თარხან-მოურავის 2 ტყუილი გაეროს უშიშროების საბჭოზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ტარხანა
836
VIEWS

2020 წლის 3 მარტს ტელეკომპანია “ობიექტივის” რუსულენოვანი გადაცემის “ნედელიას” ეთერში დავით თარხან-მოურავმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე  ერთ-ერთი სკანდინავიური ქვეყნის ინივიატივით, 5 საათის განმავლობაში განიხილებოდა ოჯახში ქალებისა და მამაკაცების ოპტიმალური რაოდენობის საკითხი მაშინ, როცა უკრაინაში არსებულ პრობლემაზე საუბარს მხოლოდ 40 წუთი დაეთმო.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “უშიშროების საბჭოს გაეროს ერთ-ერთ სხდომაზე […] 40 წუთი საუბრობდნენ უკრაინის კრიზისზე… და 5 საათი, 5 საათი საუბრობდნენ, განიხილავდნენ, სკანდინავიის ერთ-ერთმა ქვეყანამ, მე ვიცი რომელმა, მაგრამ ახლა არ ვიტყვი, სკანდინავიის ერთ-ერთი ქვეყანა იყო საკითხის ინიციატორი, 5 საათი მსჯელობდნენ, რომ ოჯახი უნდა შედგებოდეს არა 2, არამედ 4 ადამიანისგან, 3-ისგანაც კი არა, 4-ისგან და რა კომბიაციით – 3 მამაკაცი – 1 ქალი, 3 ქალი – 1 მამაკაცი, 2 მამაკაცი – 2 ქალი. 5 საათი ეს იდიოტობა განიხილებოდა და 40 წუთი უკრაინის საკითხი.”

დავით თარხან-მოურავის განცხადება  სიმართლეს არ შეესაბამება, რამდენადაც გაეროს წესდების თანახმად, უშიშროების საბჭოს ფუნქციას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება წარმოადგენს. შესაბამისად, საბჭო არ იძლევა რეკომენდაციებს ოჯახის დაგეგმვისა და შემადგენლობის შესახებ. ამასთან, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი უშუშროების საბჭოს დღის წესირიგში 2014 წლიდან დგას და მხოლოდ უკრაინის საკითხის განსახილველად საბჭო 39-ჯერ შეიკრიბა. 

    1. გაეროს უშიშროების საბჭოს ფუნქციები ოჯახის საკითხების განხილვას არ მოიცავს

გაეროს წესდების თანხმად, უშიშროების საბჭოს ფუნქციებია:

  • საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება;
  • ყველა სადავო საკითხის გამოძიება, რომელმაც შეიძლება საერთაშორისო დაძაბულობა გამოიწვიოს;
  • ამგვარი დავების დარეგულირების მეთოდებზე რეკომენდაცის  გაწევა;
  • გეგმების შემუშავება შეიარაღების დარეგულირების სიტემების შესაქმნელად;
  • მშვიდობისათვის საფრთის შემქნელი საკითხების ან აგრეესიის აქტის განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • აგრესიის პრევენციის ან შეჩერების მიზნით ეკონომიკური სანქციების ან სხვა ზომების (გარდა ძალადობრივისა) გამოყენებისაკენ მოწოდება;
  • აგრესორის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება;
  • ახალი წევრების მისაღებად რეკომენდაციის გაწევა;
  • სტრატეგიულ საკითხებში გაეროს სამეურვეო ფუნქციის შესრულება;
  • გაეროს გენერალური ასამბლეისათვის გენერალური მდივნის კანდიდატურის წარდგენა და ასამბლეასთან ერთად მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა.

ამდენად, გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატში ოჯახის დაგეგმვის საკითხები არ შედის.

    2. უკრაინის საკითხი მუდმივადაა გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში 

2014 წლის აპრილიდან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს მსჯელობის საგანი მუდმივადაა. ამ თემის განსახილველად საბჭო 39-ჯერ შეიკრიბა.  მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, 2020 წლის 18 თებერვალს წევრმა ქვეყნებმა მხოლოდ უკრაინის საკითხი განიხილეს.


მოამზადა ანი ქისტაურმა
“მითების დეტექტორის” ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist