Stopfake: ოდესის სამხედრო ადმინისტრატორის სახელით ხელმოწერილი დოკუმენტები ყალბია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

316
VIEWS

24 მარტს უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა  ukraina.ru-ს გადაცემაში “Новостная Аналитика” ჩართვისას განაცხადა, რომ ოდესის სამხედრო ადმინისტრატორმა, მაქსიმ მარჩენკომ სამოქალაქო ობიექტებში სამხედრო ტექნიკის განთავსება ბრძანა და ამასთანავე, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია აკრძალა.

ნიკოლაი აზაროვი: “გუშინ ჩემთვის ცნობილი გახდა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარჩენკოს ბრძანება, რომელშიც ის ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციას კრძალავს და სამხედრო ქვედანაყოფების  სამშობიარო სახლებში, სკოლებში, საბავშვო სახლებში განთავსების ბრძანებას გასცემს.  რა შეიძლება ვთქვათ ამის შემდეგ და როგორ  შეიძლება ამ რეჟიმთან შეთანხმება?!”

Screenshot 1 14 Stopfake: ოდესის სამხედრო ადმინისტრატორის სახელით ხელმოწერილი დოკუმენტები ყალბია
ინფორმაცია ოდესის  სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს მიერ მოსახლეობის ევაკუაციისა აკრძალვისა და სამოქალაქო შენობებში შეიარაღებული ქვედანაყოფების განთავსების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. გავრცელებული დოკუმენტები ყალბია, ხოლო ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ მარჩენკოს ხელმძღვანელს ასეთი ბრძანება არ გაუცია.

22 მარტიდან სხვადასხვა ტელეგრამ არხში ოდესის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენობებში საცეცხლე პუნქტების აღჭურვის შესახებ გავრცელდა დოკუმენტი, რომელსაც თან ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს  ხელმოწერა ახლდა.  დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქალაქის მასშტაბით 12 სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტანკსაწინააღმდეგო და საცეცხლე პოზიციები უნდა მოეწყოს. გარდა ამისა, „განკარგულების“ ერთ-ერთი პუნქტი ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დერეფნებით გასვლის აკრძალვას მოიცავს.

Screenshot 2 14 Stopfake: ოდესის სამხედრო ადმინისტრატორის სახელით ხელმოწერილი დოკუმენტები ყალბია
წყარო: ტელეგრამ არხი Война История Оружие

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია და ასევე დოკუმენტის ავთენტურობა 22 მარტს გავრცელებულ განცხადებებში ოდესის ადმინისტრაციის ოპერატიულმა შტაბმა და უკრაინის უმაღლესმა რადამ ოფიციალურ ფეისბუკის გვერდებზე უარყვეს. უმაღლესი რადას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  მსგავსი ყალბი ამბების შექმნის მიზანს პანიკის დათესვა და რუსი აგრესორების მიმართ უკრაინელების წინააღმდეგობის გატეხვა წარმოადგენს.

Screenshot 3 14 Stopfake: ოდესის სამხედრო ადმინისტრატორის სახელით ხელმოწერილი დოკუმენტები ყალბია
სოციალურ ქსელებში გავრცელებული დოკუმენტის ავთენტურობა უკრაინულმა ფაქტების ანალიტიკოსმა პლატფორმა StopFake-მა შეისწავლა. StopFake-ისთვის მიცემულ კომენტარში ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული დოკუმენტი ყალბია და არც  მასში წარმოდგენილი ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. გარდა ამისა, პრესსამსახურმა აღნიშნა ისიც, რომ დოკუმენტში არაერთი ორთოგრაფიული უზუსტობა და ფაქტობრივი შეცდომაა დაშვებული, რაც მის არასაანდოობაზე მეტყველებს.  ასევე,  შეცდომები მიუთითებს იმაზეც, რომ დოკუმენტი იმ პირის მიერ არის შექმნილი, რომელიც უკრაინულ ენას არც ისე კარგად ფლობს. StopFake-მა სურათის ავთენტურობა  Fotoforensics ონლაინ ინსტრუმენტის მეშვეობითაც შეამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დოკუმენტი ფოტოშოპში არის დამუშავებული.

Screenshot 4 14 Stopfake: ოდესის სამხედრო ადმინისტრატორის სახელით ხელმოწერილი დოკუმენტები ყალბია

წყარო: Stopfake.org

რუსული პროპაგანდა ცდილობს იმ აზრის ფორმირებას, თითქოს უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და მათ ქალაქებიდან გასვლის უფლებას არ აძლევს. ბოლო კვირებში რუსული და ქართული მედიასაშუალებები და სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა მაცხოვრებლებისთვის მწვანე დერეფნებს არ ხსნიდა და მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებდა. რეალურად,  უკრაინამ მწვანე დერეფნების გახსნა  რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების დარღვევის გამო გადაავადა.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
მოხერხდა თუ არა ჰუმანიტარული დერეფნით უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია?

RT, ალტ-ინფო და პატრიოტთა ალიანსი ამტკიცებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნებს უზრუნველყოფს 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist