიარქს საჯაროდ აზრის გამოხატვა აკრძალვოდა

რასიზმისა და შეუწყნარებლობის შესახებ ევროპული კომისიის 2016 წლის ანგარიშში პატრიარქის ციტატა სხვა მაგალითებთან ერთად არის მოყვანილი და აღნიშნულია, რომ სიძულვილის ენა 2013 წლის მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზეც გამოიხატა. ანგარიშში არ ვხვდებით მოწოდებას უშუალოდ პატრიარქის მიმართ “აზრის გამოხატვის აკრძალვაზე”, თუმცა ასახულია რეკომენდაციები მთავრობის მიმართ, რაც სიძულვილის ენის რეგულირებას ეხება ისე, რომ არ მოხდეს ლეგიტიმური და არაძალადობრივი შეხედულებების ჩახშობა.

მოხსენება, რომელზეც დეკანოზი ალექსანდრე გალდავა საუბრობს, რასიზმსა და შეუწყნარებლობის შესახებ ევროპული კომისიის დოკუმენტია. კომისია ევროპის საბჭოს მიერ არის დაფუძნებული. 2016 წლის მოხსენებაში ასახულია პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით გამოიკვეთა – მათ შორის, თავდასხმები რელიგიურ უმცირესობებზე, რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური ძალადობა, რასისტული შინაარსის პოლიტიკური თუ სხვა ფორმის საჯარო გამოსვლები, ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა და ა.შ.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ს ციტატა ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენის ნაწილშია მოყვანილი.  როგორც მოხსენებაში ვკითხულობთ, სიძულვილის ენა LGBTQ+ პირთა წინააღმდეგ მოიცავს რიგ შემთხვევებს ყოფითი შეურაცხყოფებიდან სიძულვილის ენის გამომხატველ კომენტარებამდე – პოლიტიკოსების, ჟურნალისტების ან მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან. მათივე შეფასებით, მდგომარეობა გამწვავდა ანტიდისკრიმინაციულ კანონში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ჩართვაზე დისკუსიებისას. დოკუმენტში მოყვანილია მაგალითი მედიის განვითარების ფონდის 2014 წლის მონიტორინგის პროექტიდან, რომლის ფარგლებშიც შემთხვევათა ყველაზე დიდი რიცხვი აღინუსხა ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ სიძულვილის ენის სფეროში – 41 ინციდენტი სამი თვის განმავლობაში.   

აღნიშნულ თავში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეფასებასთან ერთად, იმჟამინდელი მინისტრის, დავით დარახველიძის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებებია მოყვანილი. ასევე მაგალითები მედიიდან, მათ შორის გაზეთი “ასავალ-დასავალი”.

“სიძულვილის ენა გამოიხატა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ საჯარო ღონისძიებათა წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე – მაგალითად, 2013 წლის მაისში (იხ: თავი I.3). საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ლგბტ ღონისძიებებს „ქართველი ერის შეურაცხყოფა“, ჰომოსექსუალიზმს კი „დაავადება“ უწოდა”. – ვკითხულობთ მოხსენებაში.  

მოხსენებაში ჰომო/ტრანსფობიური და სიძულვილის ენის პრობლემებზე მთავრობის მიერ მიღებული ზომები და რეკომენდაციაა დართული. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ მიღებულ იქნას სიძულვილის ენის საწინააღმდეგო კანონი მისი ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაციის შესაბამისად. ასევე, უნდა ჩატარდეს ტრენინგები იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანონი არ გამოიყენებოდეს მოწყვლადი ჯგუფების ლეგიტიმურ და არაძალადობრივ შეხედულებათა ჩასახშობად.  

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-ანგარიშს ფანტინა ფანტინა, მის სხვა ანგარიშებთან ერთად (1,2) დეზინფორმაციული პოსტები წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. “მითების დეტექტორმა” მომხმარებლის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია არაერთხელ გადაამოწმა.   

“მითების დეტექტორს” წარსულში ასევე აქვს გადამოწმებული სასულიერო პირ იაკობ მესტვირიშვილის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist