აშშ-ში ხმის ელექტრონულად მიცემაზე ილონ მასკის განცხადება მანიპულაციურად გავრცელდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

37
VIEWS

17 ივნისს სოციალურ ქსელ Threads-ზე რუსულენოვანმა ანგარიშმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ამერიკელმა ბიზნესმენმა და X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის აპარატები შექმნილია ისე, რომ დაუშვას თაღლითობის შესაძლებლობა. ანგარიშის მტკიცებით, მასკი მოითხოვს, რომ აშშ-ში მთლიანად აიკრძალოს არჩევნებზე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. პოსტს თან აქვს დართული სქრინშოტი, რომელიც ამ თემაზე ინგლისურენოვანი მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ასახავს.

ashsh shi khmis eleqtronulad mitsemaze ilon maskis gantskhadeba manipulatsiurad gavrtselda აშშ-ში ხმის ელექტრონულად მიცემაზე ილონ მასკის განცხადება მანიპულაციურად გავრცელდა

ილონ მასკის განცხადება მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, მან X-ის ანგარიშზე დაწერა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა უნდა გაუქმდეს, რადგან არსებობს ამ სისტემის გატეხვის მცირე შანსი. თუმცა, მასკს არ დაუწერია, რომ სისტემა სპეციალურადაა ასე შექმნილი და თაღლითობას გამიზნულად უწყობს ხელს.

სტატია, რომელიც Threads-ის ანგარიშს წყაროდ აქვს გამოყენებული, კონსპირაციულ გამოცემა The People’s Voice-ს ეკუთვნის და ინფორმაციის პირველწყაროსაც, დიდი ალბათობით, სწორედ ის წარმოადგენს. სტატიაში, რომლის სათაური გავრცელებული პოსტის იდენტურია, ვკითხულობთ, რომ მასკის განცხადებით, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემები შექმნილია იმისთვის, რომ დაუშვას ყოვლისმომცველი თაღლითობა არაკეთილსინდისიერი მხარეების მიერ.

ashsh shi khmis eleqtronulad mitsemaze ilon maskis gantskhadeba manipulatsiurad gavrtselda აშშ-ში ხმის ელექტრონულად მიცემაზე ილონ მასკის განცხადება მანიპულაციურად გავრცელდა
ამონარიდი სტატიიდან

სინამდვილეში, ამ საკითხთან დაკავშირებით ილონ მასკის კომენტარი განსხვავებული შინაარსის არის. მასკმა 15 ივნისს საკუთარ X-ის ანგარიშზე დაწერა: “ჩვენ უნდა მოვაშოროთ ელექტრონული ხმის მიცემის აპარატები. ადამიანების ან ხელოვნური ინტელექტის მიერ მათი გატეხვის რისკი, მიუხედავად იმისა, რომ მცირეა, მაინც საკმაოდ მაღალია”. აღსანიშნავია, რომ ეს პოსტი The People’s Voice-ის სტატიაშიც არის მითითებული და ის ბიზნესმენის ამ კომენტარის საფუძველზეა მანიპულაციურად დაწერილი.

ashsh shi khmis eleqtronulad mitsemaze ilon maskis gantskhadeba manipulatsiurad gavrtselda 1 აშშ-ში ხმის ელექტრონულად მიცემაზე ილონ მასკის განცხადება მანიპულაციურად გავრცელდა

მასკის პოსტის გაანალიზებით, ცხადი ხდება, რომ ის ეწინააღმდეგება არჩევნებში ელექტრონული სისტემის გამოყენებას. თუმცა, მას არ განუცხადებია, თითქოს სისტემა სპეციალურადაა ისე შექმნილი, რომ დაუშვას თაღლითობის და გაყალბების შესაძლებლობა. შესაბამისად, გამოცემა მის სიტყვებს საკუთარი ინტერპრეტაციით ავრცელებს.

ილონ მასკის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია, მათ შორის, ფოტო/ვიდეო ფაბრიკაციები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია

წყაროს შესახებ:

გამოცემა “The People’s Voice” კონსპირაციული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს და ხშირად სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს რებრენდინგის შედეგად NewsPunch გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice გახდა. Poynter.org–ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist