დეზინფორმაცია, თითქოს ჯონათან ვან ნესი თეთრი სახლის პრესმდივნად აირჩიეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

121
VIEWS

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო (1, 2, 3) რომელშიც სტილისტი და მსახიობი, ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი ჯონათან ვან ნესი თეთრი სახლის ტრიბუნასთან დგას. აღწერების მიხედვით ის თეთრი სახლის ახალ პრესმდივნად აირჩიეს და “შავკანიან ლესბოსელს” კარინ ჟან-პიერს ჩაანაცვლებს. კომენტარებში მომხმარებლების ნაწილი ამ ამბავს, როგორც რეალურს ისე აღიქვამს. 

Screenshot 2024 06 24 at 5.46.25 PM დეზინფორმაცია, თითქოს ჯონათან ვან ნესი თეთრი სახლის პრესმდივნად აირჩიეს

Screenshot 2024 06 24 at 5.46.42 PM დეზინფორმაცია, თითქოს ჯონათან ვან ნესი თეთრი სახლის პრესმდივნად აირჩიეს

ვიდეოში, თეთრი სახლის ტრიბუნასთან მოსაუბრე ადამიანი ნეტფლიქსის რეალითი შოუს ” Queer Eye” ერთ-ერთი მონაწილე ჯონათან ვან ნესია. მას და სხვა მსახიობებს  19 ივნისს აშშ-ის ვეცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თეთრ სახლში უმასპინძლა, რათა ლგბტქ+ თემის მიერ 20 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი განეხილათ. ჯონათან ვან ნესი თეთრი სახლის პრესმდივნად არ აურჩევიათ. მან ვიზიტისას იმიტირებული ბრიფინგი გამართა და პრესმდივნის როლი გაითამაშა.

19 ივნისს თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ნეტფლიქსის რეალითი შოუს Queer Eye -ის მსახიობებს შეხვდა. მათ შორის იყო ჯონათან ვან ნესი, რომელიც ვიდეოში ტრიბუნასთან დგას. ამის შესახებ ინფორმაცია კამალა ჰარისმა X-ზე გამოაქვეყნა

Screenshot 2024 06 24 at 5.49.37 PM დეზინფორმაცია, თითქოს ჯონათან ვან ნესი თეთრი სახლის პრესმდივნად აირჩიეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი წერს, რომ მსახიობებთან განიხილა ლგბტქ+ თემის მიერ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიღწეული, მძიმე ბრძოლით მოპოვებული პროგრესი. 

ჯონათან ვან ნესმა  თეთრ სახლში იმიტირებული ბრიფინგი გამართა და პრესმდივნის როლი გაითამაშა.  ის პრესმდივნად არ აურჩევიათ.

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიშს Георгий Кушиташвили დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.


გრიშა მკრტჩიან

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist