რა ვიცით ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ მუქარასა და გამოყენებულ ფოტოებთან დაკავშირებით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

მუქარა
82
VIEWS

21 აპრილს რუსულენოვან ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა მუქარა, რომ თბილისში მდებარე რამდენიმე სკოლა დანაღმული იყო. მესიჯების ავტორი მასობრივი მკვლელობით იმუქრებოდა და ტელეგრამ-არხზე, რომელიც მალევე წაიშალა, იარაღების ფოტოებს ტვირთავდა.  

“მითების დეტექტორმა” ძიების ხელსაწყოების დახმარებით გადაამოწმა ფოტოები, რომლებიც მუქარასთან ერთად გავრცელდა. ერთ-ერთ ასეთ ფოტოზე სახის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. ძიების ხელსაწყოს, PimEyes-ის საშუალებით მიღებული შედეგებით დგინდება, რომ ფოტოს, რომელზეც პირს ხელში დანა უჭირავს, მკვლელობის მუქარასთან ერთად წარსულშიც ავრცელებდნენ.   

სახის PimEyes-ით ძებნით ვიღებთ 2 მისამართს, სადაც აღნიშნული პირის ფოტოა გამოქვეყნებული. ერთ-ერთი მათგანი soundcloud-ის ანგარიშია, რომელზეც პიროვნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შევსებული არ არის. მეორე ბმულს ფაქტების გადამოწმების რუსულ ვებ-გვერდზე, Lapsha Media-ზე გადავყავართ. სტატია 2022 წლის 12 დეკემბერს არის დაწერილი. სტატიის მიხედვით, ტერორისტული თავდასხმით რუსეთში მდებარე ქალაქ სალეხანის ერთ-ერთ სკოლას ემუქრებოდნენ და ტელეგრამ-არხზე ავრცელებდნენ იმავე ფოტოს, რომელიც თბილისის სკოლებთან დაკავშირებით 21 აპრილს გავრცელდა. თავდასხმაზე გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურამ და პოლიციამ უარყო. მათი ცნობით, მსგავსი მუქარა რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა. 

telegrami1 რა ვიცით ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ მუქარასა და გამოყენებულ ფოტოებთან დაკავშირებით?
მარცხნივ: ფოტო, რომელიც ქართულ სკოლებთან დაკავშირებულ მუქარასთან ერთად გავრცელდა; მარჯვნივ: რუსეთში, სალეხარდის სკოლაში თავდასხმასთან დაკავშირებით გავრცელებული მუქარა.

ასევე, ერთ-ერთი ფოტო, რომელზეც იარაღია ასახული ტელეგრამ-არხებზე წარსულშიც გავრცელდა. ტელეგრამ არხები, 2024 წლის 19 აპრილს ყაზახეთში, ასტანაში მდებარე სკოლებზე თავდასხმით იმუქრებოდნენ. როგორც ყაზახურ მედიაში ვკითხულობთ, პოლიციამ გამოძიება ჩაატარა და დაასკვნა, რომ მუქარა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. აღსანიშნავია, რომ ტექსტი, რომელიც ფოტოს ერთვის, 21 აპრილს გავრცელებული მუქარის იდენტურია. 

telegrami2 რა ვიცით ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ მუქარასა და გამოყენებულ ფოტოებთან დაკავშირებით?
მარცხნივ: 21 აპრილს თბილისის სკოლებთან დაკავშირებით გავრცელებული მუქარა; მარჯვნივ: 19 აპრილს ასტანის სკოლებთან დაკავშირებით გავრცელებული მუქარა

Yandex Image Search-ით ძიების შედეგად შეგვიძლია ვნახოთ, რომ იარაღის იდენტური ფოტოები ასევე არის გამოქვეყნებული რუსულენოვან ვებ-საიტზე, სტატიაში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ტერორისტული თავდასხმით ემუქრებოდნენ რუსეთში მდებარე ქალაქ სამარას სკოლებსაც. სქრინშოტის მიხედვით, ტელეგრამ-არზე წერდნენ, რომ თავდასხმა 2024 წლის 18 იანვარს უნდა მომხდარიყო. 

telegrami3 რა ვიცით ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ მუქარასა და გამოყენებულ ფოტოებთან დაკავშირებით?
რუსეთის ქალაქ სამარაში მდებარე სკოლებზე თავდასხმის მუქარა. სქრინშოტი: Volga News

იდენტური ფოტოები ასევე გამოიყენეს 2024 წლის მარტში, როდესაც აზერბაიჯანში, ბაქოში მდებარე სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმითა და მცირეწლოვნების მკვლელობით იმუქრებოდნენ.  

telegrami4 რა ვიცით ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ მუქარასა და გამოყენებულ ფოტოებთან დაკავშირებით?
ბაქოში მდებარე სკოლებზე თავდასხმის მუქარა. ფოტო: Instagram/baku.ws_official

გარდა ამისა, სხვა იარაღების ფოტოები, რომლებიც ტელეგრამ-არხზე გავრცელდა, წარსულში სხვადასხვა რუსულენოვან ვებ-საიტზე არის გამოქვეყნებული. მაგალითად, ერთ-ერთი ფოტო, რომელზეც “კოლტის” რევოლვერს ვხედავთ, Yandex-ის ფოტოს საძიებო სისტემით არაერთ ვებ-საიტზე იძებნება (1;2;3). 

telegrami5 რა ვიცით ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ მუქარასა და გამოყენებულ ფოტოებთან დაკავშირებით?
Yandex Image Search: ტელეგრამზე გავრცელებული ფოტოს ძიების შედეგები

Yandex Image Search-ის გამოყენებით ასევე შესაძლებელია ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ავტომატის ფოტოს მოძებნა. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, აღნიშნული ფოტო რუსულენოვან ვებ-საიტებსა და ტელეგრამ-არხებზე გვხვდება (1;2;3). 

telegrami6 რა ვიცით ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ მუქარასა და გამოყენებულ ფოტოებთან დაკავშირებით?
Yandex Image Search: ტელეგრამზე გავრცელებული ფოტოს ძიების შედეგები

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ მუქარასთან დაკავშირებით 22 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტული დანაყოფები ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ, თუმცა, რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist